ბოსტნეულის კერძები
ბოსტნეულის კერძები
აწეწილი ბადრიჯანი ნიგვზით
მასალა: ბადრიჯანი - 1 კგ; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ნიორი - 3-4 კბილი; მწვანილები - 1-2 ღერი; ძმარი, მწვანე წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, მარილი, ბროწეულის მარცვლები - გემოვნებით.

ყუნწმოჭრილი ბადრიჯანი დასერეთ სიგრძეზე, ჩაყარეთ ცივ მარილწყალში და მოხარშეთ. შემდეგ დააწყვეთ ფიცარზე, დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ, სანამ წყლისგან დაიწრიტება (ან გაწურეთ ხელით). მოაცილეთ კანი და აწეწეთ.

მოამზადეთ საკაზმი: დაჭრილი ნიახური და ხახვი ჩაყარეთ საწურში, გადაავლეთ მდუღარე წყალი. დაუმატეთ ხორცსაკეპში ორჯერ გატარებული ნიგოზი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, რეჰანი, მწვანე წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, დანაყილი ნიორი, მარილი, აზილეთ ძმარში. ეს ნაზავი შეურიეთ აწეწილ ბადრიჯანს და ბოლოს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

შემწვარი ბადრიჯანი
ბადრიჯანი ყუნწებიანად გარეცხეთ და მოათავსეთ ღუმელში. რომ დარბილდება, გამოიღეთ, გააგრილეთ და მოაცილეთ კანი. შეკაზმეთ ნიგვზიანი საკაზმით ან ზეთში მოხრაკული ხახვით, ტომატით, დაჭრილი ქინძით და დანაყილი ნივრით. შეგიძლიათ საკაზმად გამოიყენოთ წვრილად დაჭრილი ხახვი ნივრით და ძმრით (ბოლო ორ შემთხვევაში ბადრიჯანს ყუნწები უნდა მოაჭრათ, ბოლოები ჩასეროთ დანით და ისე შეწვათ).

კარტოფილის სალათა
მასალა: კარტოფილი - 1 კგ; დაკეპილი კომბოსტოს თეთრი მწნილი სტაფილოთი - 500 გ; ხახვი - 4-5 თავი; ძმარი, ზეთი, შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

მოხარშულ დაჭრილ კარტოფილს დაუმატეთ დაკეპილი ხახვი, კომბოსტოს მწნილი, ზეთი, ძმარი, ქინძი. შეაზავეთ შავი პილპილით და მარილით.

კარტოფილის მხალი
მასალა: კარტოფილი - 1 კგ; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ხახვი - 4-5 თავი; ქინძი - 1 კონა; ნიორი - 5-6 კბილი; ძმარი, ბროწეულის მარცვლები, წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

გათლილი კარტოფილი მოხარშეთ. დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ბროწეულის მარცვლები აზილეთ ძმარსა და ცოტა წყალში. კარგად აურიეთ. მხალს მიეცით ბურთულების ფორმა და მოასხით ნიგვზის ზეთი.

ბადრიჯნის აჯაფსანდალი
მასალა: ბადრიჯანი - 1 კგ; კარტოფილი - 500 გ; ხახვი - 2-3 თავი; ზეთი - 100 გ; სტაფილო - 200-300 გ; პომიდორი - 500 გ; ოხრახუში, რეჰანი - თითო კონა; წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

ბადრიჯანი შეწვით კანიანად, უმარილოდ. ამგვარადვე შეწვით კარტოფილიც. სტაფილო და ბულგარული წიწაკა დაჭერით სიგრძეზე, პომიდორი - ალყა-ალყა. ზეთიან ქვაბში ჩააწყვეთ ფენა-ფენა ჯერ პომიდორი, შემდეგ ბადრიჯანი, კარტოფილი, მოშუშული ხახვი, სტაფილო, ოხრახუში, წიწაკა, რეჰანი, შემდეგ ისევ პომიდორი და ა. შ. ბოლო ფენა პომიდვრისა უნდა იყოს. შიგადაშიგ მოაყარეთ მარილი. შედგით ნელ ცეცხლზე. როცა პომიდორი ჩაითუთქება, კერძი მზადაა.

ალუბლის "ვარენიკები"
1/2 ლ თბილ წყალში გახსენით 2 ს/კ საფუარი, 3 ჩ/კ მარილი, 1,5 ჩ/კ შაქარი, 1/2 ჭიქა ზეთი და მოზილეთ ცომი. შიგთავსი კი ასე მოამზადეთ: ალუბალს გამოაცალეთ კურკები, მოაყარეთ შაქარი. წვენს რომ მოიყენებს, ამოიღეთ ალუბლები და დააწყვეთ ჭიქით გამოჭრილ ცომზე. მოაყარეთ ცოტა შაქარი, გადაკეცეთ, მოუკარით პირი და მოხარშეთ.

მარცვლიანი მწვანე ლობიო უნიგვზოდ
მწვანე ლობიო მოხარშეთ და გაწურეთ, დაუმატეთ დაჭრილი პრასი, ოხრახუში, ქინძი, დანაყილი ქონდარი, ყვითელი ყვავილის ფოთოლი, ცერეცო, კამა, ტყემლის წვენი, მარილი და კარგად აურიეთ.

პომიდვრიანი მწვანე ლობიო
მასალა: მწვანე ლობიო - 1 კგ; პომიდორი - 500 გ; ხახვი - 3-4 თავი; კარაქი (სამარხვო) - 100 გ; ნიორი - 2-3 კბილი; ქინძი და რეჰანი - 2-3 ძირი; წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

გარჩეული, დამტვრეული და გარეცხილი ლობიო ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, კარაქი და დაასხით წყალი (ლობიოს უნდა ფარავდეს). დადგით მოსახარშად. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ ჩაყარეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი. ხარშვის დასასრულს დაუმატეთ ნიორი, ქინძი, რეჰანი, წიწაკა და მარილი.

მოამზადა
ნინო ჩარგეიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2018
შემოგთავაზებთ ბადრიჯნის სალათის რეცეპტს:
28.02.2017
სასარგებლო და აუცილებელია მარხვებთან დაკავშირებული კანონიკური წესების დაცვა, მაგრამ თუკი მარხვის შემდეგ არ დავიცავთ ზომიერებას საკვების მიღებაში,
28.12.2016
მარხვისადმი არასწორი დამოკიდებულებისას, მისი ჭეშმარიტი არსის არასწორი გაგებისას, მარხვამ შეიძლება ავნოს კიდევაც ადმაინს.
26.03.2016
ინგრედიენტები:
ხორბალი 1 კგ
ქიშმიში 150-200 გ
16.12.2015
მასალა:
1კილოგრამი ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
25.03.2005
სოკოს სუპი ლობიოთი
მასალა: თითო მუჭა ხმელი სოკო და თეთრი ლობიო,
50 გ სამარხვო კარაქი, 2-3 თავი ხახვი, 2-3 ცალი სტაფილო, ნიახურის ძირები, ოხრახუში, შავი პილპილი, მარილი გამხმარი სოკო და თეთრი ლობიო რამდენიმე საათით ჩაალბეთ წყალში, მერე კი წვრილად დაჭერით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი