თვით ღვთისმშობელი ჩამოსულიყო იმ ადგილას, სადაც მონასტერი შენდებოდა
თვით ღვთისმშობელი ჩამოსულიყო იმ ადგილას, სადაც მონასტერი შენდებოდა
ბოლო წლების ღვთიურ სასწაულთა შორის აღსანიშნავია მანდრაში მდებარე ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტერი. როგორც კი მონასტრის მთავარ კარიბჭეში შეხვალთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კარიბჭე, არამედ უბრწყინვალესი ქვის შენობაა. მომლოცველები ტრანსპორტს კარიბჭესთან ტოვებენ და მონასტრამდე ფეხით მიდიან. მონასტრის მთავარ შესასვლელთან სამრეკლო შეგხვდებათ. მონასტერი ჰარმონიულადაა აგებული. შთამბეჭდავია ამ გრანდიოზული შენობის ფორმა. მონასტრის მოპირდაპირედ დაინახავთ წყაროს, რომელიც ნატიფად არის ქვით მოპირკეთებული. მონასტრის მთავარ ტერიტორიაზე თვალში მოსახვედრია ვრცელი ეზო და გრძელი ორსართულიანი შენობა თავისი სენაკებით და სხვადასხვა სათავსოებით, თაღებით და კრამიტის სახურავით. იქვეა სამლოცველო, მთავარი ტაძარი. მონასტერში დაბრძანებულია ღვთიური მადლით სავსე ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი სმირნაში ერთმა ბერძნულმა ოჯახმა შეიძინა 1800 წელს ათონელი ბერისგან, რომელიც ხატებს ყიდდა. უცნობია, როდის დაიწერა ხატი და ვის მიერ. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ათონელი ბერები ხატის წერის დროს ლოცულობდნენ. ის ოჯახი, როგორც საგვარეულო რელიქვიას, ხატს გადასცემდა პირველ შვილს - მემკვიდრეს. რამდენიმე თაობის შემდეგ ხატი ერგო ერთ-ერთი ოჯახის პირველ შვილს - ქალიშვილს. ეს იყო 1922 წელს. მალე ოჯახი გადავიდა კუნძულ მიტილინზე და თან წაიღო ღვთისმშობლის ხატი. რამდენიმე წლის შემდეგ ქალიშვილის მშობლები გარდაიცვალნენ და მარტო დარჩენილი გადავიდა ათენში საცხოვრებლად.

ამ პერიოდში ოთხი თანამოაზრე ბერი მოვიდა ათენში იმ მიზნით, რომ მონასტერი აეშენებინათ. საამისოდ შესაფერის ადგილს ეძებდნენ. მათ სურდათ ათონის მთაზე შეკვეთა მიეცათ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დასაწერად, რადგან სწორედ ამ ხატისთვის უნდოდათ მონასტერი მიეძღვნათ. ასეთ მდგომარეობაში მყოფებს, წმინდა შემთხვევის წყალობით ეწვიათ ერთი პატივცემული ქალბატონი იფიგენია ანაპლიოტე. საუბრისას მან თქვა, რომ სადღაც მოსალოცად დატოვა თავისი ხატი და გავლისას წაიღებდა. შემდეგ ისევ გააგრძელეს საუბარი და მოჰყვა თავისი ცხოვრების ისტორიას სმირნაში, მიტილინზე და ასე შემდეგ. ბერებმა ჰკითხეს, თუ რა ერქვა ხატს. ქალბატონმა უთხრა - მსწრაფლშემდმენელი ღვთისმშობელი. დიდი სიხარული დაეუფლათ ბერებს და ამცნეს, რომ ამ ხატს მიუძღვნიან მონასტერს და შეჰბედეს, რომ ეთხოვათ ხატი. ქალბატონს იმ წუთებში გაუჭირდა პასუხის გაცემა. მაშინ სთხოვეს, ერთხელ ეთხოვებინათ მათთვის ლიტურგიისთვის, რომლის ჩატარებასაც ქალაქგარეთ აპირებდნენ. ქალბატონმა ათხოვათ, მაგრამ როდესაც დაუბრუნეს ასეთი პასუხი გასცათ: "ხატი თქვენია, თქვენი წმინდა მიზნისთვის და ილოცეთ ყველა ჩვენგანისათვის". აუწერელი სიხარული დაეუფლა ოთხივე ბერს. ამის შემდეგ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, სად აეშენებინათ მონასტერი. ბოლოს გადაწყვიტეს ატიკის მანდარში. იმ მხარის დიდმა მიწათმფლობელმა ბერებს ერთ მთაგრეხილზე 25 ჰექტარი მიწა აჩუქა.

ამ ოთხმა ბერმა ძალიან რთული საქმე წამოიწყო, მაგრამ საქმე დაიწყეს დიდი რწმენით, წმინდა სურვილებით სავსეებმა. თუ ერთი სახლის აშენება დიდ გარჯას მოითხოვს, წარმოიდგინეთ რა გარჯა დასჭირდებოდა მონასტრის აშენებას დაუსახლებელ, უწყლო ადგილზე. ოთხივე ბერი ჩაება მძიმე სამშენებლო სამუშაოებში, რათა მიხმარებოდნენ მშენებლობას. ეს არ იყო ჩვეულებრივი მშენებლობა, ეს იყო ღვთიური სურვილი - აეშენებინათ მართლმადიდებლური მონასტერი ძლიერი საძირკვლით და დიდი ოსტატობით, რომელიც იარსებებდა უფლის სადიდებლად მეორედ მოსვლამდე.

