აღსარების მიზანი და ცოდვის არსი
აღსარების მიზანი და ცოდვის არსი
(გაგრძელება)
ამაზე კვლავ უნდა დავფიქრდეთ. აზრი არ აქვს ამორჩევას, რა შევინანოთ, რისი სინანული "არ ღირს", რამეთუ არ ვუწყით, შევძლებთ თუ არა მოვიცილოთ ის თითქოსდა მცირე ცოდვა, რომელიც ჩავიდინეთ. მცირე ცოდვით თუ დიდით - ჩვენ გადავაბიჯეთ ზღვარს, ღვთის სამფლობელოდან მტრის ბანაკში გადავედით, ნათლის სამეუფოდან წყვდიადის სამეუფოში; უკან კვლავ ნათელი სახით, შეუმჩნეველნი უკვე ვეღარ ვბრუნდებით. კვლავ გაგიმეორებთ: იმისათვის, რომ აღსარება განმწმენდელი აღმოჩნდეს, ის ჭეშმარიტი შერიგება უნდა იყოს.

ახლა: შერიგება ვისთან ან რასთან? როდესაც აღსარებაზე მივდივართ, უმეტესწილად ვფიქრობთ, რომ ღმერთს უნდა შევურიგდეთ და საკმარისია, მას ვუამბოთ ყველაფერი, ან რამდენიც შეგვიძლია, რომ მან გვითხრას:

- შეგინდობ!

მაგრამ ასე არ არის, რადგან უმეტესწილად ცოდვებს რომელიმე ჩვენი მოყვასის დამცირების, შეურაცხყოფის, დაჩაგვრის ხარჯზე ჩავდივართ; შერიგებაც იქიდან უნდა დაიწყოს, რომ შევურიგდეთ მათ, ვის წინაშეც დამნაშავენი ვართ. ღმერთს არ შეუძლია შეგვინდოს ის, რაც მოყვასის წინაშე დავაშავეთ, სანამ მასთან შესარიგებლად თავად არაფერი გაგვიკეთებია. ამიტომ როდესაც, ვთქვათ, შენდობის კვირა დგება, სრულიად ამაოდ დავდივართ და ვეუბნებით მოყვასს: "შემინდე!" ისინიც გვპასუხობენ: "ღმერთმა შეგინდოს!" - თუ თავად არაფერი გაგვიკეთებია იმისათვის, რომ მივსულიყავით მათთან, ვისაც ვაწყენინეთ და არა მათთან, ვის წინაშეც არაფერი დაგვიშავებია; მეორეც, თუ მათ საკუთარი სირცხვილი, ორგულობა და გამცემლობა არ გავუმხილეთ.

დაბოლოს, შერიგება უნდა მოხდეს თავად საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში და არა მხოლოდ ღმერთთან ანდა მოყვასთან; ანუ ერთი მთლიანობა უნდა გავხდეთ იმ დანაწევრებისა და დაქუცმაცებულობისგან, რაც ჩვენი გამუდმებული მდგომარეობაა. გახსოვდეთ, მოციქული პავლე ბრძანებს: სიკეთეს, რომელიც მიყვარს, არ ვიქმ; ხოლო ბოროტებას, რომელიც მძულს, გამუდმებით ვაკეთებ (იხ. 7, 19). ჩვენში მართლაცაა განყოფა: განყოფა მართალ მხარეს, ჭეშმარიტ აზრებსა და გულის სურვილებს შორის; ჩვენს სწრაფვაში სიკეთისადმი და ბოროტების წადილს შორის.

ეკლესიის ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ სამყაროს მდგომარეობას სამი ნება განსაზღვრავს. ნება ღვთისა - მუდამ მადლიანი და მაცხოვნებელი, მაგრამ უფალი გვიხმობს და არ გვიტყუებს და გვაიძულებს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს, რომ უფალს ყველაფერის გაკეთება ძალუძს, გარდა ერთისა: ვერ გვაიძულებს მის სიყვარულს, რამეთუ სიყვარული თავისუფალი ნიჭია, საკუთარი თავის გაღებაა.

