ნეტა კიდევ ერთხელ გავხდეთ ძველებური პურის დაგემოვნების ღირსნი
ნეტა კიდევ ერთხელ გავხდეთ ძველებური პურის დაგემოვნების ღირსნი
სამწუხარო ისაა, რომ ბევრმა ჩვენგანმა არც იმ ხორბლის ჯიშების სახელები ვიცით
გაგიგონიათ ალბათ ხანდაზმულთაგან: ძველად ვინმე ცომს რომ ჩააკრავდა თონეში, პურის სურნელი მალე მთელ სოფელში დატრიალდებოდა ხოლმეო. დანანებით იხსენიებენ იმდროინდელი პურის გემოს და ნატრობენ - ნეტა კიდევ ერთხელ გავხდეთ ძველებური პურის დაგემოვნების ღირსნიო. ახლანდელ ქართველებს ქართული ხორბლის პურს ხომ არავინ გვაღირსებს და სამწუხარო ისაა, რომ ბევრმა ჩვენგანმა არც იმ ხორბლის ჯიშების სახელები ვიცით. დავესესხებით ქალბატონ ნელი ბრეგაძეს და მისი სტატიების მიხედვით ქართული ხორბლის ჯიშებს ზოგადად აღვწერთ.

საქართველომ ტრიტიკოლოგების ყურადღება მიიპყრო არა მარტო იმით, რომ აქ გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილ სახეობათაგან ყველაზე მეტი - 12, მათ შორის 6 ენდემური სახეობა და ადგილობრივ ჩამოყალიბებული, გარემოს შეგუებული შიშველმარცვლოვანი ხორბლის მაღალგანვითარებული ფორმები, არამედ იმითაც, რომ მხოლოდ აქ შემორჩა კულტურული ხორბლის ევოლუციის ინიციალური ეტაპები. ხორბლის გვარის წარმოშობა-განვითარების ისტორიაში პირველი ადგილი უკავია კილიან ხორბალს, რომელმაც მისცა საწყისი შიშველმარცვლოვანი ხორბლის მაღალგანვითარებულ ფორმებს. კილიან ხორბალთა გვარს ეკუთვნის ასლი, მახა და ზანდური. აღმოსავლეთ საქართველოში ასლი ოთხი ვარიაცითაა წარმოდგენილი: თეთრთავა, წითელღრუბელა, თავთავიანი, შავარშიანკილიანი. მისგან მკვეთრად განსხვავდება დასავლეთ საქართველოს ასლი. ეს კულტურა გარეგნულად გავს მახას ერთ-ერთ ვარიაციას. ასლისა და მახას მსგავსებაზე მიგვითითებს სულხან-საბას ლექსიკონი. მახა - საშემოდგომო კულტურაა. ის ვარიაციათა სიმრავლით აჭარბებს დასავლეთ საქართველოს სხვა ენდემურ კილიანებს. სპელტა კი მიწათმოქმედების საწყისი ეპოქის არქეოლოგიურ მონაპოვრებშია დამოწმებული, ითვლება კულტრული ხორბლის ერთ-ერთ უძველეს სახეობად. ხოლო საქართველოში აღმოჩენილი განათხარი სპელტა ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია. მართალია, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე არაა ცნობილი მისი ნათესები, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სპელტას ჯგუფის თავისებური წევრია მახა და სწორედ მისი სახით მოაღწია ჩვენამდე პირველადმა სპელტამ. ზანდურის პოპულაციაში სპეციალსიტებმა თავიდანვე განსაზღვრეს ორი ბოტანიკური სახეობა - ერთმარცვალა და ორმარცვალა, რომლებსაც