მამა ნექტარიოსს ცოცხლად გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი
მამა ნექტარიოსს ცოცხლად გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი
"ჩემო მამაო, სიმსივნე მაქვს გთხოვ დამეხმარე,მინდა  ვიცოცხლო"

საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ლავრიოში მდებარეობს წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი. მისი   წინამძღვარი კი მამა ნექტარიოსი გახლავთ. ამავე ტაძარში არის დაბრძანებული წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი. ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე არქიმანდრისტის აბიბოსის (ტარიადისი) ლოცვა-კურთხევით, იქაურმა მრევლმა მოილოცა ეს წმინდა ადგილი, პირადად შეხვდნენ მამა ნექტარიოსს და მისგან ლოცვა-კურთხევა აიღეს.  ერთ-ერთი მომლოცველთაგანი გახლდათ  ესმა ღონიაშვილი. მისივე თქმით, მამა ნექტარიოსი უძლურებაშია და როცა ქართველი ემიგრანტები სტუმრად მივიდნენ,   ლოგინში იწვა. მამა ნექტარიოსმა ერთი  სასწაულის შესახებ უამბო მათ. გთავაზობთ ამონარიდს:
"დაავადებული ვიყავი სიმსივნის მძიმე ფორმით. გამზადებული მქონდა ყველა საჭირო ნივთი ჩემი დაკრძალვისათვის.1980 წლის 26 მარტს, დილით გაიხსნა ეკლესიის კარი და შემოვიდა ტანდაბალი ბერი, ცოტა მელოტი, მხოლოდ უკან ჰქონდა ცოტა თმა და ისიც - შეკრული.იმ დროს ჩემთან ერთად იყვნენ მნათე სოფია ბურდუ და ხატმწერი ელენი კიტრაკი.ბერს წვერები სულ თეთრი ჰქონდა, გარეგნობით იყო ზუსტად ისეთი როგორსაც ვხედავთ წმინდა ნექტარიოსის ხატს. აიღო სამი სანთელი, ორი აანთო და ყველა ხატს თაყვანი სცა, გარდა წმინდა ნექტარიოსის ხატისა..ერთი წამით გაჩერდა, დაიკრიფა გულზე ხელი ისე,  თითქოს არავის უყურებდა და იკითხა:
-მოძღვარი  აქ არის?
მნათემ უპასუხა:
- არა, აქ არ არის, გრიპითაა ავად და სახლშიაო.
- არა უშავს, ილოცეთ და კარგად იქნებაო - თქვ.
მე ნელ-ნელა გაჭირვებით გამოვედი ტაძარში, მოვეხვიე ჯვარცმას და მივადე ჭრილობა.
არ მომცა საშუალება  მის მარჯვენას ვმთხვეოდი და თვითონ აიტაცა ჩემი მარჯვენა ხელი. ვკითხე:
-რა გქვიათ?
- ანასტასი, - იყო პასუხი. (წმინდა ნექტარიოსის საერო სახელია ანასტასი). ვაჩვენე წმინდა ნაწილები, რათა მისთვის თაყვანი ეცა. მან ამოიღო თხელშუშიანი სირმის სათვალე,  რომელსაც ერთი მხარე მოტეხილი ჰქონდა. ეს იყო წმინდანის კუთვნილი სათვალე, რომელიც ჩვენ  შენახული გვქონდა.
დედა ნექტარიას სიტყვით.  წმინდა ნაწილს ყველა ემთხვია გარდა წმინდა ნექტარიოსისა. არ მესიამოვნა და ვუთხარი:
- მამაო, მაპატიეთ, წმინდა ნექტარიოსიც წმინდანია და რატომ არ ემთხვიეთ? შემდეგ ვკითხე:
- მამაო სად ცხოვრობთ? -  ხელი გაიშვირა იქით, საითაც მაშინ ტაძარი შენდებოდა და მითხრა:
-ჩემი სახლი ჯერ მზად არ არის და ეს მანერვიულებს. მერე მე მივმართე:

KARIBCHE

- მამაო,მნათემ მოგატყუათ, ვითომ გრიპი მქონდა, სიმსივნე მაქვს. მოვიკრიბე გამბედაობა, სახეზე მოვეფერე  და ვუთხარი, თუ როგორ ჰგავდა წმინდანს. მომკიდა ხელი და ჩამიხუტა.  მინდიდა  მეც მოვხვეოდი, მაგრამ ხელში სიცარიელე შემრჩა. ვუთხარი:
- ჩემო მამაო, სიმსივნე მაქვს გთხოვ დამეხმარე, მინდა  ვიცოცხლო, დავამთავრო ტაძრის მშენებლობა და  პირველი წირვა ჩავატარო. მომისმინა და მერე თავისივე ხატის წინ დადგა. გაოცებული ხან ერთს შევყურებდი, ხან მეორეს. მერე მიპასუხა:
- ო,შვილო ჩემო ნექტარიოს,ნუ ნერვიულობ.ეს არის შენი გამოცდა. გამოჯანმრთელდები, მოხდება სასწაული და ამ ამბავს ყველა გაიგებს. ამ სიტყვების მერე გაქრა. ოპერაციის წარმატებით დასრულებაში თვით წმინდა ნექტარიოსის ხელი იყო ჩარეული. აი, ასეთი სასწაული დაგვანახა კიდევ ერთხელ წმინდა ნექტარიოსმა მამა ნექტრიოსისგან.

ბეჭდვა
1კ1