მაგრამ არსებობს სხვა ნება - სატანური, ბნელი ნება, მუდამ დამანგრეველი, მუდამ ბოროტების, ჩვენი დანგრევისკენ მიმართული, ჩვენი მეშვეობით კი სხვების დანგრევით, ღვთისა და მიწაზე უფლის საქმეების დამარცხებით. სატანა ყველაფერს გვპირდება, გვიტყუებს, ის თავისთან გვიხმობს და მუდამ გვატყუებს. ყოველთვის, როდესაც ვუჯერებთ და ვხედავთ, რომ მოტყუებულნი დავრჩით, ჩაგვჩურჩულებს: დიახ, მაგრამ უფრო ცოდვილად, უფრო თამამად რომ მოქცეულიყავი, ჩემგან აღთქმულს მიიღებდი! - და ნაპრალში სულ უფრო და უფრო ღრმად გვითრევს.

ამ ორ ნებას შორის - ადამიანური ნებაა; მას შეუძლია გადაიხაროს ღვთის მხარეს, რომელიც თავად გვიბოძებს საკუთარ თავს; ანდა სატანის მხარეს, რომელსაც ჩვენი მოპოვება, სამუდამო სიკვდილში ჩათრევა სურს. ჩვენზეა დამოკიდებული ის, რაც მიწაზე ხდება.

ამ მიმართებაში ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი დაქუცმაცებულობა, ჩვენი დაბნელება - დაბნელება გონებისა, გულისა (გახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ) და მერყეობა ჩვენი ნებისა, რაც იმაზეა დამოკიდებული, რომ გულს უფალს არ ვუძღვნით, არ ვუბოძებთ მოყვასს, არ ვუბოძებთ არც სილამაზეს, სიმართლეს, ჭეშმარიტებას; რომ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვუბოძებთ საკუთარ თავს ჭეშმარიტ ღირებულებებს. ესაა ჩვენი საწუხარი. აი, სად იწყება ჩვენი შერიგება - რასთან? რასაკვირველია, არა შერიგება ჩვენს მდგომარეობასთან, არამედ მოსაგრე შერიგება ღმერთთან, მოყვასთან, საკუთარ თავთან. ამაზეც ძალიან ყურადღებით უნდა დავფიქრდეთ.

როდესაც საუბარია აღსარებაზე, შესაძლოა, ღირდეს იმის გახსენება, რას წარმოადგენდა აღსარება ადრეულ ხანებში. ის აღსარება, რომელსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ, არ იყო. მოციქული იაკობი ბრძანებს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაითა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16). ძველად ასეც იყო. იყო არა აღსარება ყველა შესაძლებელი მცირე ცოდვებისა, არამედ ცოდვილობის სამი კატეგორიის აღიარება იყო საჭირო, სანამ ღმერთსა და ეკლესიას შეურიგდებოდნენ.

პირველი - ქრისტე ღმერთისგან განდგომა, არა როგორც მსოფლმეხდველობის შეცვლა, არამედ როგორც უსიყვარულობის განსაზღვრული ნიშანი. ღვთისა და ადამიანისგან განდგომა ნიშნავს იმის განცხადებას, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რომ შეიძლებოდა, ის საერთოდ არც არსებულიყო - მე მაინც განვაგრძობდი არსებობას, ცხოვრებას, სიცოცხლით სიხარულს. ეს პირველი მთავარი ცოდვაა. ნურც იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ მათი ცოდვაა, ვინც სახალხოდ ხდება უღმერთო ანდა ვინც თავისი ცხოვრება უღმერთო გახადა. ჩვენ ამას გამუდმებით ვაკეთებთ; ყოველთვის, როდესაც გვაქვს არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის და წყვდიადს ვირჩევთ, ღმერთს ვეუბნებით: "შენს ნათელს ბნელს ვამჯობინებ". ეს კი სულაც არ არის მარტივი და უბრალო საქმე. საკმარისი არ არის, აღსარებაზე ამა თუ იმ სიტყვით ისაუბრო: არასწორად მოვიქეცი, ვთქვი, ვიფიქრე, ვიგრძენი; უნდა განსაზღვრო, რას ნიშნავს ეს ჩვენს დამოკიდებულებაში ღმერთთან.

