ჯვრის საიდუმლო
ჯვრის საიდუმლო
ბერძნულად სიმბოლო ანუ "შერწყმა" - ნიშნავს შეერთებას მის მატარებელთან, უხილავი სინამდვილის წარმოჩენას ხილული ნატურალიზმის მეშვეობით ან გამოვლინების გამოსახულებით განმარტებას.

ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომელიც აღმოცენდა პალესტინაში, ყოფილ იუდეველთა წიაღში, სიმბოლურ გამოსახულებათა დანერგვა ერთობ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ისინი უწინდელი სწავლების მიმდევრები იყვნენ, რაც კრძალავდა საგნობრივ გამოსახულებებს და ამით იცავდა ძველი აღთქმის ეკლესიას წარმართული კერპებისაგან.

თუმცა, როგორც ცნობილია, ღვთაებრივი გონი უკვე მაშინაც ასწავლიდა მათ სიმბოლურ იკონოგრაფიულ ენას. ასე მაგალითად, ღმერთმა აუკრძალა წმიდა ეზეკიელს მეტყველება და უბრძანა ალყაშემორტყმული იერუსალიმის აგურზე დახატვა - "ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი" (ეზეკ. 4,3).

დროთა განმავლობაში ქრისტიანთა რიგებს ემატებოდნენ სხვა ხალხები, რომელთა ტრადიცია არ კრძალავდა გამოსახულებათა გამოხატვას და რის გამოც იუდეველთა მრწამსი თანდათან სუსტდებოდა და ქრებოდა.

უკვე ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ჯვარცმული მაცხოვრის ეკლესია დევნას განიცდიდა. ამის გამო ქრისტიანებს მალულად უხდებოდათ ღვთისმსახურება.

ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის არარსებობა, რომელიც ეკლესიას გარედან დაიცავდა და მისმა ხანგრძლივმა მონობამ, გავლენა მოახდინა ღვთისმსახურების განვითარებასა და ეკლესიის სიმბოლიკაზეც.

სწორედ ამ ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, ეკლესიაში დღემდეა შენარჩუნებული სიწმინდეთა სიფრთხილით დაცვის სწავლება.

"ჩვენ ვასრულებთ საიდუმლოებას დაკეტილ კარს მიღმა და ვუკრძალავთ არგაბრძნობილთ მასზე დასწრებას", - წერს წმიდა იოანე ოქროპირი.

იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით (268 წ.), რომაელი ტაკიმასხარა და მიმი გენეციუსი ცირკში დასცინის ნათლისღების საიდუმლოებას. წმიდა მოწამე გენეციუსის ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მასზე წარმოთქმულმა სიტყვებმა: სინანულში ჩავარდნილი, იგი მოინათლა და სხვა ქრისტიანებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა: "პირველ იქნა თავმოკვეთილი". ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი წარმართთაგან ქრისტიანების სიწმინდეების შებღალვისა, რომლებიც ბევრ ქრისტიანულ საიდუმლოებაში იყვნენ გარკვეულნი.

მთელი მსოფლიო ბოროტებაშია შთანთქმული, - ამბობს გულთამხილავი (1 იოანე 5,19), მას აკრძალული გარემო აკრავს და მასში ეკლესია იბრძვის ადამიანთა გადასარჩენად. სწორედ ამ გარემომ აიძულა ქრისტიანები, პირველსავე საუკუნეებში გამოეყენებინათ პირობით-სიმბოლური გამოხატვის საშუალებები, როგორებიცაა: ქარაგმა, მონოგრამა, სიმბოლური გამოსახულებანი და სხვა ნიშნები. ეკლესიის ეს ახალი ენა ეხმარება ახალმოქცეულთ ჯვრის საიდუმლოების შემეცნებაში, გაგებაში, მათი სულიერი განვითარებისა და ზრდის შესაბამისად.