ადგილობრივი მიწათმოქმედიც განასხვავებდა. ესენია: გვაწა ზანდური და ჩელტა ზანდური. რაჭაში მათ შესაბამისად წმინდასა და გობეჯას ეძახიან. ზანდური საგაზაფხულო ფორმაა, მაგრამ ითესება გვიან შემოდგომაზე. ის დამოწმებულია რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთ-სამეგრელოში. სამეგრელოში მას პეტა ქობალას უწოდებენ. ზანდური, ფაქტობრივად, არ გასცილებია მისი წარმოშობის არეალს. მისი ერთ-ერთი სახეობა - ჩელტა-ზანდური მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბინადარია. მეორე სახეობა - გვაწა ახლო წარსულში ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ქართლშიც. კილიანთა მტვრევადთავთავიანობამ (მათი მარცვალი მჭიდროდ ზის ბუდეში - კილში და სიმწიფეში შესვლისას თავთავები მტვრევადი ხდება) განაპირობა მათი მოსავლის აღება თავისებური ხერხითა და იარაღით. თუ შიშველმარცვლიანი ხორბალი ნამგლით იმკება, დასავლეთ საქართველოში კილიანების მოსავლის ასაღებად ხმარობდნენ ხის ორი ჯოხისგან გამზადებულ იარაღს - შამკვს. ქვემო რაჭაში ძირიანად მოთხრილ პურეულს კალოზე ხის დანით წაასხეპდნენ თავთავებს. გლეხკაცი ჩალას იყენებდა სახლის გადასახურავად. ამ პურეულის მარცვალთა ბუდიდან გამოსაფშვნელად იყენებდნენ ხისა და ქვის საცეხველებს, დინგს. კალოზე ლეწვის ნაცვლად ამ იარაღებით ხდებოდა ძნელად გამოსაფშვენლ კილიანთა პირველადი დამუშავება დაფქვამდე. კალოზე ან კერის თავზე გაწყობლ ლასტებზე გამხმარი კილიანი თავთუნები საცეხველში იცეხვებოდა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობა კილიანთაგან გამზადებულ პროდუქტებს. საუკეთესო, ცილის დიდი შემადგენლობის მქონე და ცხობის მაღალხარისხიანი ფქვილით კარგი სახაჭაპურე ცომი იზილებოდა; პური ნოყიერი, გემრიელი და სურნელოვანი გამოდიოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებდა სირბილეს, რაც განსაკუთრებით ფასეული იყო ლაშქრობა-მგზავრობისას. კორკოტი კილიანი ხორბლისაგან მზადდებოდა: დასავლეთ საქართველოში ზანდურისგან, აღმოსავლეთში - ასლისგან. ამავე დანიშნულებით (ძირითადად საკორკოტედ) მცირე რაოდენობით მაინც ითესებოდა ჩვენში ასლი ბოლო დრომდე. კილიანებს ახასიათებს სხვა საუკეთესო თავისებურება: ისინი შიშველმარცვლოვნებზე უფრო ამტანი, ჰავის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, კარგად უძლებს ნესტსა და გვალვას. დიდი ფასი აქვს კილიანებს, როგორც სოკოვან დაავადებათა მიმართ იმუნიტეტის მქონე კულტურებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩელტა ზანდური. იგი მდგრადია სხვა დაავადებათა მიმართ.