მეორე ცოდვა, რომელიც აუცილებლად უნდა აღიარო, არის მკვლელობა, რომელიც, არსებითად, იგივე უარყოფაა, იგივე განცხადებაა, რომ ვიღაც ზედმეტია, სამყაროში საერთოდ არ არის საჭირო; ეს უკიდურესი უსიყვარულობაა ადამიანის მიმართ. რასაკვირველია, ჩვენ მკვლელნი არ ვართ; მაგრამ რამდენჯერ მივემსგავსებით პირველმკვლელ კაენს, როდესაც ვფიქრობთ: "რა კარგი იქნებოდა, ეს ადამიანი დედამიწაზე რომ არ არსებობდეს! ეშმაკმა წაიღოს!" რომელი ჩვენგანი იტყვის, რომ არასოდეს უფიქრია, თითქოს ესა თუ ის ადამიანი მის ცხოვრებაში უმაქნისია და უკეთესი იქნებოდა, თუ არ იარსებებდა; რისთვის არსებობს ამქვეყნად? რისთვის შექმნა ის ღმერთმა? რისთვის გადაკვეთა მან ჩემი გზა, რატომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში? ეს პირველი მკვლელის, კაენის აზრებია.

და შემდეგ, მესამე ცოდვა - მრუშობაა. მრუშობა იმაში მდგომარეობს, რომ შეიბილწება და ინგრევა უკვე არსებული სიყვარული; მართალია, ის სუსტია, ბჟუტავს, როგორც სანთელი საცხოვრებელ წყვდიადში, მაგრამ ის ნათელია, რომელიც ვიღაცამ ჩააქრო. ეკლესიის მამები სხვა რამესაც ამბობენ: რომ მრუშობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენს გულს ქმნილებას ვუბოძებთ და ამ ქმნილების შემქნელს, ღმერთს ზურგს ვაქცევთ; ეს არის მომენტი, როდესაც ვსპობთ და ვბილწავთ ჩვენს სიყვარულს ღვთისადმი.

აი, ის სამი ცოდვა, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ არც ღმერთი მიყვარს და არც მოყვასი, სიყვარულის არ მჯერა; ამას ძველ დროში მთელი ეკლესიისა და ხალხის წინაშე აღიარებდნენ, რადგან არ შეიძლებოდა, ღვთის, ადამიანისა და სიყვარულის უარმყოფი ეკლესიას მიკუთვნებოდი.

იკითხავთ: ეს როგორ შეიძლება? როგორი ურთიერთობები ყალიბდებოდა ადამიანებს შორის ასეთი აღსარების შემდეგ? ახლა რომ ასეთი აღსარება ითქმებოდეს, ურთიერთობები, სავარაუდოდ, ძალიან ღრმად შეირყეოდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველად ეკლესია იდევნებოდა; ქრისტიანად გასახდომად ქრისტესა და სხვა ყველა დანარჩენს შორის არჩევანი უნდა გაკეთებულიყო; არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებასა და რწმენას შორის, არამედ რწმენასა და ყველაზე ახლობლებს შორის. როდესაც ადამიანების ქრისტიანობა გამჟღავნდებოდა ხოლმე, მათ სიკვდილით სჯიდნენ და აწამებდნენ ახლობლები: მამები, დედები, ცოლები, შვილები, ქმრები. ამიტომ ყოველმა ქრისტიანმა სხვა ქრისტიანთა შორის იცოდა, რომ მათი გარშემომყოფი ადამიანები მისი ყველაზე ახლობლები იყვნენ. ადამიანურად რომ ვთქვათ, მათ არაფერი აერთიანებდათ; სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, სხვადასხვა კულტურა ჰქონდათ, სხვადასხვა ფერისანი იყვნენ, სხვადასხვა სოციალურ წრეს მიეკუთვნებოდნენ; ეს ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერთმანეთს არც კი დაელაპარაკებოდნენ. ეკლესიის სათემოში კი მათ იცოდნენ, რომ ისინი ქრისტემ შეაერთა; რომ ქრისტეში ერთნი იყვნენ; რომ შესაძლოა, მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ ამხედრებულიყო, მაგრამ თითოეული აქ მდგომი ქრისტეს სახელით იდგა. მათ აერთიანებდათ რწმენა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული. ამიტომაც მათ შეეძლოთ, საკუთარი სული გაეხსნათ, საკუთარი სულის ყველაზე ბნელით მოცული სიღრმეები ამოებრუნებინათ ერთმანეთის წინაშე, რადგან უწყოდნენ, სათემოს თითოეული წევრი ამ აღსარებას ძრწოლით მიიღებდა, მაგრამ არა სიძულვილით, არამედ თანაგრძნობით; რომ ეს იქნებოდა მთელი სხეულის ტანჯვა იმის გამო, რომ მისი ერთი წევრი დაჭრილია, ლპება და იღუპება. მაშინ ეს შესაძლებელი იყო; მაშინ ქრისტიანულ სათემოს შეეძლო, თითოეული წევრის ცოდვა სიყვარულით ეზიდა და განეკურნა ის არა სანტიმენტალიზმით, არა იმით, რომ ეთქვა:

