"მთას ვიყავ, მწვერვალზედ ვიდექ, ვლაპარაკობდი ღმერთთანა..."
"მთას ვიყავ, მწვერვალზედ ვიდექ, ვლაპარაკობდი ღმერთთანა..."
"ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა. რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო".

"სამყარო უფლისა და კაცის ურთიერთობას ეფუძნება. მთელი კაცობრიობა ორადაა გაყოფილი: თესლი კეთილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც მაცხოვრის შვილობასა და, შესაბამისად, მის კეთილგანწყობას ინარჩუნებს (უფალთან ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს) და "ძენი უკეთურისანი", ანუ ისინი, ღვთის სათნო გზას რომ გადაუხვიეს და უძღებ შვილებად გადაიქცნენ. საყოველთაოდ ცნობილია სახარებისეული სწავლება უფლის სურვილის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანის გასაგონად ნათქვამი, რომ კაცი უფლის ნების გარეშე თმის ერთ ღერსაც კი ვერ გაიჭაღარავებს, ან ფსალმუნის სიბრძნე, რომ უფლის ნების გარეშე სახლი ვერ აშენდება, როგორც უნდა მოინდომოს მშენებელმა.

ნებისმიერი დიდი მოღვაწე უფლის ნების აღმასრულებელია და მისი კურთხევით მოქმედებს, თავის ზრახვებსა და ქმედებას უფლის სურვილს უქვემდებარებს, რაც არის კიდეც მისი გამარჯვებისა და ნეტარყოფის წყარო. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა. რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო".

ადამიანის სურვილებისა და ღვთაებრივი ნების თანხვედრა ადამიანის გამარჯვებისა და წუთისოფელში სწორად ცხოვრების უმთავრესი საყრდენია, - ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილი.

- როგორ ეუწყებათ უფლის ნება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გმირებს?

- ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში უფლის ნების მაუწყებელი ანგელოზია ან ჩვენება-გამოცხადება, რის საშუალებითაც ეუწყება წმინდანს ღვთისთვის სათნო ნაბიჯი როგორ გადადგას. ჩვენება წმინდანის გამორჩეულობის დასტურიცაა, რადგან ამის ღირსი კაცთაგან უიშვიათესი ხდება. ამასთანავე, ჩვენება, როგორც ზესთასოფლური მოვლენა, ეცხადება რა მიწიერ ადამიანს, აერთებს ამ და იმ ქვეყნებს, მიწიერ-ზეციური ერთობის ამსახველია და გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე ყოველივე საღვთო განგებით მიმდინარეობს.

ხუედიოს დაყუდებულს ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან") ეუწყა ხანძთის მდებარეობაც, აქ მოღვაწე მამათა რაოდენობაც და მონასტრის აღმშენებლის ვინაობაც. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ზედმიწევნით აღასრულა უფლის ნება. ასევე, ჩვენებით აშენდა იშხანი; ხანძთის ძმობაში არსენისა და ეფრემის მიღება წმინდა გრიგოლმა ასე ახსნა: "ქრისტემან ღმერთმან ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი", ისიც განმარტა, რომ სხვანაირად მოქცევა იქნებოდა "ცილობა უფლისა ბრძანებისა". უფლის ნებით, საქართველოს ეკლესიას უდიდესი წმინდანები შეემატნენ.

ღმერთის ნებისადმი ადამიანური სურვილების დათმობის ნიმუშია უფლის მიერ ქართლში წმინდა აბოს ჩამოყვანა, რომელიც ისევე მიენდო ღმერთს, როგორც აბრაამი. იოანე საბანისძე გვარწმუნებს, რომ ყველაფერში გრძნობდა წმინდანი მაცხოვრის გვერდში დგომას, ხოლო ჩვენება ნაწარმოების ბოლოს იმას მიანიშნებდა, რომ ღმერთმა ყველას აჩვენა, რაოდენ სათნო იყო მისთვის წმინდა აბო და მის მიერ განვლილი გზა.

წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი, მძაფრი სენით შეპყრობილი, ყოვლადწმინდა დედამ გადაარჩინა და აკურთხა: "აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი". იმ დღიდან ექვთიმე, რომელიც ტყვეობაში გაიზარდა და მშობლიური ენა თითქმის აღარ ახსოვდა, ალაპარაკდა "უწმიდეს ყოველთა ქართველთასა", წყაროსავით მომდინარე ქართულით. პროფესორი რევაზ სირაძე ამ ადგილის განმარტებისას შენიშნავს, რომ ამით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა "უპყრა ხელი" ექვთიმეს და გზაზე დააყენა, "ლოგოსურ გზაზე". წმინდა იოანემ განუმარტა შვილს, რომ დედაღვთისა საღმრთო წიგნების ქართულ ენაზე თარგმანს გულისხმობდა. ამით უფლისთვის სათნო საქმეს ჩასწვდა, შვილს სწორი მიზანი დაუსახა, და უდიდესი როლი შეასრულებინა საქართველოს ისტორიაში, ეპოქის შემოქმედად აქცია, აზიური ქართული კულტურა ევროპულ კულტურად გარდააქმნევინა.

- ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში ალბათ უხვად მოიპოვება მაგალითები, რომლებიც ადამიანური სურვილების ღვთაებრივის სასარგებლოდ დათმობის მნიშვნელობას საუკეთესოდ წარმოაჩენენ. გთხოვთ, გაიხსენოთ რომელიმე მათგანი...

- გავიხსენოთ, როგორ ირწმუნებს ფინეზი ("სიბრძნე სიცრუისადან") სიზმრისეულ ჩვენებას და უყოყმანოდ მიანდობს თავის ერთადერთ ვაჟს უფლის ნებას, უფლისწულს აღსაზრდელად მიაბარებს ერთი შეხედვით სრულიად გამოუცდელ, თითქმის არაფრისმცოდნე ლეონს, თუმცა გაითვალისწინებს, რომ ლეონის სასახლეში მიღებით ღვთისთვის სათნო საქმე აღსრულდება. მიიღებს კიდეც კეთილ ნაყოფს - ჭეშმარიტ ხელმწიფედ აღზრდილ შვილს.

ადამიანური სურვილების ღვთაებრივის სასარგებლოდ დათმობის საჩვენებლად საქართველოსა და, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში, კახეთის 1659(1660) წლის აჯანყებას გავიხსენებდი, რომელიც ერთი უდიდესი სასწაულთაგანია. 2000-მა ქართველმა 150 000 სპარსელის (მათგან 60 000 ბახტრიონში იდგა) დამარცხება და ჩვენი ქვეყნიდან განდევნა შეძლო. კაცი როგორი ურწმუნოც გინდა იყოს, მისთვისაც ცხადია, რომ ადამიანური ძალით, ხმლისა და ფარის ეპოქაში, ასეთი გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

XIX საუკუნეში მოღვაწე დიდ ქართველ მწერლებს კარგად ესმოდათ, რომ უფლისა და ჩვენი წინაპრების ნების დამთხვევის გარეშე, ეს ბრძოლა მარცხისთვის იყო განწირული. ამიტომ, ეხებოდნენ რა ამ თემას, პირველ რიგში იმას ასახავდნენ, თუ როგორ მოიქცნენ XVI საუკუნის ქართველები და რით დაიმსახურეს ღვთის ამხელა წყალობა.