შიშველმარცვლიანთა რიგს განეკუთვნება ტრიტიკუმების ევოლუციის ისტორიაში უძველეს სახეობად მიჩნეული რბილი ხორბალი, რომელიც საქართველოს მემინდვრეობაში ოდითგანვე ერთ-ერთი ძირითადი, უმთავრესი კულტურა იყო. საქართველოში დამოწმებულია რბილი ხორბლის 32 ვარიაცია და ასზე მეტი ფორმა, რომელთა უმეტესობა გამომუშავებულია ყოველი კონკრეტული მიკრორაიონისა და მიკროჰავის თავისებურებათა გათვალისწინებით. მხოლოდ იგი ხვდება მემინდვრეობის გავრცელების ყველა სარტყელში. ქართულმა წერილობითმა წყაროებმა და ყოფამ შემოგვინახა რბილი ხორბლის ადგილობრივი სახელწოდებები: იფქლი, ირქი (მეგრ.), ითქ, კუეცენ (სვან)ლ ყანა, ანეული, პური, ძველი პური ან ძველი თესლი, დოლის პური ან დოლი (თეთრი, წითელი, შინდური), წმინდა, ხულუგო, გომბორულა და სხვა. რბილი ხორბალი ერთმანეთისგან განსხვავდება მორფოლოგიური ნიშან-თვისებითაც. ერთ-ერთი ამგვარი ნიშანია თავთავის ფხიანობა თუ უფხობა, არცთუ დიდი ხნის წინათ ჩვენს მემინდვრეობაში უხვად იყო ფხიანი საშემოდგომო ჯიშები. ამ ჯიშების გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე იყო დოლის პური. თუ საქართველოში ცნობილ ხორბალთა უმეტესობა ორბუნებოვანია, ახასიათებს განვითარების როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხული ციკლი. თუ სხვა საშემოდგომო ჯიშები ითესება როგორც გვიან შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე, დოლი ამ მხრივ საგანგებო პურეულია. იგი მხოლოდ და მხოლოდ საშემოდგომო ჯიშია და უნდა დაითესოს უეჭველად ადრე შემოდგომაზე (აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევარში - რაიონების მიხედვით), რათა მოასწროს აჯეჯილება და ფესვმომაგრებული შეხვდეს ზამთარს. გვიან დათესილი ვეღარ ბარტყობს, გაცილებით უფრო სუსტი და ნაკლებ საიმედო ნათესი ამოდის, ერევა გუდაფშუტა. ამ ჯიშის ეს თვისება აისახა მის სახელწოდებაში: დოლის პური, რაც ნიშნავს გარკვეულ ვადაზე დასათეს პურს. დოლის პურს ახასიათებს მაღალი დაფქვისა და ცხობის უნარიანობა. ზელაში იმატებს. მისი ცომი ძარღვიანია, ღვედიანი, გამწევი. მისგან ცხვება მეტად გემრიელი, სურნელოვანი პური, რომელსაც სირბილეს მატებდა მისი ნათესების დამსარევლიანებელი ჭვავი (უპირატესად მთაში) და მახობელა (უმეტესად ბარში). ამის გამო, ამ უკანასკნელთ, მიუხედავად იმისა, რომ გამომცხვარ პურს ამუქებდა, გლეხი მცირე ოდენობით მაინც ურევდა დასაფქვავად გამზადებულ დოლის პურს. სწორედ დოლის პურის განსაკუთრებული სირბილის გამო მის ფქვილს ხმარობენ თათარისა და ჩურჩხელებისთვის.

დოლის პური ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონების ხორბალია. მისი გავრცელების არეში თანმხლები მატერიალური კულტურის ელემენტებია: ქართული დიდი გუთანი, ნამგალი, კევრი და თონე. დასავლეთ საქართველოში დოლის პური გვხვდება, მაგრამ მცირე ფართობზე. იქ გავრცელებული რბილი ხორბლის საშემოდგომო ვარიაციები ცნობილია შემდეგი სახელწოდებით: იფქლი, იგივე ჩვენებური პური, შინაური პური, შემოდგომის პური, ტრედისფერი, ყირმიზა და სხვა.

რბილ ხორბალს მორფოლოგიურად ემსგავსება საქართველოს მემინდვრეობის მეტად საინტერესო და უძველესი კულტურა დიკა. საქართველოში დამოწმებულ, დიკის მრავალრიცხოვან ქვესახეობათა და ფორმათა შორის მთავარია სამი. მათი შესატყვისი ადგილობრივი სახელწოდებებია: თეთრი ანუ უბრალოდ დიკა, შავი ან შავფხა და წითელი დიკა. ბიოლოგიურად დიკა მხოლოდ საგაზაფხულო ფორმაა და ამიტომაც სახელწოდება დიკა იქცა ზოგადად საგაზაფხულოს აღმნიშვნელ ტერმინად. დიკის ფქვილის ცხობის უნარიანობა დაბალია. დაფქვის ხარისხით, გამომცხვარი პურის თვისებებით და მოყავისფრო ქერქით დიკა უახლოვდება მაგარ ხორბალს. მეორე მხრივ, მაღალი შეფასება აქვს წითელი დიკის ძარღვიან ცომსა და მისგან გამომცხვარ პურს. დიკის პური გემრიელია, ტკბილი ("სიტკბოთი დიკა ჯობია, ცომის ძარღვიანობით - დოლის პური", დმანისის რაიონში ჩაუწერიათ). დიკის მაგარი ცომი არ იშლება წყალში და ამიტომ კარგია სახინკლედ. დიკისგან აცხობდნენ შესაწირავ და სასტუმრო პურებს, ხარშავდნენ კორკოტს. მთის მიწათმოქმედებისათვის მეტად ფასოვანი კულტურა - დიკა - საქართველოს მემინდვრეობაში მეორე ადგილზე იყო.

ნამდვილი ანუ შიშველმარცვლიანი ხორბლის გვარის ერთი წარმომადგენელია მაგარი ხორბალი, რომელსაც ჩვენში თავთუხს ეძახიან. მეტნაკლებად ბურუსითაა მოცული საქართველოში ხორბლის ამ სახეობის გამოჩენა-გავრცელების საკითხი. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ეს პურეული დაახლოებით VIII საუკუნის დამდეგს ან ოდნავ ადრე უნდა შემოსულიყო ჩვენში. მაგრამ ქვემო ქართლის უკანასკნელი ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები (V ათასწლეულით დათარიღებული მაგარი ხორბლის ნიმუშები) ამართლებს მეცნიერთა ნაწილის ვარაუდს, რომლის მიხედვითაც მაგარი ხორბალი ჩვენში უძველეს დროში იყო გავრცელებული. თავთუხი სამეურნეო თვალთახედვით ხორბლის მეტად საინტერესო სახეობაა. განსაკუთრებით ფასოვანია ამ მხრივ შავფხა და შავი თავთუხი. აქვს მსხვილი მარცვალი, დიდი, მსუყე, ბარაქიანი თავთავი, რომელიც, ხალხური დახასიათებით, ჩიტივით აზის ღეროს, იძლევა თეთრ ფქვილსა და, შესატყვისად, თეთრსავე ნამცხვარს, პური გემრიელი ცხვება, მაგრამ თავთუხმა მაინც ვერ მოიკიდა ფეხი ჩვენს მიწათმოქმედებაში. ადგილობრივი ჰავის პირობებს ნაკლებად შეგუებული თავთუხი ვერ უძლებს ამინდის ცვალებადობას. ამასთან, მისი ხალხური დახასიათებით, "შუქიანი" ფქვილისგან დამზადებული "თვალმახარა" თეთრი და გემრიელი პური კარგია მხოლოდ ახალგამომცხვარი, მერე კი მალე შრება და მჭადივით ხმება, რაც აისახება მისი ფქვილის შედარებით უძარღვობა-უბეწვობით, ნაკლებ წებოვანებით. ამის გამოა, რომ იგი თონეში ვერ ცხვება. გარდა ამისა, მისი გავრცელების ზონა ემთხვევა ჩვენში ადგილობრივ პირობებს შეგუებული ძველქართული პურის ჯიშს, რბილი საშემოდგომო ხორბლის გავრცელების არეს. თავთუხი ვერ უწევდა დოლის პურს მეტოქეობას...

კოლექტივიზაციამ, საბჭოთა წყობამ, სხვის ხელში ყურებამ ქართველებს ბევრი რამ დაგვავიწყა. ერის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ქრება ხორბლის მოყვანის კულტურაც (ან რომ მოიყვანოს, რომელი წისქვილკომბინატი მიიღებს). უძველესი ქართული ხორბლის ჯიშების შენარჩუნება (რაც შემოგვრჩა), მოძიება (რაც გვეკარგება) თითოეული ქართველის ვალია და პირველ რიგში ხელისუფლებისა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler