ქორწინება ღვთივდადგენილი წესია მამაკაცისა და ქალის ერთობისათვის
ქორწინება ღვთივდადგენილი წესია მამაკაცისა და ქალის ერთობისათვის
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის (იგივე სოდომისტი "მაცაცოს") სარჩელი , რომლითაც იგი ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ის დებულება, რომლითაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობად არის დაფიქსირებული. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში - კონსტიტუციაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაიწეროს, რომ ქორწინება ეს არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი!
გვესაუბრება მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

- ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, რომელიც შეიძლება იწოდოს "ჟამთა აღვსებად", დრო რომელშიც მრავალთათვის დასაშვებად და განსახილველ თემად იქცა ის, რაც თუნდაც 20 წლის წინად ვერავინ წამოიდგენდა ჩვენს ქვეყანაში. ქორწინება ღვთივდადგენილი წესია მამაკაცისა და ქალის ერთობისათვის, ურთიერთის დახმარებისა და გამრავლებისათვის, ჩვენ მოვესწარით კაცობრიობის არსებობის იმ პერიოდს როდესაც ამერიკის და ევროპის ბევრმა წამყვანმა სახელმწიფომ ნორმად ჩათვალა არათუ ჰომსექსუალიზმი, არამედ თვით ჰომოსექსუალური "ქორწინება" და იმდენად შორს წავიდა მათი "ჰუმანიზმი", რომ დააკანონა ჰომოსექსუალური წყვილის მიერ შვილად აყვანის უფლებაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს არათუ ჰუმანისტური, არამედ უკიდურესად ანტიჰუმანურია, რადგან ბავშვი ბუნებითად შობილი ქალისა და მამაკაცის, ანუ დედის და მამის კავშირის შედეგად, ხელოვნურად ხდება ორი ქალის, ან ორი მამაკაცის " შვილი", რაც თავისთავად არაბუნებრივი ექსპერიმენტია, ხოლო ასეთი ბავშვი კი - მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც ცხოვრობს "ოჯახში", სადაც ორი მამაკაცი, ან ორი ქალი სქესობრივ თანაცხოვრებას ეწევა, ტრამვირებულია და მისი ფსიქიკა და სულიერი სამყარო განადგურებას განიცდის. შესანიშნავად ჩამოაყალიბა სათქმელი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ორიანა პალაჩიმ: "სახელმწიფო კანონებს არ შეუძლია უგულვებელყოს ბუნების კანონები, სახელმწიფოს უფლება არ აქვს მისცეს ბავშვი "მშობლებს", რომლებთანაც გაიზრდება იმ რწმენით, რომ დაიბადა ორი მამის, ან ორი დედის ხელში და არა დედ-მამისაგან".

არის სახელმწიფოთა ნაწილი, რომლებმაც ჰომოსექსუალური ქორწინებები სცნო, მაგრამ აკრძლა მათ მიერ შვილის აყვანის უფლება, ეს, რა თქმა უნდა, შედარებით უკეთესი მიდგომაა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ანტისაზოგადოებრივი მდგომარეობაა. ქორწინება ყოველთვის იყო მამაკაცისა და ქალის კავშირი და ის ასეთად დარჩება მიუხედავად იმისა, თუ რა ექსპერიმენტებს და საკანონმდებლო რეგულაციებს განახორციელებენ თანამედროვე სახელმწიფოები.

