მთავარანგელოზ მიქაელის სასწაული კოლასში, იგივე ხონში
მთავარანგელოზ მიქაელის სასწაული კოლასში, იგივე ხონში
ფრიგიდიის კოლასში, იერაპოლის მახლობლად იყო მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, აშენებული წყაროზე, რომლის სასწაულებრივი ძალაც ყოველი მხრიდან უამრავ ხალხს იზიდავდა. ყველა, ვინც მას იხმევდა ანდა მასში განიბანებოდა, სნეულებათაგან იკურნებოდა; ურწმუნონი საკუთარ თავზე ზეციური ძლიერების გამოცდისას წმიდა ნათლისღებას იღებდნენ. გასასტიკებული წარმართები მძვინვარებისგან კბილებს აღრჭიალებდნენ.

მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ამ ეკლესიასა და წყაროსთან ერთი ღვთისმოშიში არქიპე ცხოვრობდა. მან საკუთარი გული და გონება მთლიანად უფალს მიუძღვნა და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საყოველთაო ცხონებაზე ზრუნავდა: ურწმუნოებს ჭეშმარიტების გზაზე განსწავლიდა და მათ ცხოველსმყოფელი წყაროს ტალღებში ნათლავდა.

ვის არ შეარიგებდა ზეცასთან მისი სახარებისეულად მჭევრმეტყველი ბაგეები, რომლებიც ზეციურ ძალთა მხედარს იყვნენ მინდობილნი? მაგრამ კერპთაყვანისმცემლები სასწაულთმოქმედი წყაროს გასაფუჭებლად ყველა საშუალებას იყენებდნენ; რამდენიმე ამაო თავდასხმის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ეშმაკმა მათ გულებში ასეთი რჩევა ჩათესა:

წმიდა ადგილის შორიახლოს ორი მდინარე მოედინებოდა, ლიკოპარეპი და კუფოსი. როდესაც ერთ მთას მიაღწევდნენ, ერთ კალაპოტში ერთიანდებოდნენ. რადგანაც ამ მდინარის მდებარეობა ეკლესიისაზე გარკვეულწილად მაღალი იყო, უწმინდურებს ეკლესიის დატბორვა და წყაროს წალეკვა არ გასჭირვებიათ. ისინი მრავალრიცხოვანნი მოგროვდნენ და დაიწყეს თხრილის გათხრა - ერთი ძალზე დიდი, მიწაში ღრმად ჩაზრდილი ქვიდან, რომელიც ტაძრის საკურთხევლის მახლობლად მდებარეობდა. იმავდროულად, წმიდა არქიფო განუწყვეტლივ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რათა მტრების მიერ სიწმიდეთა შეურაცხყოფა არ დაეშვა.

მათ ბოროტგანზრახულ შრომაში 10 დღე გვიდა; ხმელეთის სამი სტადიიდან დარჩა ძალზე ვიწრო ყელი, რომლის ჩარეცხვაც ჩქარ წყალს რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. ელინნი მაღალ ადგილას იდგნენ, რათა ტაძრისა და წყაროს შემუსრვა დაენახათ.

ღამის სამი საათისთვის უეცრად წყალი ახმაურდა და ტაძრისკენ საშინელი სიჩქარით გაექანა... წმიდა აქრიფო მუხლებზე დაეცა და წამოიძახა:
-"აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი, აღსდგეს მდინარენი სლვასა თვისსა. ხმითა წყალთა მრავალთაითა საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი; საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად; სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძეთა შინა დღეთასა" (ფსალმ. 92, 3-5).

იმავე წამს მოსაგრეს მოესმა ხმა, რომელმაც ტაძრიდან გასვლა უბრძანა: ის დაემორჩილა და დაინახა მთავარანგელოზი ადამიანის სახით, მაგრამ ზეციური დიდებით. შეშინებული ბერი მიწაზე დაემხო.
-აღსდეგ და იხილე ძალა ღვთისა ამ წყლებში, - უთხრა მიქაელ მთავარანგელოზმა. წმიდა მამამ მეყსეულად დაინახა მიწიდან ზეცამდე ამავალი ცეცხლის სვეტი. როგორც კი წყლები ტაძარს მიუახლოვდნენ, მთავარანგელოზმა მათ ჯვარი გადასახა და მაღლა აზიდული წყლები შეჩერდა. მთავარანგელოზი საკურთხევლის ახლოს მდებარე ქვას მიუბრუნდა და თავისი კვერთხი ჯვრის სახით გადაარტყა. უეცრად დაიქუხა, მიწა შეირყა, ქვა გაიპო და უფსკრულმა პირი დააღო.

-ჩადით ამ წყვდიადში, - წამოიძახა მთავარანგელოზმა მიქაელმა და მთელი ეს წყლები ხმაურით გადაეშვნენ ქვის ნაპრალში. ამ სასწაულის მხედვარე ელინები შიშისგან გაქვავდნენ; უხორცო ძალთა მხედართმთავარი კი ზეცად ამაღლდა.

ქრისტიანები რწმენის მტრებზე გამარჯვებით ხარობდნენ და ეს დღე დღესასწაულად დაადგინეს. ადგილს, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, ეწოდა ხონი, ანუ ჩაძირვა, რამეთუ წყალი ჩაეფლო ქვაში, მდინარეები - ლიკოპაპერი და კუფოსი მას შემდეგ იმ ნაპრალში მიედინებიან
ბეჭდვა
1კ1