წმინდა პატაპიოსის სასწაულები
წმინდა პატაპიოსის სასწაულები
საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკს, სადაც წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერია (აქვე მისი წმინდა უხრწნელი სხეულია ლუსკუმაში დაბრძანებული), მრავალი სტუმარი და მომლოცველი ჰყავს. ვინც რწმენით მიეახლება მას, სასწაულიც ეძლევა. ერთ-ერთი ასეთია ბატონ ი. კ., რომელიც თუ თირკმელების ოპერაციას არ გაიკეთებდა, დაიღუპებოდა. ავადმყოფს კი ამის ძალზე ეშინოდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ლუტრაკში წავიდა, სადაც ცნობილი სამკურნალო წყარო ეგულებოდა. იქ გაიგო სასწაულმოქმედი ღირსი პატაპიოსის შესახებ.მივიდა მონასტერში და თაყვანი სცა მის წმინდა ნაწილებს. რწმენით სავსემ დალია ცოტა ზეთი წმინდანის კანდელიდან და წმინდანმა სასწაული მოახდინა - ირკმელში კენჭები გაუქრა. განკურნებულს სიტყვები არ ჰყოფნიდა მადლობის სათქმელად მადლიანი წმინდანისათვის.

***
ერთი პატარა ბიჭი, სახელად პატაპიოსი, მენინგიტით დაავადდა. ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ. დამწუხრებული მამა ატირდა. დაქანცულს წამით ჩაეძინა. უეცრად ზურგზე ხელი დაადო ღირსმა პატაპიოსმა და უთხრა: - ჩემი სეხნია პატარა კარგად გახდება და აღარ დაჭირდება რეანიმაციაში გადასვლაო. ნამდვილად ასე მოხდა, ბავშვი სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მამამ მხრებზე შეისვა ბავშვი და დაჩოქილმა აიყვანა წმინდანის მონასტრამდე, რათა მადლობა გადაეხადა შვილის გამოჯანმრთელებისათვის.

შეგვეწიოს მისი მადლი!

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1