რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
არგუმენტი შეხვედრებიდან - ეს არგუმენტი სასწაულების, სამყაროზე უმაღლესი ძალების მოქმედების, ღმერთთან უდავო შეხვედრების , ლოცვაზე უფლის გამოხმაურებისა და ღმერთის არსებობის დამადასტურებელ სხვა განსაკუთრებული მოვლენების საფუძველზეა აგებული. ვინც ეს მოვლენები თავად შეიგრძნო და განიცადა, მათი რწმენისათვის რაციონალურთან შედარებით ამ არგუმენტების დამაჯერებლობა გაცილებით დიდია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად ამისა, სხვებისათვის, ვისაც არ შეუგრძნია და არ განუცდია - ეს გამოცდილება ნაკლებად დამაჯერებლია. "მე არ განვიხილავ რელიგიურ გამოცდილებას ღმერთის არსებობის მკაცრ მტკიცებულებად... მაგრამ მიმაGნია, რომ ასეთი გამოცდილების არსებობის ჭეშმარიტი მტკიცებულება მხოლოდ ღმერთის მყოფობა შეიძლება იყოს" (ფ. კოპლსტონი).

არგუმენტი დიზაინიდან
(ინგლ. design - კონსტრუქცია, გეგმა) - შემოიღო უ. პეილიმ (XVIII ს.): თუ მე ტყეში საათი ვიპოვე, სრულიად გონივრული იქნება, Gავთვალო, რომ ის მესაათემ გააკეთა, ხოლო თუ მე სამყაროს არსობის მიზანშეწონილობას ვხედავ, ასევე გონივრული იქნება, უყოყმანოდ ვაღიარო, რომ ის შემოქმედის ქმნილებაა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით: ადამიანის თვალი თავისთავად მისი შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს, ხოლო ის, რომ ბიოსფეროს ოზონის სარტყელი იცავს, ღვთაებრივი წინასწარმჭვრეტელობის უტყუარი მტკიცებულებაა. ამ არგუმენტების პასუხად დევიდ იუმი (1711-1776 წლები), ადამიანის ტექნიკური კონსტრუირებისა და სამყაროს შემქმნელის შემოქმედებითი საქმიანობის ნაკლებად დამაჯერებელ მსგავსებაზე მიუთითებდა: მის მიერ შექმნილი სამყარო უსასრულოდ დიდია, ვიდრე რაიმე სახის მანქანა; მეორე მხრივ, სამყაროს დიზაინერი თითქოს უფრო მცირეა, ვიდრე იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციაში მოქმედი ღმერთი. ერთი სიტყვით, თავისი შინაარსით, არგუმენტი, რომელიც დიზაინიდან მომდინარეობს, ტრადიციულ თეოლოგიურ არგუმენტს მაინც ვერ სცილდება.

არგუმენტი სულისგან - ტერტულიანეს მიხედვით ადამიანის სულმა "თავიდანვე იცის ის, ვინც მოავლინა", რადგან ღმერთი სულისთვის არ არის დაფარული, სულს თავისი შემოქმედის შესახებ სრულიად წრფელად, საღად და გასაგებად მოწმობის უნარი გააGნია. ეს არის ჭეშმარიტების მოწმობა და სული გონიერი, ბუნებრივი და ღვთაებრივია, მართალი სული ასეთი მოწმობის დროს უფალს ადიდებს: "და თუ გსურს ბუნებისა და ღმერთის გესმოდეს, ერწმუნე სულს, და მაშინ, საკუთარი თავის რწმენაც არ დააყოვნებს".

არგუმენტი ხატისგან - მამა პავლე ფლორენსკის მიხედვით: "არსებობს ანდრეი რუბლიოვის სამება, შესაბამისად, არის ღმერთი". ამ ხატში ფლორენსკი ცათა სასუფევლის ახალ გამოცხადებას ხედავს, ეს მისთვის "ღვთაებრივი სინამდვილის უტყუარი მტკიცებულება" იყო.

არგუმენტი სიყვარულიდან
- ჭეშმარიტი სიყვარული ისეთით არაფრით არ შეიძლება იყოს გაჯერებული, რაც მისთვის შეუსაბამოა, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულის მიწიერი გზები ტრაგიკულად მთავრდება. ადამიანში არსებობს სრული ცხოვრების გამომხატველი უმაღლესი სიყვარულის წყურვილი - ეს ღმერთის სიყვარულია. "იდუმალებით და ქვეცნობიერად Gვენ ისეთ არსებას ვეძებთ, რომელსაც Gვენი გულის ყველა მოთხოვნა შეუძლია დააკმაყოფილოს" (მ. ამარა-პუანე). თუ არსებობს ღვთის სიყვარული, არის ღმერთიც, რადგან არ შეიძლება უმისამართო, რეალურად არარსებულის მიმართ იყოს ჭეშმარიტი სიყვარული. ღმერთი საკუთარ პიროვნებას ჭეშმარიტი სიყვარულით მომქმედ ურთიერთობაში ავლენს.

არგუმენტი მეხსიერებიდან
- ავგუსტინეს მიხედვით: Gვენს სამყაროში ღვთის მყოფობა უსასრულოა. თუ ადამიანის მეხსიერებას დავაკვირდებით, გარკვეული თვალსაზრისით, ამ უსასრულობის ნიშანს იქაც დავინახავთ; შესაბამისად, ის, ვინც თავისი მეხსიერების სიღრმეებს ყურადღებით და პატიოსნად სწავლობს, უდავოდ იპოვის ღვთაებრივ ნაკვალევს და ღმერთის არსებობაში უეჭველად დარწმუნდება.

ბეჭდვა
1კ1