წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სასწაულები
წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სასწაულები

წმინდა სპირიდონი ცხოვრობდა ტრიმუფუნტის გარეუბანში, როგორც მწყემსი და შემდეგ როგორც მწყემსების ხელმძღვანელი.

ერთ ღამეს მძარცველები შეიპარნენ მის ფარეხში ცხვრების მოსაპარად. მეორე დილით წმინდანმა ისინი უეცრად გაშეშებულები იპოვა. უცნობია გაართო თუ არა სანახაობამ, ცნობილია მხოლოდ, რომ მისი ლოცვით ქურდებს მოეხსნათ უხილავი ძალის მიერ გაშეშება.

 


***
წმინდანის მეზობელს მოსავალი გაუნადგურდა და წმინდა სპირიდონმა ერთ შეძლებულს სთხოვა მისთვის სესხად მიეცა რამდენიმე მეშოკი ხორბალი, იმ პირობით, რომ უკან პროცენტით დაუბრუნებდა. მდიდარმა უარი უთხრა. ღარიბმა მუშამ შეწუხებულმა თავისი გასაჭირი მღვდელმთავარს შესჩივლა. მომდევნო დღეს წმინდანმა მას მისცა სუფთა ოქროს ჯოხი, რათა დაეტოვებინა გირაოდ უგულო მევალისათვის. მუშამ აიღო ხორბალი და შემდეგ მოსავალზე იმაზე მეტი დაუბრუნა მევალეს და უკან დაიბრუნა ძვირფასი ნივთი. როდესაც დაუბრუნა წმინდანს, მან შეახო მიწას ჯოხი და გადაიქცა გველად, რომელიც მიიმალა ბალახებში.


***
წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტიელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით და გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან, წმინდადი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად) მას პატარა ნაკუწებად ანაწილებენ და ეკლესიაში მისულ მომლოცველებს ურიგებენ.
ხალხური შეხედულების თანახმად, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ იმ რწენით, რომ განიკურნმებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში.


***
წმინდა სპირიდონის ეკლესია, კუნძულ კერკირაზე გაიხსნა 1589 წელს. ეს მეორე ეკლესიაა, რომელიც ააგო ვულგარის (გვარია) ოჯახის წარმომადგენლებმა. ვულგარის ოჯახი ერთი ძლიერი ოჯახი იყო კერკირაზე. Pპირველი ეკლესია აიგო 1528 წელს. წმინდა სპირიდონის ეკლესიის თეთრი მარმარილოს კანკელი, დამზადდა 1852 წელს. ეკლესიის კედლები 1727 წელს მოხატა, ხატმწერმა პანაიოტი დოქსარამ. ეკლესიის ჭერი მოხატა ნიკოლაო ასპიოტიმ 1850-1871 წლებში. ეკლესიის ჭერიდან ჩამოკიდებულ ჯაჭვზე კიდია ოქროს და ვერცხლის სასანთლეები, რომლებზეც წარწერებია თუ ვის სახელზეა შეწირული. Mმადლიერების აღსანიშნავად, წმინდანის მიმართ სასწაული რომ მოუვლინათ. Oოქროს სასანთლე კი, რომელიც კიდია წმინდანის წმინდა ნაწილის წინ, მიძღვნილია კერკირას თავადის პოლიტის სახელზე (1670 წელს).


წმინდანის ლუსკუმის ზემოთ, ჩამოკიდებულია ათობით კანდელი ოქროსი და ვერცხლის, მიძღვნილი მადლობის ნიშნად. თავად ლუსკუმა, დამზადებულია ვენაში 1867 წელს, წმინდა სპირიდონის ეკლესიის მფლობელის, გრაფ გიორგი ვულგარის მიერ. დამზადებულია ხის მასალისგან. გარედან კი დაფარულია ვერცხლით. შიგნით ძოწისფერი ხავერდითაა შემკობილი. ვერცხლის გარე საფარი შემკულია, ჭედური ჯვრებით და მცენარეული მოტივებით და წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულების სცენებით.




ბეჭდვა
1კ1