დოქიარის მონასტერში მუნჯი ახალგაზრდა სასწაულებრივად განიკურნა
დოქიარის მონასტერში მუნჯი ახალგაზრდა სასწაულებრივად განიკურნა
ათონის დოქიარის მონასტერში მომხდარ სასწაულზე ამ მოვლენის შემსწრე ბერი გვიამბობს:

"ათონის დოქიარის მონასტერში მონასტრის ბერდიდი გრიგორი ძმებთან ერთად ყოველდღიურად ასრულებს ფსალმუნთა გალობას, ლოცვებს, მოიხსენიებენ ასობით უძლურებაში მყოფისა და გარდაცვლილის სახელებს. ერთ-ერთი ძმა სამლოცველოში ლოცულობდა და ძალუმად შეიგრძნო მადლი, წამოსული "მსწაფლშემსმენელი" ღვთისმშობლისგან, რომელიც მსწრაფლ და უხვად აფრქვევს წყალობას ყველას, ვინც კრძალვით და რწმენით მიეახლება" - აღნიშნა ბერმა.

სწორედ ამ დროს დოქიარის მონასტერს სტუმრობდა თვრამეტი წლის ბიჭი, რომელიც ძლიერი ენაბლუობით იყო დაავადებული. იგი მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის მოსალოცად იყო ჩამოსული. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცხოვრებაში არასოდეს დაულაპარაკია და მხოლოდ დაუნაწევრებელ ბგერებს წარმოთქვამდა, მონასტერში შევიდა და "მსწრაფლშემსმენლის" ხატის წინ დადგა. უცბად მან მშობლიურ ენაზე დაიყვირა: "დედაო მარიამ, გამომაჯანმრთელე".

KARIBCHE

ყველა, ვინც მასთან ერთად იყო და იცოდა მისი წარსული, გაოგნებული იყო. მონასტრის ბერი კი მშვიდად განაგრძობდა ლოცვას ხატთან. ლოცვის ბოლოს ახალგაზრდა მაკედონიელმა იქ მყოფ მლოცველებს მიმართა: "მადლობა ყველას, მე უკვე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ".

ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა იმ მრავალთაგან, როცა მსწრაფლშემსმენელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავის წყალობას არ აკლებს ყოველდღიურად მოსულ მომლოცველებს. მლოცველნი კი გაოცებულნი და მადლიერნი მიმართავნ მას: "გიხაროდენ, ყოვლადსახიერო "მსწრაფლშემსმენელო", ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო".

წყარო: http://uoj.org.ua/novosti/





ბეჭდვა
1კ1