გოგოლი სულის სიღრმემდე შეძრა ამ ხილულმა სასწაულმა,რის შემდეგაც მისტიკური შინაარსის ნაწარმოებების წერა შეწყვიტა
გოგოლი სულის სიღრმემდე შეძრა ამ ხილულმა სასწაულმა,რის შემდეგაც მისტიკური შინაარსის ნაწარმოებების წერა შეწყვიტა
სასწაული მოხდა კუნძულ კერკირაზე, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მოლოცვის დროს.

ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ეკატერინე ღონიაშვილის "ფეისბუქის" გვერდის ჩანაწერებში ვკითხულობთ ცნობილი ოპტინელი მამის - ბერმონაზონი ამბროსის შესახებ, რომელიც სიცოხლეშივე დააჯილდოვა ღმერთმა ჭვრეტის უნარით, ხოლო გარდაცვალების შემდეგ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, სულიერი შვილებისთვის მიწერილი წერილებიდან ერთ-ერთში იხსენებს ათეისტებისთვის ძნელად ასახსნელ სასწაულს, რომლის თვითმხილველიც გახდა დიდი რუსი მწერალი ნიკოლაი ვასილევიჩ გოგოლი.

ის, ისევე როგორც სხვა დიდი მწერლები და ფილოსოფოსები (დოსტოევსკი, ძმები კირეევსკები, კონსტანტინ ლეონტიევ, სერგეი ნილუსი, ლევ ტოლსტოი და სხვა) ხშირად სტუმრობდა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სასულიერო ცენტრს, ოპტინის უდაბნოს მონასტერს. იქ მას სულიერი მოძღვარი ჰყავდა.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს მწერალმა სულიერ მოძღვარს და მონასტრის საძმოს მოუყვა საოცარი მოვლენის შესახებ, რომელიც მის თვალწინ მოხდა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.

სასწაული მოხდა კუნძულ კერკირაზე, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მოლოცვის დროს. იმ დღეს, როდესაც გოგოლი წმინდა ნაწილებისთვის თაყვანისსაცემად მივიდა (12/25 დეკემბერი) მორწმუნეები წმინდანის წმინდა ნაწილებს მთრთოლვარე მოკრძალებით, დიდი ზარ-ზეიმით ქალაქის გარშემო დააბრძანებდნენე. თუმცა მორწმუნეთა შორის აღმოჩნდა პროტესტანტი ინგლისელი მოგზაურიც, რომელმაც თავს უფლება მისცა ხმამაღლა შეენიშნა: წმინდა ნაწილებს ზურგზე ჭრილობები ექნება გაკეთებული საიდანაც ალბათ გულდასმით დააბალზამეს. ცოტა მოგვიანებით ინგლისელი ახლოს მივიდა სიწმინდესთან და წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი და შიშნარევი გაკვირვება დაეუფლებოდა, როდესაც ყველას დასანახად წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული ნელა-ნელა ლუსკუმიდან წამოიწია და მისკენ ზურგით შებრუნდა. თითქოს ეუბნებოდა: აბა, მეგობარო, ნახე "შენი" ჭრილობებიო. რა ბედი ეწია მომავალში მოგზაურს სამწუხაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ გოგოლი სულის სიღრმემდე შეძრა ამ ხილულმა სასწაულმა,რის შემდეგაც მისტიკური შინაარსის ნაწარმოებების წერა შეწყვიტა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1