მკრეხელობის საზღაური.
მკრეხელობის საზღაური.
სერგი ნილუსს მოუთხრო ვიაზემელმა ბერმა: "ნიკოლოზობას ჩვენი მაზრის ერთ სოფელში მშობლებთან ჩამოვიდა ქალაქში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა. მთვრალი იყო. მივიდა სამლოცველო კუთხესთან. ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი, თან ყვიროდა: აბა, იბრუნე და იცეკვე ჩემთან ერთადო. შეშინებული მშობლები ეცნენ, მაგრამ ვეღარ შეაჩერეს, უგუნური ცეკვავდა და ცეკვავდა. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი და ის კიდევ ტრიალებდა. ეტყობოდა, გონზე არ იყო და რაღაც უხილავი ძალა ატრიალებდა. მიხვდნენ, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო. გაიქცნენ მოძღვართან. სანამ მღვდელი მოვიდოდა, მთელი სოფელი შეიკრიბა და უცქერდა ამ საშინელებას. მხოლოდ დიდი ხნისა და გულითადი ლოცვის შემდეგ შეწყდა ეს როკვა, კაცი მკვდარივით დაენარცხა იატაკზე. მეორე დღეს საავადმყოფოში წაიყვანეს. ამ ამბის შემდეგ სოფელში სიმშვიდემ დაისადგურა, თორემ ხალხი რაღას არ სჩადიოდა! ის კი არა, როცა საავდრო ღრუბელს დაინახავდნენ, ცისკენ მუშტებს იშვერდნენ და ბილწი სიტყვებით მკრეხელობდნენ".
ბეჭდვა
1კ1