თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?
თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?
მთელი სამყარო ადიდებს უფალს. ყოველ ცისკრის მსახურებაზე გვესმის: "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა! შენ გშვენის გალობა, ღმერთო!.." ცაში ღმერთს ქებას ასხამენ "ანგელოზნი და ძალნი მისნი", ღირსთა და მართალთა სულები, მზე - "მფლობელი დღისა", რომელმაც იცის "ჟამი დასვლისა თვისისა", მთვარე - "ღამის ხელმწიფე", ვარსკვლავები, რომელთაც პოეტმა "მარადისობის ჭუჭრუტანები" უწოდა, ფრინველები, რომლებიც არ ზრუნავენ ხვალინდელ დღეზე; მიწაზე უფალს უგალობენ პირუტყვნი, ქვეწარმავალნი, მთანი და ბორცვნი, ნისლი - "ფიქრი მთებისა", მიწაზე მარგალიტივით მიმობნეული ცვარი, "ცელქი სიო" და "სული ნიავქარისა", ცეცხლი, სეტყვა, თოვლი... ყველა ქმნილებაში სითბოს, წესრიგის და სიყვარულის ძალა მეფობს.

მთელი სამყარო მშვიდი სიხარულით აღსავსე სიმფონიაა. მისი ზეციური ბგერები ადამიანის სმენას კეთილ ფიქრს აწვეთებს: "საცნაურ არს ღმერთი ზრახვასა შინა წრფელთასა", - უფლის დიდება კი ის სიმია, რომელიც სამყაროს ყველა ნაწილს აერთებს.

საეკლესიო ღვთისმსახურება ღვთისა და წმინდანთა სადიდებელი ჰიმნებისა და საგალობლებისაგან შედგება. მათ შესწევთ ძალა, რომ გაათბონ, შეძრან და მიიზიდონ ადამიანთა გულები, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობდა, "ლოცვის მშვენიერება სხვისი სიტყვით არ ისწავლება; მისი მასწავლებელი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება" და "მისცის ლოცვა მლოცველსა".

მედავითნეს, რომელიც ღვთისმსახურებაზე ლოცვებს კითხულობს, სასურველია, უწინარესად თვითონ ჰქონდეს გაცნობიერებული ლოცვის სიტყვების მნიშვნელობა. მას განსაკუთრებით მართებს გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. მედავითნის სულიერი განწყობა ხშირად მრევლზეც აისახება ხოლმე. ბერი ამფილოქე წერდა: "მგალობლები ჰგვანან იმათ, რომლებიც მეფის სახლის გარეთ იმყოფებიან და ნაირ-ნაირი სიმღერით გამოხატავენ თავიანთ აღტაცებას. რა თქმა უნდა, მეუფე მათგანაც იღებს მადლობას, რადგანაც მისთვის მღერიან, მაგრამ მეტი ყურადღებით უსმენს სახლის მესაიდუმლეთ ანუ მათ, ვინც ყურში ჩასჩურჩულებს მას". უფალი ისმენს იმ ადამიანების ლოცვას, რომელნიც არა მარტო სიტყვით, არამედ, პირველ რიგში, გულით ლოცულობენ და რომელთაც თბილი ლმობიერება და თავმდაბლობა აქვთ მოპოვებული.

გვესაუბრება თბილისის ჯვარის მამის სახელობის ტაძრის მედავითნე დავით კვერნაძე, რომელიც ცამეტი წელია მედავითნედ მსახურობს და ამ საქმეს პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით უდგება.

- დათო, როგორ გახდი მედავითნე? რა სირთულეებს წააწყდი თავიდან და როგორ გადალახე ისინი?

- 90-იანი წლების დასაწყისი იყო, როდესაც დეკანოზ ტარიელთან (სიკინჭილაშვილი) მივედი. მან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ლოცვა-კურთხევა მომცა, მედავითნე გავმხდარიყავი. "ჟამნი" პირველად რომ ავიღე ხელში, მეგონა, რაღაც ამოუცნობ იეროგლიფებთან მქონდა საქმე. გავიდა დრო და დავით მეტრეველმა, რომელიც მაშინ სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდათ, მედავითნეობის ანაბანა მასწავლა, მაგრამ საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბებულიყავი მედავითნედ, 2 წელიწადი მაინც დამჭირდა. ერთხელ მეუფე დანიელმა ხარების დღესასწაულზე ხარების სახელობის ეკლესიაში აღავლინა ღამისთევის ლოცვა (ამ დღესასწაულს საკმაოდ რთული ტიპიკონი აქვს). მახსოვს, მაშინ პირველად დავდექი მარტო რამდენიმე გადაშლილ წიგნთან. ძალიან შემეშინდა, თუმცა მონაზვნები დამეხმარნენ და სირთულეები, მეტ-ნაკლებად დავძლიეთ. დავრწმუნდი, რომ ღვთის შეწევნით შეუძლებელი არაფერია. მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა...

- უმთავრესად რა მოეთხოვება მედავითნეს?

- უპირველეს ყოვლისა, მედავითნემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ძველი ქართულით კითხვა (ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობა), უყვარდეს ლოცვა და კარგად ესმოდეს ის, რასაც კითხულობს, რადგან ერთი ბერი ამბობდა: "თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?" გამოდის, ასეთი ლოცვა ფუჭი და უნაყოფოა. არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გონების გაუბნევლობას. ეს მხოლოდ წმინდანებს ძალუძთ. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ღმერთმა რომ მოჰკითხოს ადამიანს ლოცვის დროს გონების განბნევა, ვერავინ ცხონდებოდაო".

მედავითნე შედარებით ნელა უნდა კითხულობდეს, რათა ეკლესიაში მყოფმა მრევლმა შეძლოს ლოცვის ტექსტის გააზრება. მედავითნის მიერ წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ და ნათლად უნდა აღიქმებოდეს. წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკლესიური ცხოვრების ქვაკუთხედია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გაიგოს, რას კითხულობს მედავითნე. იმისათვის, რომ ადამიანი აქტიურად ჩაერთოს ღვთისმსახურების მსვლელობაში და გონება ნაკლებად გაეფანტოს, საჭიროა, გულისყური მიადევნოს ლოცვის სიტყვებს.

- რა ვიღონოთ, როცა ლოცვისას გონება ხშირად გვეფანტება?

- ამისთვის იოანე სინელი ოქროს წესს გვთავაზობს: "გაგებნევა გონება? - ეცადე, ისევ შემოკრიბო ლოცვის სიტყვებში, ისევ გაგებნევა? - ისევ შემოკრიბე... იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს... გონების წარუტყვევნელობა ანუ გონებაგანუბნევლობა მხოლოდ ანგელოზებისთვის არის დამახასიათებელი".

- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა: "ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში". რას გულისხმობს ჭეშმარიტი ლოცვა?

- ლოცვა ღმერთთან საუბარია. უფალს კი ჩვენგან სურს "გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული". წმინდა ისააკ ასური ამბობს: "თუ ადამიანი არ ლოცულობს ისე, როგორც ცოდვილი, სათნოების როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ღმერთი მის ლოცვას არ შეისმენსო".

ერთხელ ერთ ბერს ხილვა ჰქონდა. ანგელოზმა იგი ზეცაში აიყვანა და აჩვენა ეკლესია, საიდანაც მხოლოდ ბავშვის ცრემლიანი ღაღადისი აღწევდა ზეცას - ყრმა ღმერთს დედის განკურნებას ევედრებოდა. სხვა იქ მყოფთაგან ზოგი მოყვასს განიკითხავდა, ზოგიც ყოფით საზრუნავზე ფიქრობდა. ეშმაკი ყველაზე მეტად ლოცვასა და სიმდაბლეს ებრძვის, იმიტომ რომ ეს ორი სათნოება ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს ღმერთთან.

- ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წარმატებას მიაღწევს რაიმე სათნოებაში, თუნდაც ლოცვით ღვაწლში, იწყებს საკუთარი თავის განდიდებას, ფიქრს საკუთარ ღირსებებსა და წარმატებებზე. ემუქრება თუ არა ხიბლისა და სიამაყის საფრთხე მედავითნეს?

- ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე სინელი წერს: "როდესაც ვლაპარაკობ, ვამაყობ, როდესაც ვდუმვარ - მაინც ვამაყობ; როდესაც ძვირფასი სამოსი მაცვია - ვცუდმედიდობ, თუმცა მაშინაც ვცუდმედიდობ, როცა გლახაკის ტანსაცმელი მაცვიაო". ხიბლი ჩვენს დაცემულ ბუნებაშია ჩანერგილი. ამისკენ მიდრეკილება არავისთვის არის უცხო. როდესაც ადამიანი თავის ცოდვებს ვერ ხედავს და ჰგონია, რომ რაღაც სიმაღლეს მიაღწია და ღმერთს მიუახლოვდა, უფალი მას აუცილებლად დაამდაბლებს, რადგან სხვაგვარად იგი დაიღუპება. სიამაყის ეშმაკი ადამიანს აშფოთებს, თავს ახვევს აზრს, რომ მან წარმატებას თავისით მიაღწია, რომ მშვენიერი ხმა აქვს, გამართულად კითხულობს, რომ სხვებს სჯობია, მაგრამ გამოცდილებამ დამარწმუნა, როცა კი ვინმეზე მაღლა დამიყენებია თავი და მიფიქრია, კარგი მედავითნე ვარ-მეთქი, მაშინვე სერიოზული შეცდომა დამიშვია კითხვაში. ასეა, ღმერთი გვამდაბლებს, რათა თავი დავიმდაბლოთ.

- მედავითნე სასულიერო პირი არ არის, მაგრამ მისმა საქციელმა მაინც შეიძლება დააბრკოლოს ეკლესიაში მყოფი...

- არსებობს საეკლესიო სამართლის კანონები, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები, სადაც მითითებულია, რა ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს მედავითნემ. მან არ უნდა დააბრკოლოს მრევლი ისეთი მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენით, როგორიცაა ლოთობა, მრისხანება და ა.შ. როცა ადამიანი თავს იდებს საეკლესიო მსახურების წარმართვას, ასეთ ცოდვებში არ უნდა ჩავარდეს. მედავითნე მაგალითს უნდა აძლევდეს მრევლს. რა დაღლილი ან გაღიზიანებულიც არ უნდა იყო, სიყვარულისა და გულისხმიერების გამოჩენა მაინც გმართებს, ვინაიდან სიყვარული და გულისხმიერებაა თავიდათავი ქრისტიანობისა.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოყვასისგან არის ჩვენი აღშენებაც და დაცემაც. თუ ჩვენი საქციელითა და სიტყვით შევიძენთ მოყვასს, მაშინ მოვიპოვებთ ცხონებას, ხოლო თუ დავაბრკოლებთ მოყვასს, ცხონებასაც დავკარგავთ.

- დათო, შენს ცხოვრებაზე, შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე თუ მოახდინა გავლენა მედავითნეობამ?

- შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მედავითნეობამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მედავითნეობის შესწავლის შემდეგ ჩემთვის ქრისტიანობამ სულ სხვა სიმაღლე და ხარისხი შეიძინა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც მედავითნეობა არ შეუსწავლია, არ შეუძლია ღვთისმსახურებაში ჩართვა და ღმერთთან საუბარი. შეიძლება, მრევლის რიგითი წევრი ბევრად უფრო წინ წავიდეს თავისი სიმდაბლითა და სიყვარულით და მისი ლოცვა უფრო შეიწიროს უფალმა. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა ღმერთმა შეიწიროს, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღმერთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისთვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენის მიმტევებელი გულით".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler