წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის კიდევ ერთი ხილული სასწული
წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელის კიდევ ერთი ხილული სასწული
-ერთხელ, დილის წირვის შემდეგ ბერები ჩვეულებისამებრ ცდილობდნენ წმინდანის სასახლის გახსნას, მაგრამ ვერაფრით გახსნეს, ამ დროს ტაძარში შემოვარდა შეშინებული მამაკაცი, რომელიც მეზღვაური გახლდათ. ახალი დაბრუნებული იყო გემიდან და სახლში მიუსვლელად მოვიდა წმინდა სპირიდონთან და მამაკაცის ტაძარში შემოსვლა და სასახლის გახსნა ერთი იყო. მეზღვაურის თქმით, გემი ზღვაში იძირებოდა და დახმარება წმინდა სპირიდონს შესთხოვეს. მართლაც, წმინდანი გემზე ხილულად გამოცხადებიათ და სასწაულებრივად უხსნია ხალხი საზარელი სიკვდილისაგან. მეზღვაური მოსულიყო წმინდა სპირიდონის საფლავთან მადლიერებისთვის. მართლაც, როცა სასახლე გაიხსნა, წმინდა სპირიდონის ფეხებში ზღვის მცენარეები ნახეს.
ბეჭდვა
1კ1