წმინდა ნექტარიოსის სასწაულები
წმინდა ნექტარიოსის სასწაულები
ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და მეგობარი ეკატერინე ღონიაშვილი სოციალური ქსელით სულისათვის ბევრ სასარგებლო ინფორმაციებს გვთავაზობს.
წმინდა ნექტარიოსის სასწაულის შესახებ კიდევ რამდენიმე სიახლეს ვგებულობთ:
-წმინდა ნექტარიოსის კიდევ ერთი, უახლესი ხილული სასწაული!
2016 წლის 17 დეკემბერს კუნძულ როდოზე, წმინდა ნიკოლოზ მგალობელის მონასტრის ტაძარში, საღამოს ლოცვის შემდეგ, მორწმუნეთა თვალწინ წმინდა ნექტარიოსის ხატს ხელები გაუსისხლიანდა. ცოტახანში ხატიდან მირონიც გადმოდინდა. ორშაბათს, დილით სასწაულმოქმედი ხატიდან ისევ გადმოვიდა მირონი და ეკლესია კეთილსურნელებით აივსო. ტაძრის მღვდელმა, მამა სპირიდონ ლინგასმა, დაამშვიდა შეშინებული მომლოცველები: "ნუ გეშინიათ ეს კარგის ნიშანია, თუმცა არ არის აუცილებელი რაიმე ახალს ველოდოთ. ასეთი სასწაულები ხდება, რათა რწმენაში გავძლიერდეთ და კეთილი საქმეები ვაკეთოთ. ყოველდღიურად ვიყოთ ისეთები როგორებიც ღმერთს უნდა რომ ვიყოთ: გვიყვარდეს და ვპატიობდეთ."
KARIBCHE
***
წმინდა ნექტარიოსის კელიაში მორჩილებების შემსრულებელი დედები ძალიან მეგობრულები არიან და შეუძლიათ მოყვნენ უამრავი ისტორია, როგორც წმინდანის მიწიერი ცხოვრების შესახებ, ასევე გარდაცვალების შემდგომ სასწაულებზე, რომლებიც იმდენად ბევრია რომ ამბობენ:
"აქ, ეგინაზე სასწაულები ისევე ხშირი, ჩვეული და შეთვისებულია, როგორც "დილა მშვიდობისა!" თითქოს ჩვეულებრივი და ნაცნობია, ამასთანავე ბუნებრივი და სასიამოვნო.
წმინდა ნექტარიოსს ისევე როგორც წმინდა სერაფიმ საროველს შეიძლება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის რჩეული ვუწოდოთ. დედა ღმრთისა წმინდა ნექტარიოსს არაერთხელ გამოეცხადა მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, ღმრთისმშობლის გამოსახულება ხატზე, რომელიც წმინდანის შეკვეთით და აღწერილობის მიხედვით დაიწერა ათონის მთაზე, ზუსტად ისეთია, როგორი სახითაც ეცხადებოდა წმინდა ნექტარიოსს დედა ღმრთისმშობელი. ამ ხატის წინ წმინდა ნექტარიოსმა ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი 5000 საგალობელი დაწერა".
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1