ხსენება ღვთისმშობლის შეწევნით ღვთის დიდი წყალობისა, ოდეს სარკინოზთაგან დაიხსნა უფალმა კონსტანტინოპოლი (+717) - 15 (28) აგვისტო
ხსენება ღვთისმშობლის შეწევნით ღვთის დიდი წყალობისა, ოდეს სარკინოზთაგან დაიხსნა უფალმა კონსტანტინოპოლი (+717) - 15 (28) აგვისტო
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე, ლიბია, ესპანეთი და სხვა მიწები. კონსტანტინოპოლის კედლებს მიუახლოვდა. სარკინოზთა ჯარი 2500 გემზე იყო განლაგებული. სასოწარკევეთილმა ხალხმა შეწევნისთვის ღვთისმშობელს მიმართა. როცა გემები შეეჯახნენ უზარმაზარ ჯაჭვს, რომელიც ბოსფორს კეტავდა, მათი დიდი ნაწილი უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ჩაძირა, ზოგიც ბიზანტიელთა საიდუმლო იარაღმა - ბერძნულმა ცეცხლმა. სარკინოზთა ნაწილმა ქალაქის ხმელეთით აღება გადაწყვიტა, მაგრამ ქალაქის გალავანს ვერაფერი უყვეს. ზამთარმაც უწიათ, შიმშილმა და გაჩენილმა ჭირმა უფრო მეტად დაასუსტა არაბები. ამასობაში ბულგარელების დახმარებით ლეონ III-მ საბოლოოდ უკუაგდო მოალყენი.

ამ ამბავს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1