საუფლო დღესასწაულებზე მრევლი უნდა ეზიაროს მაცხოვრის ცხოველსმყოფელ სისხლს და ხორცს
საუფლო დღესასწაულებზე მრევლი უნდა ეზიაროს მაცხოვრის ცხოველსმყოფელ სისხლს და ხორცს
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
რომ უფრო ახლოს მივეახლოთ უფალს. საუფლო დღესასწაულები განსაკუთრებულია დედა ეკლესიაში და გვახსენებს უფლის დედამიწაზე ყოფნის დროს შესრულებულ სასწაულებს. უფალმა ჩვენთვის ყველაფერი დაითმინდა, რათა ეჩვენებინა, რომ ადამიანები მარტო არ ვართ და უფლის მფარველობას ვგრძნობთ. უფალმა თავისი აღთქმა, ძველ აღთქმაში შეასრულა იესო ქრისტეს მოვლინებით. ამას სჭირდება გულთან მიტანა. მოვალეობის მიზნით, გაურკვევლად იქ ყოფნა არ ეპატიება ქრისტიან მრველს და თუ ვერ ვგებულობთ, აუციელებია ღვთისმსახურს ვკითხოთ, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მსახურების თითოეული ადგილი. ამას აქვს თავისი გააზრებული და კანონზომიერი ფორმა, რომელიც გვაუწყებს განსაკუთრებული დღესასწაულის არსებობას.
მრევლი მარხულობს იმისათვის, რომ ნაკლები იფიქროს სხეულზე და უფრო მეტი სულზე. ადამიანს რაც უფრო მეტი ენერგია დასჭირდება, ხორციელი საზრდელის გადასამუშავებლად, ამ დროს სული უფრო მეტად მოსვენებულ მდგომარეობაშია და მეტი გულისყური რჩება უფალზე და საკუთარ სულზე. საუფლო დღესასწაულებზე მრევლი უნდა ეზიაროს მაცხოვრის ცხოველსმყოფელ ხორცს და სისხლს. თვითოეულმა ჩვენგანმა მთელი მონდომებით უნდა შეიგრძნოს დღესასწაულის არსი. უფალი უხილავია, უხილავად მყოფობს მსახურებებზე ანგელოზებთან ერთად და განგვაძლიერებს, შეგვეწევა და ნებისმიერი განსაცდელიდან დაგვიხსნის.

მონასტერში უფრო სრულად აღინიშნება დღესასწაულები. მონასტერში ყველა კვირა დღესასწაულია და ამიტომაც ღამისთევა აღინიშნება. ღამისთევა რატომ არის განსაკუთრებული მსახურების წესი? მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ქრისტიანები დევნილები იყვნენ და ჩვენი სულიერი წინაპრები მიტოვებულ მღვიმეებში ემალებოდნენ მდევნელთა თვალს, იკრიბებოდნენ საღამოობით მსახურებაზე წასასვლელად. მათ თან მიჰქონდათ პური და ღვინო. მონასტერში მსახურება საღამოს იწყება. დღესასწაულებზე მთელი ღამით საძმო ყველა ფსალმუნს გალობით აღასრულებენ. . მონასტერში სრულად იკითხება კანონი. მონასტრის წევრები თვითონ არიან მედავითნეები, სტიქაროსნები, დიაკვანი, მღვდელმსახურიც. მგალობლებიც მონასტრის წევრები არიან.

მე თვითონ მონასტერში მივიღე ინფორმაცია და სწავლება. მას შემდეგ ღამისთევაზე უკეთესად ვგრძნობ თავს. ეკლესია გვასწავლის_ადამიანის ენერგია ღამისთევისას იშრიტება, ძნელია ფეხზე დგომა, სამაგიეროდ სული ხარობს და უფრო მეტ მადლს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი მსახურების დროს. მაშინ როცა ადამიანთა უმრავლესობას სძინავს, მონასტერში ბერ_მონაზვნები მსახურებენ. ამით აღდგება წესი იმ მსახურებისა, რომელიც ქართულ ეკლესიას ჰქონდა წლების განმავლობაში.


ბეჭდვა
1კ1