თანმიმდევრობის აუცილებლობა სწორად უხსნის კათაკმევლებს დოგმატის შინაარსს და ამზადებს მათ ნათლისღებისთვის ნებაყოფლობით, მაცხოვრის სიტყვებზე დაყრდნობით (მათე 7,6; 1 კორინთ. 3,1).

ამ მიზნით განმანათლებელმა კირილე იერუსალიმელმა თავისი ქადაგებები ორ ნაწილად გაყო: 18 კათაკმეველთათვის არის განკუთვნილი, სადაც არ ითქმის არაფერი საიდუმლოთა შესახებ, 5 კი საიდუმლოთა მატარებელია, სადაც მრავალთათვის ყველა საიდუმლოა გახსნილი.

წინასიტყვაობაში იგი არწმუნებს კათაკმეველთ, არ გაუმხილონ მოსმენილი უცხოთ: "როდესაც საკუთარი გამოცდილებით შეიცნობ იმის მწვერვალს, რასაც ასწავლი, მაშინ მიხვდები, რომ კათაკმეველი უღირსია მისი მოსმენისა". განმანათლებელი წმიდა იოანე ოქროპირი წერდა: "მე ვისურვებდი საუბარს ამაზე გახსნილად, მაგრამ მათ გამო საუბარი ბუნდოვანია და დაფარული". ამავე საკითხზეა საუბარი ნეტარ თეოდორე კირსელთან: "საღვთო საიდუმლოებაზე ვსაუბრობთ მალულად, არაგაბრძნობილთა გამო, ხოლო მათი არყოფნის დროს ვასწავლით გახსნილად, მათთვის, ვინც ღირსი გახდა საიდუმლოთა ცნობისა".

ჯვრის ფორმის განვითარების ისტორიული გზა
რომის იმპერიის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში ჯვარი წარმოადგენდა სიკვდილით დასჯის იარაღს, დამნაშავეებს ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ. ამ ფორმის ჯვარი, რომელიც "ბერძნულ ასო "T"-ს წააგავს, მოსეს დროიდან მოდის. მას "ეგვიპტურ" ჯვარს ეძახიან. გრაფი ა.ს. უვაროვი წერდა, რომ "ბერძნული "T" ასო იმ ჯვრის ერთ-ერთი ფორმაა, რომელზე გაკვრითაც დამნაშავეებს სჯიდნენ (ქრისტიანული სიმბოლიკა).

KARIBCHE"რიცხვი 300 ბერძნულ ანბანში იგივე "T" ასოა, მოციქულთა დროსაც ეს ასო ჯვარს გულისხმობდა", - გვაუწყებს არქიმანდრიტი გაბრიელი. ბერძნული ასო "T" გვხვდება აგრეთვე III საუკუნის სამარხის წარწერებში, რომლებიც წმიდა კალისტას სახელობის კატაკომბებშია ნაპოვნი.

ამავე თემას აგრძელებს ცნობილი განმანათლებელი დიმიტრი როსტოველი: "ბერძნული გამოსახულება ე.წ. "TAB", უფლის ანგელოზმა ნიშნად დაადო ღვთის ხალხს იერუსალიმში მოახლოებული სიკვდილისაგან გადასარჩენად. თუ ამ გამოსახულებას თავზე ქრისტეს ქარაგმას დავუმატებთ, მივიღებთ ქრისტეს ოთხმკლავიან ჯვარს; მაშასადამე, ეზეკიელი ამ გამოსახულებაში სწორედ ოთხმკლავიან ჯვარს ხედავდა.

იმავეს მოწმობს ტერტულიანე: ბერძნულ "TAB" და ლათინურ "T" - ასოთა ერთობლიობა იძლევა ჯვრის ნამდვილ ფორმას, რომელიც, წინასწარმეტყველის თქმით, მომავალში ჩვენს შუბლებზე აღიბეჭდება ჭეშმარიტ იერუსალიმში.

