მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა
 მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა
ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმელავეს წყალში.

მხოლოდ ნათიამ არ მოისურვა განბანა, არ გავცივდეო, - შეეშინდა.

განბანის შემდეგ უნდა ეტრაპეზათ. ნათიამ აღარ დაიცადა და შინისკენ გაეშურა.

მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა. მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა
ბეჭდვა
1კ1