წმ. ნიკიფორე კეთროვანი: "ვირუსის წამალი წმიდა ზიარებაა … არ მიატოვოთ ეკლესია… ეპიდემია გაივლის"
წმ. ნიკიფორე კეთროვანი: "ვირუსის წამალი წმიდა ზიარებაა … არ მიატოვოთ ეკლესია… ეპიდემია გაივლის"

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

კეთრის პირველი სიმპტომები ბავშვობაშივე გამოუვლინდა. 16 წლისა ალექანდრიაში გადასახლდა, მაგრამ რამდენიმე წელში, როდესაც სნეულებამ კიდევ უფრო იჩინა თავი, ერთ–ერთი მღვდელმთავრის რჩევით, 1914 წ. კუნძულ ქიოსზე გაემგზავრა, კეთროვნებისათვის განკუთვნილ საავადმყოფოში, ლეპროზორიაში. აქვე  აღკვეცეს ბერად, ნიკიფორეს სახელით. ტაძარში მედავითნედ და მგალობლად მსახურობდა, "ანგელოზივით გალობსო," – ამბობდნენ მასზე. კუნძულზე 43 წელი გაატარა. დაავადების გამო სრულად დაკარგა მხედველობა. უსაზღვრო მოთმინებისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამო უფალმა წმ.ნიკიფორე წინასწარმეტყველებისა და ნუგეშისცემის ნიჭით დააჯილდოვა. გარდაიცვალა 1964 წლის 4 იანვარს, მისi სხეული კეთილსურნელებას აფრქვევდა.  მისი ლოცვებით მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

 


კორონავირუსის გავრცელებისთანავე საბერძნეთში წმინდა ნიკიფორე ერთ მორწმუნეს გამოეცხადა და ამ სენისგან დაცვა აღუთქვა. ამის შემდეგ წმინდანი ბულგარელ მართლმადიდებელ ჟურნალისტ ანხელ ბონჩევს, რომელიც მის შესახებ წიგნს ამზადებდა, სამჯერ გამოეცხადა.

 

ჟურნალისტის მონათხრობი: " ღამის 4 საათზე ჩამეძინა. ძილში წმ. ნიკიფორე კეთროვანი გამომეცხადა, მაშინვე ვიცანი, შავი ანაფორა ემოსა, მარჯვენა ხელში კი ოქროს ჯვარი ეკავა და მაუწყა: გააფრთხილეთ ყველა ქრისტიანი, რათა ლოცვით მომმართონ, თან არაერთგზის. პარაკლისებიც იკითხონ. ვირუსისგან დასაცავად არსებობს წამალი - ეს წმიდა ზიარებაა; ასევე არსებობს მცენარე – ქონდარი, რომელიც ვირუსებს კლავს.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ძნელბედობის ჟამს არ მიატოვოთ ეკლესია, იარეთ, იქ არანაირი ჭირი არ არის"... მეორედ გამოცხადებისას უთქვამს, რომ ელოცათ "მრავალგზის", მესამედ გამოცხადებისას კი - ამგვარად: "ეს ყოველივე გაივლის"...

 


ღირსი ნიკიფორე კეთროვანი
(ხსენება 22.12/04.01)
ტროპარი, ჴმაჲ 4:
ჴორციელი სნეულებაჲ კეთროვანებისაჲ, ვითარცა იობ, ახოვნად დაითმინე შენ, ნიკიფორე, და სამოსელი სულისა შენისაჲ სპეტაკად განსწმიდე, კიბესა ზედა სათნოებათასა აღჴედ სრულებით და, ღუაწლთა შენთა მიერ ანგელოზებრივსა ხატსა ცხორებისასა მიწევნული, მოუკლებელად უგალობ ღმერთსა: შენ გშუენის დიდებაჲ, სამებაო ერთარსებაო.

.....
ავტორი დავით ბასილაია

ბეჭდვა
1კ1