ქართული სულიერების კერები წმინდა მიწაზე
ქართული სულიერების კერები წმინდა მიწაზე
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არცერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე. წმინდა მიწა - სამშობლოა ყველა ქრისტიანისთვის, რამეთუ ამ მიწაზე განკაცდა უფალი, აქ ქადაგებდა, ახდენდა სასწაულებს, აქ ეწამა და აღესრულა მთელი კაცობრიობის ცოდვებისათვის. ამ მიწაზე ის მკვდრეთით აღდგა, აქედან ამაღლდა ზეცად. ამ მიწასთანაა დაკავშირებული ადამიანთა მოდგმის ხსნის მთელი ისტორია. იერუსალიმში თუნდაც ერთხელ მოხვედრის შემდეგ შეუძლებელია წმინდა ადგილების ატმოსფეროს დავიწყება.

იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესია (იმე) - ქრისტიანობის აკვანია, დედაა ქრისტიანული ეკლესიებისა, შემნახველია ქრისტიანთათვის უწმინდესი წმინდა მიწის საგანძურისა. იერუსალიმიდან გავრცელდა სახარება მთელ მსოფლიოში. იერუსალიმის ეკლესიამ მსოფლიოს მოუვლინა ისეთი წმინდანები, როგორებიც არიან არქიეპისკოპოსი კირილე იერუსალიმელი, იერუსალიმის პატრიარქი იუვენალი, III და IV მსოფლიო კრებების მოღვაწე, მაიუმის ეპისკოპოსი წმინდა კოსმა, მგალობელი, ბევრი უდიდესი დღესასწაულისა და ვნების კვირეულის კანონების შემდგენელი; პალესტინის სავანეების დამაარსებლები - ღირსი მამები ხარიტონ მქადაგებელი, დიდი ექვთიმე მთაწმინდელი, საბა განწმენდილი და ბევრი სხვა.

XVI ს-ის ბოლოს იერუსალიმში არსებობდა ხუთი ქართული მონასტერი, მაგრამ უკვე XVI ს-ის მეორე ნახევარსა და XVII ს-ის დასაწყისისთვის ქართველებმა დაკარგეს რამდენიმე სავანე. XVII ს-ის დასაწყისში გაღარიბებულმა ქართულმა თემმა ბერძნებს მიჰყიდა თავისი უფლებები გოლგოთის ნახევარზე. XVII ს-ის შუა წლებში ბერები დარჩნენ მხოლოდ წმინდა ჯვრისა (ანუ კვრის) და იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის მონასტრებში. დანარჩენი სავანეები მიტოვებულ იქნა ან იჯარით გადაეცა საერო პირებს. XVII ს-ის 40-იან წლებში ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკოფორე ირბახმა (ირუბაქიძე - ჩოლოყაშვილი) სავანეებში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ 50-იან წლებში ქართველები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მონასტრები დიდძალი ვალების გამო. 1682 წელს მონასტრები გაარემონტეს და 1685 წლიდან იქ განახლდა მღვდელთმსახურება, მაგრამ ამ დროიდან მოყოლებული ისინი ბერძნების ხელშია.

ამჟამად აწ განსვენებულ პატრიარქ დიოდორ I-ის გადაწყვეტილებით წმინდა ჯვრის მონასტერი, ეკლესია და ერთ დროს მდიდარი სავანეების ნაშთები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა და წარმოადგენს სამრევლო მუზეუმს, რომელიც დამთვალიერებლებს, განურჩევლად მათი რელიგიური შეხედულებებისა, მოუთხრობს ქრისტიანობის ისტორიის მშვენიერ და მწუხარე ამბებს.

წმინდა ჯვრის მონასტრის დაარსების ისტორია ასეთია:
სათავეები
წმინდა ჯვრის მონასტერი მდებარეობს ულამაზეს მწვანე ველზე იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში - ჯვრის ველზე (არაბულად ჭადი ელ-უსალლაბე, ივრითზე - ნახალ რეხავია). ჟამთა სვლისაგან გაყვითლებული მისი მაღალი კედლები იპყრობს ყველას ყურადღებას, ვინც კი სტუმრობს წმინდა ქალაქს. გარეგნულად მონასტერი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების მსგავსად გამოიყურება. მონასტრის თავისებური მშვენებაა კედლებთან ცისკენ მიმართული ორი უზარმაზარი კვიპაროსი.

მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მ-ის სიმაღლეზე, გორაკების გარემოცვაში, სადაც აღმართულია სამთავრობო კომპლექსის შენობები. მეორე მხარეს განლაგებულია მდიდარი და პრესტიჟული რაიონების მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ცოტათი მოშორებით კი ველზე გაშენებულია მშვენიერი ქალაქის პარკი.

მონასტრის შესახებ ცნობები მწირია. ოფიციალური მონაცემებით, იგი დაარსდა XI ს-ის 30-50-იან წლებში ღირსი ქართველის პროხორეს მიერ (გიორგი პროხორე შავშელი) და გააერთიანა მთელ წმინდა მიწაზე გაბნეული ქართველთა საძმო. არსებობს ასევე "უძველესი წარსულის გადმოცემებიც". მივმართავთ მათ.

გადმოცემები მონასტრის დაარსების შესახებ
გადმოცემები და ლეგენდები წმინდა ჯვრის მონასტრისა და იმ ადგილის შესახებ, სადაც ის იქნა აგებული, ძირითადად მიეკუთვნება შუა საუკუნეებს – მონასტრის აღორძინების პერიოდს, მაგრამ მათგან ზოგიერთი გაცილებით ძველია.

ერთ-ერთი ასეთი გადმოცემის მიხედვით, მონასტრის დაარსება განეკუთვნება ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდისა და მისი დედის ელენე დედოფლის მოღვაწეობის პერიოდს, ე.ი. ახ.წ. IV საუკუნეს.

მეორე ლეგენდა, სავარაუდოდ, XVIII საუკუნისა, მონასტრის დაარსებას ათარიღებს V საუკუნით და ამ მოვლენას უკავშირებს იბერიის (საქართველოს) მეფე ტატიანს. ითვლება, რომ ტატიანმა, შეუდგა რა წმინდა მიწაზე მომლოცველობას, გადაწყვიტა იერუსალიმის დასავლეთით იბერიული მონასტრის აშენება მიწაზე, რომელიც კონსტანტინე დიდმა უწყალობა მირიანს, სხვა იბერიელ მეფეს.

მესამე გადმოცემა მონასტრის აშენებას მიაკუთვნებს იმპერატორ ირაკლის მმართველობის დროს. სპარსეთში ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნების შემდეგ წმინდა ქალაქში შესვლამდე ირაკლი დაბანაკდა იმ ადგილზე, სადაც ამჟამად მონასტერი მდებარეობს. ის ადგილი პატივსაცემად მიიჩნეოდა იმის გამო, რომ სწორედ იქ გაიზარდა ჯვრის ხე - ხე, რომლისგანაც გამოკვეთეს ქრისტეს ჯვარი. წმინდა ჯვარი, რომელიც ირაკლიმ დააბრუნა სპარსეთიდან წმინდა მიწაზე, მოჭრილი იყო გოლგოთაზე. სწორედ ირაკლიმ ბრძანა მის მიერ არჩეულ ადგილზე მონასტრის აშენება.

გადმოცემებში მოთხრობილია რეალური მოვლენებისა და ისტორიული პირების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს წმინდა მიწის და განსაკუთრებით იერუსალიმის ისტორიაში. მაგრამ ისტორიულ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ ძალუძს მათი სანდოობის დადასტურება ან უარყოფა.

არანაკლებ საინტერესოა ლეგენდა იმ მიწის სიწმინდის შესახებ, სადაც დგას მონასტერი. ლეგენდა მოწმობს, რომ ეკლესია აშენებულია სწორედ იმ ადგილზე, სადაც გაიზარდა ჯვრის ხე. XV ს-მდე მლოცველებს შეეძლოთ საკურთხევლის უკან დაენახათ ის ადგილიც, სადაც ხე ხარობდა, და მისი ტანის ნაწილიც.

