რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
აკციდენცია (akzidens; ლათ. accidere - "მოულოდნელად გამოვლენილი", სხვაგვარად-ზემოდან ჩამოვარდნა) - გაგება, რომელიც არისტოტელემ იმის მახასიათებლად დაამკვიდრა , რაც ნივთთა სუბსტანციის გზას გამოიხატავს; ხშირად აკციდენციას ისე ახასიათებენ თითქოს ის არანაირად არ არის დაკავშირებული სუბსტანციასთან, უმნიშვნელოა, შემთხვევითობაა ან საგნებში დროებითი გამოვლინებადი ფენომენია. თომიზმში აქციდენცია სობსტანციასთან შინაგან ერთიანობას წარმოადგენს, სწორედ ის ხდის სუბსტანციას "აქტუალურს", ის განაპირობებს სუბსტანციის სრულად გამოვლინებას და გარკვეული თვალსაზრისით მის სრულყოფილებას: სრული რეალობა - არის სუბსტანცია თავისი აკციდენციებით; სუბსტანცია აკციდენციებით შეიცნობა. აკციდენციების არსებობა სუბსტანციის გარეშე შეუძლებელია, ისინი გარემოში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად შეიძლება გამოვლინდნენ და მაშინვე გაქრენ, ხოლო სუბსტანცია რGება, როგორც უცვლელი. აკციდენციის სახეებია: რაოდენობა და ხარისხი, მდგომარეობა დროსა და სივრცეში, მოქმედება, ზემოქმედების შეგრძნება და ა.შ.

ალაჰი - ერთიანი ტრანსცენდენტური ღმერთის სახელი ისლამში, რომელსაც ისლამამდელ ნახევრად წარმართულ არაბულ სამყაროში სხვა ღვთაებათა შორის პატივს მიაგებდნენ და უმაღლეს ღვთაებად მიიGნევდნენ. მუსულმანების გულითადი და გულმოწყალე ღმერთის წინასწარმრტყველმა მუჰამედმა შემოიღო, ალაჰის თაყვალისცემა მოსულმანებში: "ალაჰი ერთადერთია, ალაჰი მარადჟამიერია; მას არ უშვია და ის არ დაბადებულა, და მისი სწორი არასოდეს, არვინ ყოფილა" (სურა 112. 1-4). ეს ფორმულირება უარყობს მამა ღმერთის - სამყაროს შემომქმედის ქრისტიანულ გაგებას.

ალტრუიზმი (ლათ. Alter - სხვა) - ეთიკაში ადამიანის არაეგოისტური საქციელის დახასიათება, სადაც საკუთარი ინტერესების მეორე პლანზე გადატანის ხარჯზე სხვა ადამიანის ინტერესებისათვის ზრუნვის უნარი ვლინდება. ფილოსოფიაში არ არის ერთიანი აზრი იმის შესახებ საიდან იღებს სათავეს და რა რეალური მნიშვნელობა აქვს ამ უნარს, მაგრამ ხაზგასმულია, რომ ასეთი ქმედება ყოველთვის არ ნიშნავს მოყვასის სიყვარულს. ცალკეულ შემთხვევაში ქრისტიანულ ეთიკას ალტრუისტულს უწოდებენ, მაგრამ ეს საფუძველშივე არასწორია, რადგან ალტრუიზმი ქრისტიანობის მსგავსად თავგანწირვას, რისი მაგალითიც თავად იესო ქრისტეა, სულაც არ გულისხმობს. უფალი გვასწავლის: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის" (იოან. 15:13). მოყვასისადმი ასეთი ხარისხის სიყვარელი, ალტრუიზმისთვის უცხოა.

ბეჭდვა
1კ1