აკაკი წერეთელი კახეთის გმირების თავგანწირვასა და ღრმადმორწმუნეობას ასახავს. ისინი, უპირველესად, იმას ეწირებიან, რომ ალავერდის მონასტერს სამპირად შემოხვეული გველეშაპი მოაცილონ, ტაძრის დაკეტილი კარი გააღონ და შეწყვეტილი წირვა-ლოცვა განაახლონ. მათ კარგად ესმით, რომ საქართველო "ჩვენი ცხოვრების ხეა, რომელზეც ქრისტეს სჯულია დამყნილი", ამიტომაც მას "წმიდა მოწამეობრივი სისხლი ეჭირვება სარწყავად". მათი თავდადებაც სამშობლოსა და უფლის დიდებას ისახავს მიზნად. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად აპირებენ მამულის გამოხსნას ურჯულო მტრისაგან, სხვის ბედნიერებას თავისი ნებით ეწირებიან მსხვერპლად, მათი პარადიგმა უფალია, ჯოჯოხეთის ტყვეობიდან ადამიანის საკუთარი სისხლით გამომხსნელი. ამიტომაც ამგვარი ქმედება უფლისთვის სათნოა და იგი ხელს უმართავს მამულიშვილებს.

ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონში" ფშავ-ხევსურნი საომრად მანამ არ წავიდნენ, ვიდრე უფლის კურთხევა არ გამოითხოვეს. კარგად იცოდნენ, რომ ძმის საშველად წასულ ძმას ღმერთი ხელს მოუმართავს, თუმცა მაინც შეიკრიბნენ ლაშარის გორზე, ხატის კარს და ქადაგს "ბატონის" (მთაში უფალს ასეც მოიხსენიებენ) აზრი ჰკითხეს:

"მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,
პირს ჯვარი დაისახიან,
ციურის კრძალვა-შიშითა
პირები შაიჩმახიან."


ქადაგმა აუხსნა ლაშქარს, რომ ლაშარის ჯვარს (ანუ წმინდა გიორგის) ეამა მის კარზე რომ შეიკრიბნენ, ერთიანნი და ერთსულოვანნი რომ იყვნენ, ამიტომ თვითონ უწინამძღვრებდა კახეთისკენაც და ბრძოლაშიც:

"გვიქადის გამარჯვებასა,
წინ წაგვიძღვება თავადა".


ლელასა და კვირიას თავგანწირვამ, მათმა უანგარო სიხარულმა იმის გამო, რომ სამშობლოს კეთილდღეობას ეწირებოდნენ მსხვერპლად, კიდევ უფრო მეტად გაახარა უფალი. ბუნებამ გამოხატა მომავალი გამარჯვების აუცილებლობა იმით, რომ ყოველგვარი ბნელეთი გაიფანტა და ქვეყნიერება გაბრწყინდა:

"ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა."

კახეთისკენ მიმავალმა ლაშქარმა ზეცაში წმინდა გიორგი შენიშნა და მისი ცხენის ნატერფალებს გაჰყვა, თითქოს ცაში ავიდა და ცის კაბადონზე გაინავარდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, რადგან წმინდა მხედარი უფლის ნებით მოქმედებდა, თვითონ მებრძოლები კი ზეციური მხედრობის როლს ასრულებდნენ. გამხნევებულებმა ერთმანეთს ამაყად გადახედეს:

"ნეტავ, რა მტერი იქნება,-
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა
ლურჯაის დანაბიჯებო!"


ვაჟა მოლაშქრეებს არწივებს ადარებს, რომლებიც ზემოდან უყურებენ თავისგან დახრულ ძვლებს, მეომრებიც გულათრთოლებულნი დახედავენ კახეთს, მომავალი ბრძოლის ველს და "ციდან" დაეცემიან მტერს (შევნიშნავთ, რომ კახეთი ვაკეა, ამიტომ თუ არა ზეციურქმნილი მხედრობა, მას ვერავინ დახედავს ზემოდან).