ამჟამად ეს ადგილი ტაძრისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიშენებული კაპელის შიგნითაა.

ჯვრის ხესა და მონასტერთან დაკავშირებულ გადმოცემებზე ნათქვამია საეკლესიო წყაროებში და მომლოცველთა სამოგზაურო ჩანაწერებში, ასევე წმინდა მიწის აღწერილობებშიც, მოყოლებული XII ს-დან. ამასთან, ცნობილია, რომ თავდაპირველი, ყველაზე ადრინდელი ლეგენდა განეკუთვნება ბიზანტიის ბატონობის პერიოდს (IV-VI სს.). დროთა განმავლობაში გადაწერის პროცესში გადმოცემები იცვლებოდა, იძენდა ახალ დამატებებს, რაც პრაქტიკულად დამახასიათებელია ყველა ლეგენდისა და გადმოცემისთვის და XVII საუკუნეში საბოლოოდ მიიღო დასრულებული ფორმა, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია.

ჯვრის ხის ისტორია სათავეს იღებს ბიბლიურ დროში, მამამთავარ აბრაამის დროს, რომელსაც ღმერთი გამოეცხადა მამრეში სამი ანგელოზის სახით. მაშინ ანგელოზებმა, რომლებიც მიემართებოდნენ სოდომისაკენ, აბრაამს დაუტოვეს თავიანთი სამი კვერთხი. სოდომის განადგურების და ლოთისა და მისი ქალიშვილების ცოდვით დაცემის შემდეგ ლოთმა აბრაამთან შეხვედრისას მის წინაშე აღიარა თავისი ცოდვა და უთხრა, რომ გამოისყიდიდა დანაშაულს. აბრაამმა მისცა ანგელოზების სამი კვერთხი, რათა ისინი დაერგო იერუსალიმის შემოგარენში და მოერწყო მდინარე იორდანეს წყლით. თუ კვერთხები გაიხარებდა, ლოთის ცოდვა ზეცისა და ღმერთის წინაშე შეწყალებული იქნებოდა. ლოთმა შეასრულა ყოველივე, რაც აბრაამმა დაავალა. მან კვერთხები დარგო ველზე, სადაც ამჟამად მონასტერია აღმართული, მდინარე იორდანიდან ეზიდებოდა წყალს, ებრძოდა სატანას, რომელიც მას აცდუნებდა, რწყავდა ჩარგულ კვერთხებს და მათ ამოიყარეს ყლორტები, სამი ხე ერთად გაიზარდა - ფიჭვი, კვიპაროსი და კედარი.

არაჩვეულებრივი ხე დაეცა სოლომონის მეფობისა და ტაძრის აშენების დროს, მაგრამ იუდეისტური ტაძრის ასაშენებლად ის არ გამოდგა. მისგან გამოთლილი დირეები არ გამოადგათ და გადაყარეს, როგორც დაწყევლილი და გამოუსადეგარი. მოგვიანებით სწორედ ამ დირეებისგან შეკრეს ქრისტეს ჯვარი.

მეორე გადმოცემის თანახმად, წმინდა ჯვრის მონასტერი დაკავშირებულია იერუსალიმის იუდეური ტაძრის ჭურჭელთან. ბიზანტიის იმპერატორ იუსტიანეს მხედართმთავარმა ველისარიუსმა, რომელმაც 536 წელს დაიპყრო რომი, იქიდან გაიტანა ძვირფასეულობა, როგორც იერუსალიმის ტაძრის დამანგრეველ რომაელთა საბრძოლო მონაპოვარი. მოათავსეს იერუსალიმში იუსტინიანეს მიერ ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ეკლესიაში, რომელიც ცნობილია "ახალი ეკლესიის" სახელწოდებით. 614 წელს სპარსელთა შემოსევის დროს ძვირფასეულობა გადამალეს წმინდა ჯვრის მონასტერში. 796 წელს არამუსულმანი არაბები თავს დაესხნენ მონასტერს და დახოცეს ყველა ბერი, ამიტომ საჭურჭლის ადგილსამყოფელი აქამდე უცნობია.

გაგრძელება იქნება

პროფესორი ნოდარ ერიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler