ნათლობით ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტი ღვთის ძენი
ნათლობით ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტი ღვთის ძენი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
ხოლო როდესაც ის 30 წლის გახდა, იოანესთან მივიდა, რათა მონათლულიყო იორდანეში. იოანემ მიუგო: "მე უნდა მოვინათლო შენგან", მაგრამ იესომ უპასუხა: "ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება". მაშინ იოანემ მონათლა იესო და გაიხსნენ ცანი და ღვთის სული მტრედივით გარდდმოვიდა მასზე. ჩემო საყვარელო ძმანო და ნადო! დღეს იორდანეს მოინათლა უფალი ჩვენი, მოინათლა წმინდა, უცოდველი კრავი, მოინათლა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენს განსაწმენდად. მოგიწოდებთ ყველას, მოინათლეთ და თქვენც მიიღებთ სულიწმიდის მადლს და ძალას, რათა აკეთოთ სიკეთე და დაამარცხოთ ბოროტება.
ნათლობით ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტი ღვთის ძენი და სული წმიდის მიღების მერე მტკიცედ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებეი, რომ განვამტკიცოდ ის მადლი, რომელიც მივიღეთ ნათლობის დროს.
ამინ!

ბეჭდვა
1კ1