ქრისტიანულ მონოგრამაში "T" ასოს გამოსახულება განსხვავებულია სხვა ასოებისაგან, რადგან იგი მიჩნეულია არა მარტო სიმბოლოდ, არამედ თვით ჯვრის გამოსახულებადაც. ამგვარი მონოგრამის მაგალითია III საუკუნის სარკოფაგი. ეკლესიური გადმოცემის თანახმად, წმინდა ანტონი დიდი თავის სამოსელზე ატარებდა ე.წ. ჯვარს - ტაუ. ქალაქ ვერონის ეპისკოპოსმა, წმიდა ზენონმა 362 წელს აგებული ბაზილიკის სახურავზე T ასოს ფორმის ჯვარი აღმართა.


KARIBCHEჯვარი - "ეგვიპტური იეროგლიფი"
სიკვდილზე გამარჯვებულმა იესო ქრისტემ სოლომონ მეფისა და წინასწარმეტყველის პირით გვაუწყა: "ვინც მე მპოვა, მან სიცოცხლე ჰპოვა"; ხოლო თავისი განკაცებისას თქვა: "მე ვარ აღდგომა და ცხოვრება" (იოანე 11,35). პირველი ქრისტიანული ჯვრის გამოსახვისას ეგვიპტურ იეროგლიფს - "anch"-ის მსგავს ფორმას იყენებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ნიშნავდა.


KARIBCHEჯვარი "ასოებრივი"
ჯვრის გამოსახულებისათვის სხვა ასოებითაც სარგებლობდნენ, ოღონდ მათ ფორმას წარმართები არ უნდა დაეფრთხო. "იმავეს მოწმობენ სინას მთის წარწერები, - იუწყება გრაფი უვაროვი, - ასო (ნახ. 3) - ჯვრის სიმბოლოდ იგულისხმებოდა. ჯვრის სიმბოლოს გამოსახვისას მთავარი მისი მხატვრული ფორმის გამოსახვა კი არ იყო, არამედ მისი შენიღბულად წარმოჩენა.


KARIBCHEჯვარი "ღუზისებრი"
პირველად ჯვრის ეს სიმბოლო აღმოაჩინეს რომში III საუკუნეში, 230 წელს, სოლუნის წარწერაში და გალიაშიც. "ქრისტიანული სიმბოლოებიდან" ვიგებთ, რომ: "პრეკსტატას მღვიმეში ნაპოვნია ფილები, მათზე არანაირი წარწერა არ აღმოჩნდა, გარდა "ღუზის" გამოსახულებისა (ნახ. 4).

KARIBCHEასევე, მოციქული თავის ეპისტოლეში გვასწავლის, რომ "ძლიერი ნუგეშისცემა გვაქვნდეს ჩვენ, რომელნი ესე შევევედრენით შეკრძალულად წინაგამზადებულსა მას სასოებისა, რომელი, ვითარცა ხარისხი გვიპყრიეს სულისა კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა" (ებრ. 6,18-19). "ხარისხში" ანუ "ღუზაში" მოციქული გულისხმობს ჯვრის ფარის ურჯულოთა შეგინებისაგან დასაცავს. მართალთათვის, ცოდვის შედეგებისაგან ჭეშმარიტ დამხსნელსა და მედგარ იმედს. (ნახ. 4 ა).

ეკლესიის ხომალდს გადარჩენის მსურველნი მშფოთვარე დროებითი ცხოვრებიდან მშვიდი ცხოვრების ნავსაყუდელთან მივყავართ, ამიტომ ჯვრის მარადიული ფორმა - "ღუზა" ქრისტიანთათვის იმედის სიმბოლოდ იქცა. ქრისტეს ჯვრის ნაყოფი - ცათა სასუფეველია; წარმართი ბერძნები და რომაელები, ქრისტიანებისაგან განსხვავებით, ამ ნიშნით მიწიერ "მყარ" ცხოვრებას აღნიშნავდნენ.


KARIBCHEჯვარი მონოგრამული "კონსტანტინემდელი"
ცნობილი ღვთისმეტყველი და ლიტურგიის მცოდნე არქიმანდრიტი გაბრიელი წერს, რომ "III საუკუნის სამარხის ანდრიასეული ფორმის მონოგრამა (ნახ. 5), რომელსაც ვერტიკალური ხაზი კვეთს, წარმოადგენს ჯვრის ფარულ გამოსახულებას".