- არა უშავს, ხდება ხოლმე! გაივლის!..

არა: განკურნოს ის ცოდვის წინაშე ძრწოლით, ღრმა ძრწოლით, მაგრამ ძრწოლით თანაგრძნობისა, ამ ცოდვის საშინელების ხედვით და იმით, რომ ამ ადამიანის გადარჩენა საჭიროა მარადიული სიკვდილისგან და არა დროებითი უბედურებისგან. საუბარი არ იყო ადამიანისთვის მისი მდგომარეობის დროებით შემსუბუქებაზე, არამედ მის განკურნებაზე.

სწორედ ეს აღარ გვაქვს, ეს გახდა შეუძლებელი; რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ქრისტე როდი გვაერთიანებს; ჩვენ გვაერთიანებს კულტურა, ენა, საზოგადოებრივი წყობა, ისტორიული ბედი, - ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს და ძალზე ბევრ რამეს მივეკუთვნებით ეკლესიის გარეთ. როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობ, რასაკვირველია, ტაძარი და ღვთსისმსახურება როდი მაქვს მხედველობაში, არამედ ის, რაც შეადგენს ეკლესიას, ანუ ღმერთკაცის საზოგადოებას, მთლიანად ღვთაებრივ ქრისტეს, სული წმიდის, ზეციური მამის მეშვეობით; და მთლიანად ადამიანურს, კვლავ ქრისტეს მეშვეობით და ჩვენი მეშვეობითაც. ჩვენში ორი სიცოცხლეა, შიგნით გაყოფილები, გათიშულები, რაღაცაზე მიჯაჭვულები ვართ, რაც გვაკარგვინებს იმ შინაგან სამეუფო თავისუფლებას, რომელიც ძველ ქრისტიანებს ჰქონდათ. თუ ზოგიერთი მათგანი თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობით იყო კიდევაც მონა, ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით თავისუფალნი იყვნენ.

ამიტომაც, ეს ღია, მაკურნებელი, ტრაგიკული აღსარება, რომელიც ძველ დროში შესაძლებელი იყო, ახლა შეუძლებელი გახდა. საშინელებაა, როცა ეს აღსარებას ეხება; მაგრამ კიდევ უფრო საშინელია სხვა შემთხვევაში: ეს ჩვენს ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებებზეც ვრცელდება. როგორ ფრთხილად ვუტყდებით ერთმანეთს საკუთარ ცოდვილობაში! როგორ გვეშინია, რომ ვინმემ, ჩვენმა მოყვარულმა ახლობელმაც კი, არ შეიტყოს, რა ადამიანები ვართ სინამდვილეში!.. მაშასადამე, ხრწნა მიმდინარეობს უფრო სიღრმეში, ნგრევა გაცილებით უფრო სიღრმისეულია და სულ უფრო ღრმავდება, შინაგანად გვანგრევს და ანადგურებს არა მხოლოდ ჩვენს ურთიერთობებს ერთმანეთთან ღმერთში, არამედ ჩვენს ყველაზე უბრალო ადამიანურ ურთიერთობებსაც.

მასალა მომზადებულია წიგნიდან - მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი),
"აღსარების შესახებ", თბილისი, 2012

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler