წმინდა გერასიმეს სასწაული, - როგორ გადამაჩვია სიგარეტის მოწევას
წმინდა გერასიმეს სასწაული, - როგორ გადამაჩვია სიგარეტის მოწევას
წმინდა გერსიმეს სასწაულზე ჩვენი მეგობარი ესმა ღონიაშვილი ბერძნულიდან ნათარგმნი წიგნების მიხედვით უცნობი მ.პ.კუნზულ ევბიას ამბავს გვამცნობს:
-მინდა მოგიყვეთ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა გერასიმემ მომივლინა და როგორ გადამაჩვია სიგარეტის მოწევას. -.გავიზარდე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, რომელიმე რწმენის გარეშე. მამა ერთი ჩველებრივი მეზღვაური იყო, რომელსაც რწმენა თავისთვის შიგნით, სულში ჰქონდა. დედაც ასეთვე იყო. ეკლესიაში მხოლოდ მაშინ მიდოდნენ როდესაც ან ჯვრისწერაზე იწვევდნენ ანდა ნათლობებზე და დიდ დღესასწულებზე, შობას, აღდგომას... ასეთი ჩვევევით გავიზარდე მეც. მერე გამიწვიეს სამხედრო სამსახურში, მაქვს მიზეზი არ ვთქვა სად ვმსახურობდი.. არ იცქაროდ ჩემი განკითხვა ჩემი ასეთი გასაიდუმლოვებული ცხოვრების გამო, ვიდრე იმას არ წაიკითხავთ რისი მოყოლაც მინდა.
ჯარში ექვსი თვის წასული ვიყავი. ოჯახში ცუდი ეკონომიური მდგომარეობა მქონდა. მანიაკი მწეველი ვიყავი და როგორც გიჟს ისე მინდოდა მოწევა, მაგრამ სად მეშოვა ფული სიგარეტის საყიდლად აღარ ვციოდი. ჩემს გვერდით მყოფებსაც არავის სურდა ჩემი დახმარება, რადგან უკვე ყველასთვის ტვირთი ვიყავი. (ჯარისკაცები ამ საკითხში ცოტა უცნაურები არიან, ვინც ჯარში ყოფილა, ის გამიგებს რას ვგულისხმობ). მკაცრი წეს-კანონების დამორჩილება არ მინდოდა. ყველას მხოლოდ სიგარეტს ვევედრებოდი, მაგრამ ჩემს ტირილზე ტყუილად გული არავის უჩვილდებოდა. დავრწმუნდი თუ არა, არავინ დამეხმარებოდა, გადავწყვიტე კლოუნივით მოვქცეულიყავი. ეცინათ და ამაში იქნებ სიგარეტი გამოემეტებიათ. გაიცინეს და სულ ეგ იყო. ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მინდოდა ყველა მეცემა. მოკლედ ეს გიჟური ისტერია ერთი კვირა გაგრძელდა. უკვე ვგიჯდებოდი. მე ვიტანჯებოდი და დანარჩენები ჩემს ჯიბრზე ჩემს თვალწინ ეწეოდნენ. ერთ საღამოს, ფეხით გამესეირნა გადავწყვიტე. იქნებ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სიარულში საკმაოდ გავშორდი ტერიტორიას, რადგან მინდოდა ჩემი ნერვული სისტემა ამით დამეწყნარებინა. ჯარისკაცები სიგარეტს რომ არ მაძლევდნენ მათ საქციელს დანაშაულად ვთვლიდი.
ამ სიარულში ერთ ეკელსიას მივადექი. ჩემი ეკლესიის შესასვლელს მივუახლოვდი, შევყავი თავი რკინის ჩარჩოიან კარში და ცრემლები თავისთავად წამომივიდა. არ ვიცი იქ რამდენი საათი ვიყავი. როცა ვიგრძენი მხარზე ხელის შეხება, შემოვბრუნდი და რას ვხედავ, ჩემს წინ დგას მოხუცი ქალი შავებში შემოსილი, შემრცხვა და რომ დავიწყე თავის გამართლება იმაზე თუ რატომ ვტიროდი, მან გაიღიმა და ეკლესიისკენ მიბიძგა. მაშინ მივხვდი, რომ ეკელსიის კარი ღია იყო. ეკლესია დიდი წმინდა გერასიმეს სახელობის გახლდათ.

ტაძრის კარის გასაღებად გავიქეცი, მაგრამ უშედეგოდ... კარი არ იღებოდა. სახელურს ხელს რომ ვკიდებდი თითქოს გარედან ქარი აწვებოდა და მიშლიდა გაღებაში. სასოწარკვეთილებაში ჩავარდი. მოულოდნელად სკამს დავავლე ხელი კარი რომ გამეტეხა, მაგრამ ერთ მეტრამდეც ვერ მივუახლოვდი, რაღაც ძალა მაკავებდა, შევშინდი. მაშინღა მივხვდი, რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა ჩემს თავს. წმინდა გერასიმე ხელს მიშლიდა მისთვის ფული მომეპარა, რომელიც ღარიბმა გლეხებმა შესწირეს. ცივმა ოფლმა დამასხა, ამოვიღე მოპარული ფული, დავაბრუნე თავის ადგილას, შემდეგ მივედი წმინდა გერასიმეს ხატთან და პატიება ვთხოვე. მივუახლოვდი კარს, რომელიც თავისით გაიღო და გარეთ გავედი. გჯერათ? ზუსტად ასე მოხდა. კარი ისე გაიღო თითქოს ვიღაცამ გააღო, არადა იქ ჩემს მეტი არავინ იყო. მას სემდეგ პირში სიგარეტი აღარ ჩამიდევს. წლები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ როცა ამ შემთხვევას ვიხსენებ ვკანკალებ.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1