როდესაც მე მარტო ვიდექი მედავითნის კათედრაზე და გამიჭირდებოდა, იგი იმავე წუთს ჩემს გვერდით გაჩნდებოდა, წაიკითხავდა რთულ ადგილებს, გალობდა
როდესაც მე მარტო ვიდექი მედავითნის კათედრაზე და გამიჭირდებოდა, იგი იმავე წუთს ჩემს გვერდით გაჩნდებოდა, წაიკითხავდა რთულ ადგილებს, გალობდა
"მღვდლობა ორად განიყოფაო, - ბრძანებს მამა იონა ხელაშვილი (+1835), - პირველი მემსხვერპლეობაა უსისხლო ძღვენისა, ხოლო მეორე ბაგეებით ღვთის აღსარება და ლოცვის შეწირვაა, რომელიც მსხვერპლი არის წინაშე საბაოთისა. წიგნიერი ერისკაცნიც უმღვდელებენ თავსა თვისსა, ასამაღლებელთა წართქმის გარდა ყველა სალოცველ წიგნებს წაიკითხავენ, ლოცულობენ ყოველსა ადგილსა და ჟამსა საჭიროებისათვის. მაშასადამე, ერისკაცნიც ემბაზიერნი მღვდელნი არიან და არა ხელდასხმითნიო".

ძველ საქართველოში მრავალი "ემბაზიერი მღვდელი" მსახურობდა ღვთის ეკლესიაში. ზოგი მნათე იყო, ზოგს სანთელი ეპყრა ხელთ, სხვანი ფსალმუნებდნენ.

ეკლესიის მსახურთა აღზრდას ყრმობიდანვე იწყებდნენ. მრავალშვილიან მღვდელს მაქსიმე ქიქოძეს უთქვამს თავის პატარა გერასიმესა და მის ტყუპისცალზე: თუ დაიზარდნენ, ბევრ ხარჯს აღარ გავწევ, საბეროდ მოვამზადებო. მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე ბრძანებს: "მაშინდელი ბავშვის აღზრდა ჩვენში თითქმის მართლაც იგივე საბეროდ მზადება იყო. ჩვენში მონასტერ-ეკლესია იგივე სკოლა იყო. უწინ ჩვენში მდიდარი თუ ღარიბი, თავადი და გლეხი მონასტრისკენ მიილტვოდა. ბევრ წარჩინებულ გვამს მიუღია იქ ჩინებული განათლება ჟამნ-დავითნზე და სხვა საღმრთო და საეკლესიო წიგნებზე. მონასტერს გარდაც თითოეული ხუცის სახლი იგივე სკოლა იყო - სკოლა დიაკვნისა. მამა მაქსიმეს სახლი და ეზოც სადიაკვნე პირების ღაღადით იყო გაყრუებული". უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც აღნიშნავს: "საქართველოში ძველად თითქმის ყველა ეკლესიასთან და ყველა მღვდლის სახლში იყო სკოლა. წინათ "მასწავლებლის" სახელმძღვანელო პროგრამად ითვლებოდა ის, რაც თვითონ ოსტატმა იცოდა. ნორმად ითვლებოდა მხედრული წერა-კითხვა და ხუცური ჟამნ-დავითნის ცოდნა, ცოდნა ძველისა და ახალი აღთქმის ისტორიისა, ქორონიკონისა და ანგარიშისა, გალობისა და ეპიზოდურად - სამშობლოს წარსულისა (განსაკუთრებით - წმინდანების ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებულისა). როცა მოწაფეები (ე.ი. 15-20 წლის ახალგაზრდები) საკმაოდ გაიწაფებოდნენ ხუცურის კითხვასა და გალობაში, მღვდელი მათ ეკლესიაში იშველიებდა... ჩვენს "მასწავლებელს" მოწაფეები ჰყავდა იმდენი, რამდენსაც დაიტევდა მისი სახლი და რამდენის განსწავლასაც შესძლებდა თვითონ... მოწაფეების მიღებისა და მათ მიერ სწავლის დამთავრების დრო როდი იყო განსაზღვრული - დღეს რომ ერთს იღებდნენ სკოლაში, მეორეს უკვე სახლში ისტუმრებდნენ; ერთი რომ დავითნის სწავლას იწყებდა, მეორე ჟამნს ათავებდა, მესამე კი სახარება-სამოციქულოს იღებდა ხელში. ჩვენ გვინახავს მამის ოჯახში (უწმინდესი კალისტრატეს მამა, მიხეილი, მღვდელი გახლდათ - კ. კ.) ასეთი სურათი: ერთი მოწაფე... ამოფარებია მუხას, დაუჭერია ხელში ხარის ბეჭი, აწობს ბატის ფრთის კალამს ქვაბის ჟანგისგან მომზადებულ მელანში და სწერს "მოკითხვის ბარათს", მეორე რცხილის ჩრდილში იზეპირებს "მიწყალეს". მესამე ჭადრის ქვეშ ცდილობს წაიკითხოს კილოზე რომაელთა მიმართ ეპისტოლე, მასწავლებელი კი, ხანში შესული მოძღვარი, მოწაფეთათვის დასანახავად არასასიამოვნო ყავარჯნით ხელში, მძიმე ნაბიჯით უახლოვდება ხან ერთ მოწაფეს და ხან მეორეს შესაფერისი დარიგება-განმარტების მისაცემად, რომლის დროსაც ყავარჯენიც ახდენს ერთგვარ შთაბეჭდილებას".

