რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
არგუმენტი სულისგან - ტერტულიანეს მიხედვით ადამიანის სულმა "თავიდანვე იცის ის, ვინც მოავლინა", რადგან ღმერთი სულისთვის არ არის დაფარული , სულს თავისი შემოქმედის შესახებ სრულიად წრფელად, საღად და გასაგებად მოწმობის უნარი გააGნია. ეს არის ჭეშმარიტების მოწმობა და სული გონიერი, ბუნებრივი და ღვთაებრივია, მართალი სული ასეთი მოწმობის დროს უფალს ადიდებს: "და თუ გსურს ბუნებისა და ღმერთის გესმოდეს, ერწმუნე სულს, და მაშინ, საკუთარი თავის რწმენაც არ დააყოვნებს".

არგუმენტი ხატისგან
- მამა პავლე ფლორენსკის მიხედვით: "არსებობს ანდრეი რუბლიოვის სამება, შესაბამისად, არის ღმერთი". ამ ხატში ფლორენსკი ცათა სასუფევლის ახალ გამოცხადებას ხედავს, ეს მისთვის "ღვთაებრივი სინამდვილის უტყუარი მტკიცებულება" იყო.

არგუმენტი სიყვარულიდან - ჭეშმარიტი სიყვარული ისეთით არაფრით არ შეიძლება იყოს გაჯერებული, რაც მისთვის შეუსაბამოა, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულის მიწიერი გზები ტრაგიკულად მთავრდება. ადამიანში არსებობს სრული ცხოვრების გამომხატველი უმაღლესი სიყვარულის წყურვილი - ეს ღმერთის სიყვარულია. "იდუმალებით და ქვეცნობიერად Gვენ ისეთ არსებას ვეძებთ, რომელსაც Gვენი გულის ყველა მოთხოვნა შეუძლია დააკმაყოფილოს" (მ. ამარა-პუანე). თუ არსებობს ღვთის სიყვარული, არის ღმერთიც, რადგან არ შეიძლება უმისამართო, რეალურად არარსებულის მიმართ იყოს ჭეშმარიტი სიყვარული. ღმერთი საკუთარ პიროვნებას ჭეშმარიტი სიყვარულით მომქმედ ურთიერთობაში ავლენს.

არგუმენტი მეხსიერებიდან
- ავგუსტინეს მიხედვით: Gვენს სამყაროში ღვთის მყოფობა უსასრულოა. თუ ადამიანის მეხსიერებას დავაკვირდებით, გარკვეული თვალსაზრისით, ამ უსასრულობის ნიშანს იქაც დავინახავთ; შესაბამისად, ის, ვინც თავისი მეხსიერების სიღრმეებს ყურადღებით და პატიოსნად სწავლობს, უდავოდ იპოვის ღვთაებრივ ნაკვალევს და ღმერთის არსებობაში უეჭველად დარწმუნდება.

ბეჭდვა
1კ1