KARIBCHEეს მონოგრამა არც ისე იშვიათად გვხვდება კონსტანტინესეული პერიოდის შემდეგაც; მაგ., V ს-ის ტაძრის, რავენას არქისაეპისკოპოსო კაპელის მოზაიკებში (ნახ. 5 ა).





KARIBCHEჯვარი მონოგრამა "მწყემსთათვის კვერთხი"
ღმერთმა მოსეს კვერთხს სასწაულებრივი ძალა მიანიჭა; ამ კვერთხით მოსე ძველი აღთქმის სამწყსოს უძღოდა, ეს სასწაულებრივი ძალა აარონის კვერთხზეც გადავიდა (გამოსვლათა 7,8-10). მამა ღმერთი წინასწარმეტყველი მიქას პირით მიმართავს მხოლოდშობილ ძეს: "მე ვარ მწყემსი კეთილი" (მიქა 7,14). "მწყემსი კეთილი თავის სულს დადებს ცხოვართათვის" (იოანე 10,11), - პასუხობს მამას ძე საყვარელი.

გრაფი ა.ს. უვაროვი კატაკომბების მონაპოვრების აღწერისას თვლის, რომ რომის მღვიმეებში ნაპოვნ თიხის სანთურზე ნათლად ჩანს კვერთხი - მწყემსმთავრის სიმბოლო. მის ქვედა ნაწილში კვერთხი კვეთს ქრისტეს სახელის პირველ ასოს "X", რითაც მთლიანობაში მაცხოვრის მონოგრამა იქმნება. თავდაპირველად ეპისკოპოსის კვერთხი ზუსტად მწყემსის არგანს ჰგავდა, რომლის თავი მოღუნული, ანუ თავდახრილი იყო (ნახ. 6). ბიზანტიის იმპერატორი ყველა ეპისკოპოსს ჯილდოდ სწორედ "მწყემსმთავრის კვერთხს" ჩუქნიდა.

KARIBCHEჯვარი "ბურგუნდიული" ანუ "ანდრიასეული"
წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, როდესაც იკვლევდა საკითხს, თუ საიდან უნდა ჰქონოდათ წარმართებს ქრისტეს შობამდე ჯვრის სიმბოლოები, წერდა: "პლატონი ამბობდა ძე ღვთისაზე, რომ ღმერთმა მოათავსა იგი "X" ასოს ფორმის სამყაროშიც. მან ეს მოსესთან წაიკითხა. მოსეს წმიდა წერილებში მოთხრობილია, რომ მოსემ ღვთით შთაგონებულმა და მისი ნების აღმსრულებელმა სპილენძისაგან შექმნა ჯვრის სახე და უთხრა ხალხს: "ყველა, ვისაც სწამს იგი, არ წარწყმდება, არამედ ექნება საუკუნო სიცოცხლე".

პლატონმა წაიკითხა ეს ყოველივე და ვერ მიხვდა, რომ ეს იყო ვერტიკალური ჯვრის სახე. იგი მიხვდა მხოლოდ, რომ ასო "X"-ის კონფიგურაცია პირველი ღმერთის ყველაზე ახლოს მყოფი ძალაა სამყაროში (აპოლოგია 1.60).

ბერძნული ანბანის ასო "X"-ს უკვე მეორე საუკუნეში იყენებდნენ მონოგრამული სიმბოლოების გამოსახატავად და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქრისტეს სახელს გულისხმობდა, არამედ იმიტომაც, რომ, როგორც ცნობილია, "უძველესი დროის მწერლები "X" ასოს ფორმის ჯვარს ანდრიასეულს ეძახდნენ, რადგან ამგვარ ჯვარზე აღესრულა მოციქული ანდრია პირველწოდებული", - წერდა არქიმანდრიტი გაბრიელი.