აწყურის წმინდა გიორგის მონასტრის სკოლა ჰქონდა გავლილი მიტროპოლიტ გრიგოლ ცერცვაძეს (+1992), რომელიც თავის სულიერ შვილებსაც უნაწილებდა ამ ცოდნას. მღვდელმონაზონი ნაომი (ვაჭრიძე) დიდი სიყვარულით მოგვითხრობს თავის მოძღვარზე: "მეუფე გრიგოლს ძალზე უყვარდა პოეზია, ბევრი ძველი ლექსი და პოემა ზეპირად იცოდა. განსაკუთრებით უყვარდა გიორგი მთაწმინდელის "მწუხრის ზარი" და ეს ლექსი მეც ზეპირად მასწავლა. ტროპარ-კონდაკები ხომ ზეპირად იცოდა. მეც მასწავლიდა ტროპარებს ზეპირად. აბა, მითხარი, რომელი დღესასწაული გვიახლოვდებაო, - მკითხავდა. მეც ვპასუხობდი, მაგალითად, გიორგობა-მეთქი. ტროპარი თქვი ზეპირადო. თუ შემეშლებოდა, ოთახში ჩამკეტავდა და სანამ გამართულად არ ჩავაბარებდი, სახლში არ გამიშვებდა.

ყველას მოეხსენება შობა-ნათლისღების ტიპიკონის სირთულე... ამ გაჭირვების დროს მიტროპოლიტი გრიგოლი თვითონ გამობრძანდებოდა მედავითნის კათედრაზე, დაბრძანდებოდა სკამზე და იქიდან გვიწევდა დახმარებას. საერთოდ, მეუფეს უყვარდა გაჭირვების ჟამს მოხმარება; როდესაც მე მარტო ვიდექი მედავითნის კათედრაზე და გამიჭირდებოდა, იგი იმავე წუთს ჩემს გვერდით გაჩნდებოდა, წაიკითხავდა რთულ ადგილებს, გალობდა. იგი ამ დროს მშვიდი იყო, მაგრამ ვაი იმას, ვინც ერთხელ ნასწავლს არ შეისმენდა და მეორედაც დაუშვებდა შეცდომას. ამ დროს მეუფე უკვე სიმკაცრიდან სისასტიკეში გადადიოდა. როცა იგი დაგვიყვირებდა (რაც ძალზე იშვიათად ხდებოდა), აღარ ვიცოდით, ვინ სად დავმალულიყავით. მას საკუთარი მეთოდი ჰქონდა, რომელსაც "მუშტვრას" უწოდებდა: დააყენებდა მორჩილს, მისცემდა წასაკითხად რთულ ტექსტს, თვითონ მის უკან დაჯდებოდა სკამზე და უსმენდა. რამდენჯერაც შეეშლებოდა წაკითხვა, იმდენი ზურგში კვერთხს მიარტყამდა - სწორად წაიკითხეო. ეს მეთოდი ცოტა უხეში მეჩვენებოდა, მაგრამ, მისივე თქმით, "ურჩები სხვანაირად ვერ ისწავლიანო".


როგორც უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მოგვითხრობს, ძველად ზოგიერთი სამრევლო ტაძრის გალავანში იდგა რამდენიმე სენაკი, რომლებიც ამა თუ იმ ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ვნების კვირასა და მარიამობის მარხვაში (ზოგჯერ - დიდი დღესასწაულების წინა დღეებშიც) აქ გადმოსახლდებოდნენ ხოლმე ოჯახის ის წევრები, რომლებიც ზიარებისთვის ემზადებოდნენ (განსაკუთრებით - ხანშიშესულნი), თუმცა მათი სახლები ტაძრიდან შორს არ იყო. საფერისცვალებოდ სენაკში უმეტესად მამაკაცები ცხოვრობდნენ, სამარიამობოდ კი - ქალები. პირველთ საჭმელ-სასმელს შინიდან უზიდავდნენ, მეორენი კი თვითონვე იმზადებდნენ. ქალებთან იყვნენ ბავშვებიც. გადმოსახლების მიზანი ზიარებისათვის ღირსეულად მომზადება იყო.

"გადმოსახლების" სურვილმა წარმოშვა არანამდვილი მონასტრები, სადაც უკურთხებელი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ხშირად ისინი მთელ ცხოვრებას მონასტერში ატარებდნენ, თუმცა მონაზვნად არ იყვნენ ნაკურთხნი. მათ თავიანთი მორჩილები (შეგირდები) ჰყავდათ, რომელთაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას, ქსოვასა და ქარგვას. ეს "მონაზვნები" იყვნენ მსახურნი ეკლესიისა, კერავდნენ, ქსოვდნენ და ქარგავდნენ სამღვდელო შესამოსლებს, გარდამოხსნას, დაფარნებს, ჩამოქნიდნენ სანთლებს, უვლიდნენ ტაძარს და მის გარემოს.

დეკანოზ ანტონ თოთიბაძის თქმით, "არაჩვეულებრივ მონასტერს წარმოადგენდა შემოქმედის მონასტერი მთის მწვერვალზე, ხოლო კალთებზე იყო ნამდვილი მონაზვნების სენაკები. ამ სენაკების ქვემოთ, მთის ცალ მხარეზე, ყოფილა ცნობილი მგალობლის, მღვდლის გიორგი დუმბაძისა და მის თანამოსაგრეთა - არანამდვილი მონაზვნების - სენაკები, მეორე მხარეზე კი დედათა სენაკები, სადაც მოღვაწეობდნენ, სხვათა შორის, როდამ დუმბაძე (გიორგის დედა), მაია ჩიქოვანი, სუსანა მონაზონი. არც ერთი ამ დედათაგანი მონაზვნად ნაკურთხი არ ყოფილა, მონაზვნურ ცხოვრებას კი ეწეოდნენ. "უკურთხებელმა მონაზვნობამ" XIX საუკუნის 80-იან წლებამდე მოაღწია, მერე კი სასულიერო ხელისუფლებამ აკრძალა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler