რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
ავტორიტეტი - ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა რელიგიას აქვს რწმენის დოგმატები და წმინდა ტექსტები, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევა, ასევე პიროვნებები და ინსტანციები, ვისი გადაწყვეტილებებიც აუცილებლად უნდა იქნეს აღსრულებული. იმ რელიგიებსა და სასულიერო მოძრაობებში, სადაც გარე ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავიათ, ავტორიტეტად ქარიზმატული ლიდერები და დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანები გვევლინებიან. ავტორიტეტი უეჭველად ჩნდება ისეთ სათემოებში, სადაც სხვადასხვა სულიერი დონის ადამიანები არიან გაერთიანებული: ვინც მეტი შეიცნო საკუთარ სულიერ ასპარეზზე, შეუძლია და ვალდებულია დაეხმაროს იმათ, ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვს. ასეთი პიროვნება როგორც არაფორმალური, ისე ფორმალური ავტორიტეტი შეიძლება გახდეს. სადაც საჭიროა სხვადასხვაგვარი მსახურების კოორდინირება და ავთენტურობის ტენდეციის შენარჩუნება, იქ ავტორიტეტის ინსტიტუციონალიზება ხდება. დასუსტებული და დაშლის მდგომარეობაში მყოფი სათემოების გადარჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ ქარიზმატული პიროვნების ავტორიტეტია და აქ სულიერი გამოცდილება უკვე კარგავს თავის მნიშვნელობას. ნიშანდობლივია, რომ ასეთ შემთხვევაში ძლიერდება ავტორიტარიზმის გაჩენის საშიშროება. "რელიგიაში გარე ავტორიტარიზმის საფუძველს ეკლესიურობის დაკნინება წარმოადგენს, ხოლო ამ პირობებში გაჩენილი თვითნებური მისტიციზმი მისი საბოლოოდ დაშლის წინაპირობა ხდება; ჩვენ არც ერთი გვესაჭიროება და არც მეორე, მაგრამ გვესაჭიროება როგორც საეკლესიო ავტორიტეტი, ისე პიროვნული მისტიკა" (მამა ს. ბულგაკოვი).

ავგუსტინური პოზიცია (Augustinian View) - დაერქვა ავგუსტინეს საპატივცემულოდ და იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან შეცოდების დროს ყოველი ადამიანი ადამის არსში იმყოფებოდა, მთელი კაცობრიობა ადამის ცოდვის თანამონაწილეა, და ამიტომ ყოველი პიროვნება ცოდვილია და განწირულია სასიკვდილოდ.

აქსიომა (Axiom; ბერძ. Axioma – "მნიშვნელობა, მოთხოვნა") - საწყისი მდგომარეობა, რომლის დამტკიცებაც შეუძლებელია და, ამავე დროს, რადგან სრულიად თვალსაGინოა, დამტკიცებას არ საჭიროებს, ამიტომ ის შეიძლება იყოს სხვა საფუძვლების საწისი და საფუძველი (ამ თვალსაზრისით საყურადღებოა დედუქცია).

ბეჭდვა
1კ1