ათონელი ბერი მამა პაისის სასწაულებს იხსენებს
ათონელი ბერი მამა პაისის სასწაულებს იხსენებს
ათონის ყუთლუმუშის მონასტრის ბერი ანასტასი (ტოპოზიუსი) 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა პაისი ათონელის გვერდით. მამა ანასტასი ბერი პაისის შესახებ იხსენებს:

" როცა ვინმე უახლოვდებოდა მამა პაისის - ყველაფერი გაივლიდა ხოლმე. ყველაფერი, რაც თავში იყო, ქრებოდა და ადვილი იყო წმინდანის ჭვრეტა."

მამა ანასტასი ყვება ერთი მხატვრის შესახებ, რომელიც მამა პაისიმ გადაარჩინა. სალონიკელმა მხატვარმა ერთხელ ქვა მოიბა და ზღვაში გადახტა თავის დასახრჩობად. უეცრად ის ნაპირზე აღმოჩნდა. ბერი პაისი მივიდა მასთან, ზურგზე დაუკაკუნა და უთხრა: "იანის, რატომ აკეთებ ამას?" სინამდვილეში ბერი პაისი ამ დროს ათონზე იყო, მაგრამ სალონიკის მახლობლად აღმოჩნდა და იანისს ეს ფრაზა უთხრა.

მამა ანასტასი ასევე იხსენებს, რომ ბერ პაისის აზრების წაკითხვის უნარი ჰქონდა. "სალონიკელი მხატვარი წელიწადში რამდენჯერმე მოდიოდა ბერ პაისისთან. ბერი ყოველი შეხვედრისას ეუბნებოდა იანისს, რა ჰქონდა გონებაში. მხატვარმა გადაწყვიტა მორიგი შეხვედრისას რთულ გეომეტრიულ ფიგურაზე ეფიქრა. იანისს ეგონა, ბერი ვერ გამოიცნობდა მის ფიქრებს. იგი მიუახლობდა ბერს, რომელიც იდგა ჯოხით ხელში და მიწას ქექავდა. ბერმა პაისიმ მიწაზე ის გეომეტრიული ფიგურა დახატა, რომელიც მხატვარს ჰქონდა თავში. ასეთი იყო ბერი პაისი". - ამბობს მამა ანასტასი. 

წყარო: http://uoj.org.ua




ბეჭდვა
1კ1