სასწაული ის იყო, რომ თვით ღვთისმშობელი ჩამოსულიყო იმ ადგილას, სადაც მონასტერი შენდებოდა. ერთმა მოხუცმა მწყემსმა უთხრა, რომ მამაჩემი ხშირად ხედავდა აქ მოსიარულე მონაზონს, რომელიც მერე უჩინარდებოდა სივრცეში. როდესაც მამამ თავისი ქონება გაანაწილა, მითხრა: ერთ დღესაც აი იქ, მაღლა რომ აშენდება მონასტერი, მიეცი ადგილი - მიწა". 60 წელია ვინახავ ღვთისმშობლის გამოჩენის ამ ამბავს და აი, ახლა მეც მოგცემთ მიწას, რომ ფართო ტერიტორია გქონდეთ მონასტრის ასაშენებლად". მანდრას კიდევ ერთმა მოსახლემ კი უთხრა ბერებს: "როცა პატარა ვიყავი და აქ მოვდიოდი პაპასთან ერთად, დაახლოებით 1915 წელს, მეუბნებოდა: - დაიმახსოვრე, იქ მაღლა დიდი ამბები მოხდება. იქნებ მოესწრო კიდეც".
1978 წელს ჩაეყარა საძირკველი მონასტრის მშენებლობას. 1982 წელს მოხდა მისი კარიბჭის გახსნა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ბერებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ყველაფერი ღვთისმშობელმა მოუტანათ.
მონასტრის შესახებ ცნობები მოცემულია მის ისტორიულ წიგნში. ამ წიგნშივეა მოცემული უამრავი სასწაული. პირველი იწყება 1967-1968 წლებში. ბოლო არის 2002 წლის დასაწყისი.


სასწაული

"ღვთისმშობელი საგადასახადო დეპარტამენტის სალაროში იხდის ჩემს ვალს".
მონასტრის წიგნის 82-ე გვერდზე მოთავსებულ სასწაულს მოკლედ მოგახსენებთ. ქ. მეგარაში ერთ ქალბატონს, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა, მეგარას საგადასახო დეპარტამენტი აფრთხილებს მოაწესრიგოს დიდი ვალი, რომელიც დატოვა გარდაცვლილმა იმ ბიზნესისგან, რასაც აწარმოებდა. წავიდა საგადასახადოში, რომ გაეგო რამდენი იყო ვალი და როგორ მოქცეულიყო. ინსპექტორმა უთხრა, რომ იმ დღისით არ შეეძლო, რადგან ბევრი ხალხი ჰყავდა, არადა მის საქმეს ყურადღებით უნდა გასცნობოდა. დაპირდა, ორ-სამ დღეში დაუკავშირდებოდა. ვიდრე ეს მძიმე წუთი დაუდგებოდა, გადაწყვიტა დასთან ერთად წასულიყო ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მონასტერში და ღრმა ლოცით შესთხოვეს ღვთისმშობელს, რომ მოეწესრიგებინა ეს პრობლემა ისე, როგორც თვითონ იცოდა და როგორც შეეძლო, რადგან მას ფული არ ჰქონდა.
ნამდვილად, სამ დღეში დაურეკა ტელეფონით ინსპექტორმა, რომელსაც უნდა ეთქვა, რა ვალი ჰქონდა, მაგრამ ამის მაგივრად მოისმინა ისეთი რამ, რომ საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. "ქალბატონო, თქვენი ვალი მოწესრიგდა, გუშინ მოვიდა ერთი ქალბატონი და გადაიხადა მთელი ვალი. თქვენი საქმე დახურულია". ქალბატონმა ჰკითხა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. "არ ვიცი ვინ იყო, ქალბატონო, მთავარი ის არის, რომ საქმე დაიხურა, რადგან ვალი გადახდილია". უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ამბავი მხოლოდ ქვრივის დედამ და დამ იცოდა. დამ მოისმინა, როგორ ლაპარაკობდა ქვრივი: "რომ ვფიქრობ, ღვთისმშობელო, ამ სასწაულის შესახებ, როგორ მოხვედი საგადასახადოში და გეჭირა ხელში ფული ჩვენი გაუფრთხილებლობის გამოსასწორებლად, როგორ მიაბიჯებდი ხმაურიან საგადასახადოში, იწვის ჩემი გული, მინდა მთელ ქვეყანას გავაგებინო. ვინ იყო მოლარე, რომელმაც აიღო ფული შენი დალოცვილი ხელებიდან, ისე რომ ვერ შენიშნა საოცრება, არ რეკდნენ ზარები შენს გზაზე, ჩემო ღვთისმშობელო, მაგრამ რეკენ ჩემს გულში და ასე გააგრძელებენ ვიდრე ვარსებობ პატივისცემით სავსე ცრემლებით, რომ დამაჯილდოვე ასეთი სასწაული მეხილა მე უფლის ერთ უმნიშვნელო მონას".




ბეჭდვა
1კ1