1700-იან წლებში მირონცხებულმა მეფემ პეტრე დიდმა ანდრიასეული ჯვარი სახელმწიფო გერბზე, თავის ბეჭედსა და საზღვაო-სამხედრო დროშაზეც გამოსახა, რითაც გამიჯნა მართლმადიდებლობა დასავლური მწვალებლობისაგან. საკუთრივ მისეული განმარტება გვაუწყებს, "წმინდა ანდრიას ჯვარი იმის გამო გამოვსახე, რომ რუსეთმა წმინდა ნათლობა მისგან მიიღოო".

KARIBCHEჯვარი "კონსტანტინეს მონოგრამა"
წმიდა მეფეს, კონსტანტინეს, მოციქულთა სწორს, "სიზმრად ქრისტე ღმერთი გამოეცხადა ცაზე გამოსახული ჯვრის ნიშნით და უბრძანა, რომ გაეკეთებინა დროშა ამ ნიშნის მსგავსი, რადგან სწორედ ის იქნებოდა მტრების თავდასხმისაგან დამცველი", - მოგვითხრობს საეკლესიო მემატიანე ევსევი პამფილოსი თავის წიგნში წიგნი პირველი "ნეტარი მეფის კონსტანტინესი". "ეს დროშა ჩვენც ვიხილეთ ჩვენი თვალით. ის ასე გამოისახებოდა: გრძელ მოოქრულ მახვილზე იყო განივი ქანდარა, რომელიც მახვილთან მთლიანობაში ჯვრის ფორმას სახავდა, ხოლო მასზე მხსნელის სახელი იყო: ქრისტეს ორი ასო I და P. ამ ასოებს მეფე შემდგომ ატარებდა თავის მუზარადზე".

KARIBCHE"ამ ასოებით შედგენილი კომბინაცია ცნობილია კონსტანტინეს მონოგრამით (ნახ. 8), შედგენილია ქრისტეს სახელის პირველი ორი ასოსაგან - "Xu"და "Po", - წერს ცნობილი ლიტურგიკის მცოდნე არქიმანდრიტი გაბრიელი, - ეს კონსტანტინესეული მონოგრამა იმპერატორ კონსტანტინეს მონეტაზეც გვხვდება. როგორც ცნობილია, ამ მონოგრამამ ფართო გამოყენება პოვა: იგი ჯერ გამოჭედილი იყო იმპერატორ ტრაიანე დეკიუსის ბრინჯაოს მონეტაზე (249-251 წ.წ.) ლიდიის ქალაქ მეონიაში; აგრეთვე გამოსახული იყო 397 წლის ჭურჭელზე; პირველი 5 საუკუნის მანძილზე გამოისახებოდა სამარხის ფილებზე, წმინდა სიქტეს სახელობის მღვიმეებში კედლის ბათქაშზე" (ნახ. 8 ა).

KARIBCHEჯვარი მონოგრამული "კონსტანტინეს შემდგომი პერიოდისა"
"ზოგჯერ "თ"-ასო, - წერს არქიმანდრიტი გაბრიელი, - გვხვდება "P" ასოსთან ერთად. წმიდა კალისტას სამარხის კატაკომბურ წარწერაში ნაპოვნი ეს მონოგრამა ბერძნულ ფილებზეც არის ქალაქ მეგარაში და წმიდა მათეს სახელობის სასაფლაოზე ქალაქ ტირში სიტყვებით: "ეს მეფეა თქვენი" (იოანე 19,14). პილატემ მიუთითა მაცხოვრის კეთილშობილურ წარმოშობაზე დავით მეფის დინასტიიდან და ეს წერილობით დაადასტურა მის თავზე დაფაზე წარწერით (მათე 27,37), რამაც, რა თქმა უნდა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დიდებისმოყვარე მღვდელმთავრებში. ამიტომ მოციქულები, ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის მქადაგებელნი, მეფედ იესოს ცნობდნენ, რასაც მოციქულთა საქმეთაგან ვიგებთ და კიდევაც დიდ დევნას განიცდიდნენ იუდეველთაგან. ბერძნული ასო "PO"(პო) – პირველი ასოა სიტყვისა "Pax", რომაულად "Rex" - ხოლო ქართულად "მეფე" - ეს არის სიმბოლო "იესო - მეფისა" იგი "Tab" ასოს თავზეა გამოსახული, რაც ქრისტეს ჯვარს ნიშნავს. ასონიშანთა ამგვარი გამოსახულება ჯვარცმული მეფის გამოხატვაა, - ვკითხულობთ მოციქულთა საქმეთაგან: "ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს, ბერძენთათვის სიშლეგეს, ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღმერთის ძალასა და სიბრძნეს" (1 კორინთ. 1,23-24). ასე რომ, "ეს მონოგრამა (ნახ. 9) წმიდა იუსტინეს განმარტებით გამოიყენებოდა ქრისტეს ჯვრის ნიშნით. I მონოგრამის შემდეგ იგი ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული (ნახ. 8). რომში იგი საყოველთაოდ იქნა მიჩნეული არა უადრეს 355 წლისა, ხოლო გალიაში - არა უადრეს მეხუთე საუკუნისა".

KARIBCHEჯვარი მონოგრამული "მზისებრი"
უკვე IV ს-ის მონაცემებში გვხვდება "I" - იესო "XP"-ისტეს მზისებრი მონოგრამა. ამ მხრივ ყველაზე ცნობილია კონსტანტინესეული (ნახ. 8) მონოგრამა, "რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მას მიემატა კიდევ ერთი დეტალი - ასო "I", რომელიც კვეთს მონოგრამას გარდიგარდმო", - არქიმანდრიტი გაბრიელი (ნახ. 10). ეს მზისებრი ფორმის ჯვარი სიმბოლოა წინასწარმეტყველების აღსრულების, ქრისტეს ჯვრის ყოვლად განმანათლებლობისა და მისი ყოვლისშემძლეობის შესახებ. "ხოლო თქვენთვის ჩემი სახელის წინ ძრწოლით მდგომთათვის ამოვა მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის სხივებში, - ამბობს სულიწმიდით შთაგონებული წინასწარმეტყველი მალაქია, - და გათელავთ ურჯულოთ. ისინი ფერფლად იქცევიან თქვენს ფეხქვეშ" (მალაქია 4,2-3).


KARIBCHEჯვარი მონოგრამული "სამკაპი"
გალილეის ზღვის ახლოს მიმავალმა მაცხოვარმა დაინახა მეთევზენი, რომელნიც ბადეებს წყალში ისროდნენ - ისინი მისი მომავალი მოწაფეები იყვნენ.

მათე იუწყება: "გამომყევით მე და კაცთა მებადურებად გაქცევთ თქვენ" (მათე 4,19), ხოლო მოგვიანებით ზღვასთან მჯდომი ასწავლიდა ხალხს იგავებით: "მსგავს არს სასუფეველი ცათა სათრომელისა ბადესა, რომელიც სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბოს" (მათე 13,47). სათევზაო ხელსაწყოში აისახა ცის სასუფეველის სიმბოლო. ამგვარ ხელსაწყოებს მიეკუთვნება სამკაპიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველა ფორმულა, ამავე მნიშვნელობის მატარებელი, ოდითგანვე გამოიხატებოდა საერთო სიმბოლოებით. ასე რომ, ქრისტეს სამკაპიანი მონოგრამა მიეკუთვნება ნათლისღების საიდუმლოს, როგორც, ასე ვთქვათ, მებადურის ქსელში ცის სასუფევლის დაჭერას. მაგალითად, "ევტროპის ძველ ქანდაკებაზე გამოკვეთილია წარწერა, რომელშიც ვკითხულობთ მისი მონათვლის შესახებ, იგი მთავრდება სამკაპიანი მონოგრამით".
ბეჭდვა
1კ1