დღეს ხშირად ჩნდება კითხვა: ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, თუ ცოდვა? ქრისტიანული მოძღვრებით (და სხვა რელიგიათა უმრავლესობის ერთობივი მოწმობით) ეს არის ცოდვაც და ავადმყოფობაც. რა თქმა უნდა, ეს არ არის სომატური (ფიზიკური) ავადმყოფობა, არამედ ესაა ფსიქიკური (სულიერი) სნეულება. ზოგადად ტერმინი "ავადმყოფობა" ორმაგი მნიშვნელობისაა - ამ სიტყვას აქვს სამედიცინო და საღვთისმეტყველო გააზრებანი. მაგალითად ამპარტავნება, ან სიცრუისმოყვარეობა არაა ავადმყოფობა სამედიცნო აზრით, მაგრამ ქრისტიანული ანთროპოლოგიით და ღვთისმეტყველებით ესენი სულის ავადმყოფობანია. ჰომოსექსუალიზმი სამედიცნო კუთხით არის თუ არა ავადმყოფობა, ამას ეთიკური და რელიგიური ასპექტებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ ვართ მედიკოსები და არ ვეხებით სამედიცინო სფეროს, ქრისტიანობა სულის მკურნალი რელიგიაა და სულს იკვლევს და არა სხეულს, სულიერი მოძღვრები კი სულის მკურნალნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ბოლო ორი ათეული წელია იგი ამოიღო დაავადებათა სიიდან, ეს არსებითად არაფერს ცვლის, დაავადებები ამ ორგანიზაციის არსებობის და შეხედულებების მიუხედავად დამოუკიდებლად არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ, ჩემი აზრით ამ ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება არის ჰომოსექსუალიზმის ლობისტების დიდი მუშაობის შედეგი, გამოწვეული პოლიტიკური და სუბიექტური ფაქტორებით. დღეს ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე მეტად, ლობისტების მთავარი ამოცანაა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და პუპულარიზაცია. იქამდე მივიდა ზოგი ქვეყნის "დემოკრატიზმი", რომ ამ რამდენიმე წლის წინათ ერთერთ საკანდინავიურ ქვეყანაში დაპატიმრეს ლუთერანი პასტორი იმის გამო, რომ მან ქადაგებისას ამ მოვლენას უწოდა ცოდვა. შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ რიგ ეკონომიკურად და პოლიტიკურად წამატებულ ქვეყნებში დამკვიდრდა ჰომოსექსუალიზმის ლობისტების დიქტატურა და ეს დიდქტატურა თანდათან იზრდება და ჩვენი ქვეყნისკენაც მოიწევს.

ამ სულის გამოძახილია მრავალი პროტესტანტული ეკლესიის მიერ, რომელებიც იმავდოულად ხშირად სახელმწიფო ეკლესიები არიან [ტერმინი "სახელმწიფო ეკლესია" გულისხმობს ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად იმართება სახელმწიფო აპარატის მიერ და პრაქტიკულად სამთავრობო დაწესებულებაა] (მაგ. შვედეთის და დანიის ლუთერანული ეკლესიები, ინგლისის (ანგლიკანური) ეკლესია და ა.შ.) მმართველი ხელისუფლებების დაკვეთით დააკანონეს ჰომოსექსუალური "ქორწინება" და "ჯვრისწერა", ეს მკრეხელობა რომელიც სრულ ანტაგონიზმში მოდის ბიბლიის სწავლებასთან დღეს ღიადაა შეწყნარებული ამ ფსევდოქრისტიანული ეკლესიების მიერ, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა გვკვირდეს, რადგან აღესრულება წმინდა წერილის წინასწარმეტყველური სიტყვა: " ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი, რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი"(მეორე ტიმოთე, თ.3, 1-5).

დიახ, ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა ბიბლიის და ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად, მაგრამ იმავე ბიბლიის და ღვთისმეტყველების მიხედვით ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, მათ შორის უნდა გვიყვარდეს ჰომოსექსუალი ადამიანი, ეკლესია გმობს ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ უყვარს ადამიანი და მოუწოდებს მას მშობლიური სიყვარულით განიწმინდოს ბიწისაგან და სინანულისა და რწმენის გზით განახლდეს. ეკლესია არის ზეჰუმანური და ზეადამიანური დაწესებულება სადაც "აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში" (გალატელთა მიმართ, თ.3, 28).

ბეჭდვა
1კ1