"გველისმჭამელში" ვაჟა იმ რჩეულობას ასახავს, რომელიც უფლისგან არ არის ნაბოძები. მინდია თავის მოკვლის მიზნით ჭამს გველის ხორცს, ანუ ის უკიდურესად გატეხილია სულიერად და საკუთარ სულს საჯოჯოხეთოდ სწირავს, რაც უფლის ნების აღსრულება კი არა, ეშმაკისკენ სვლაა. მოულოდნელი ნიჭი - ყველა სულიერ-უსულოს ენის გაგებისა ამიტომაც დააწვება მინდიას მხრებს უმძიმეს ტვირთად, მუდამ ჩაფიქრებული, დამძიმებულია და ცოლის საყვედურებსაც ვეღარ უძლებს. მზია თითქოს ისეთს არაფერს ითხოვს ქმრისგან, ოჯახის რჩენას სთხოვს, რაც ნებისმიერი მამაკაცისთვის ჩვეულებრივი ტვირთია, თუმცა მინდიასთვის ეს თხოვნა დამღუპველი ხდება.

თუ მინდიას გოგოთურს შევადარებთ "გოგოთურ და აფშინადან", ცოლი გაცილებით უარესი ჰყავს მას და ქმრისგან ქურდობასა და ყაჩაღობას მოითხოვს, მაგრამ გოგოთურს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მეუღლის სიტყვები, იგი ნამდვილი დავლათიანია, არც თვითონ სჩადის ბოროტებას და სხვასაც სიკეთის თესვისა და ეშმას ხლართისთვის თავის არიდებისაკენ მოუწოდებს, აფშინას ფერისცვალებაც მისი წყალობით ხდება.

- მამულიშვილის სურვილი და ნება რომ უფლის ნებას უნდა ექვემდებარებოდეს და შეესაბამებოდეს, ეს ქართველ სამოციანელთა შემოქმედებაშიც აისახა...

- ილიამ და აკაკიმ პოეტი უფლის შვილად და მისი სიტყვის მქადაგებლად ჩათვალეს. იესო იყო მათი ხელისუფალი, რომლის კარნახითაც მოქმედებდნენ. წმინდა ილია მართალი უფალს ელაპარაკებოდა. რათა მისი ნებით ემოქმედა და ხალხი ღვთისთვის სათნო გზით ეტარებინა, აკაკი თავის ყოველ მოქმედებას უფალს - თავისი "გონება-გრძნობის" ხელისუფალს უკავშირებდა...

ვაჟა კი რიდითაც და სიამაყითაც (ერთდროულად) აცხადებდა:

"მთას ვიყავ, მწვერვალზედ ვიდექ, ვლაპარაკობდი ღმერთთანა..."

გურამ დოჩანაშვილის მიჩინიო ("სამოსელი პირველი") გადაიფიქრებს ავაზაკებით სავსე ეტლის კლდეში გადაჩეხვას, რადგან ერთ მათგანს არ იცნობს, არ იცის, სასჯელის ღირსია თუ არა. როცა დაფიქრდება, მიხვდება, რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" და იმ უცნობმა ცოდვას გადაარჩინა, უფლის სათნო ნაბიჯი გადაადგმევინა, რადგან მკვლელი თუ ჯალათი ღვთის ნებას ნამდვილად არ ასრულებს, უფალი სიყვარულს გვასწავლის და არა - შურისძიებას.

ჯემალ ქარჩხაძის იგი ("იგი") თავის ტომში პირველი ზეცის კაცია, რომელსაც თანამოძმენი გაწირავენ, სიკვდილს მიუსჯიან, თუმცა ღიმილით კვდება, რადგან იცის, რომ თავისი ვიწროშუბლა ძმები ბნელეთიდან უნდა გამოიყვანოს და ნათლის ტომად გადააქციოს, ესაა მისი მისია, ზეცას რომ მოეწონება, ზეცას, სიკვდილის წინ რომ შესცქერის.

დაბოლოს, ყველა უფლის კაცის სიტყვებს ბრძანებს წმინდა ილია მართალი: "ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი..." კაცის ვალიც უფალთან შერწყმა და მისი ნების შესაბამისად მოქმედებაა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler