მონასტერში საკაცით მიყვანილი მეფე თბილისში თავისი ფეხით, სრულებით ჯანმრთელი მიბრძანდა...
მონასტერში საკაცით მიყვანილი მეფე თბილისში თავისი ფეხით, სრულებით ჯანმრთელი მიბრძანდა...
თამარის ბრწყინვალე ეპოქის შემდგომ საქართველოს სახელმწიფო არნახული სისწრაფით დაეშვა უფსკრულისაკენ, რისი მიზეზიც მონღოლთა გამოჩენა გახლდათ. 1220 წელს მათ დაზვერეს ქვეყანა და სულ მალე გაბატონდნენ კიდეც. 1947 წლიდან კი ჩვენში, თავიანთი ნაცადი მეთოდით, ორი კაცი გაამეფეს - დავით მეშვიდე ულუ, ლაშა-გიორგის ძე, დავით მეექვსე ნარინი, ძე რუსუდანისა, რამაც დაშალა კიდეც სამეფო.

მოსახლეობა უმძიმეს მონღოლურ გადასახადებს ვეღარ უძლებდა და მთაში იხიზნებოდა, დაცლილ მამულებს კი თავადაზნაურობა ჩალის ფასად ყიდდა.

ქართველ მეომართა დიდი ნაწილი ომებში იღუპებოდა, ხალხში კი მონღოლური ჩვეულებები ინერგებოდა... ვითარება მონღოლთა იმპერიის გაყოფამაც გაართულა. საქართველო სასაზღვრო ზოლში აღმოჩნდა და მათი ბრძოლების ველად გადაიქცა.

ილხანებმა ქართველთ სიბაზე დოგმა განუწესეს. შიბა თავდაცვით ზღუდეს ნიშნავს და იქ ქართველთა და მონღოლთა ჯარი მუდმივად იმყოფებოდა ოქროს ურდოს შემოსევათა დასაკავებლად.

ოქროს ურდოს ყაენმა, სახელად ბერქამ, ორჯერ დაამარცხა პელაგუ და 1265 წლიდან საქართველოში შემოიჭრა... კახეთ-ჰერეთის უსასტიკესმა ლაშქრობებმა საბოლოოდ დასცა და გაანადგურა ქალაქები: ხორნაბუჯი და რუსთავი...

თბილისისაკენ მიმავალ გზაში ბერქა გარდაიცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად ილხანებს ოქროს ურდოსი მაინც ეშინოდათ და სიბები არ მოუშლიათ.

სიბაზე დგომა სამეფო ოჯახსაც ევალებოდა, საველე პირობებში კი ნოყიერი ნიადაგი იქმნებოდა მომაკვდინებელ ეპიდემიათა გავრცელებისათვის. ამ საშინელი სენით დაავადდა დავით ულუს ვაჟი, გიორგი... შვილის სნეულებით დამწუხრებულმა მეფემ შემწეობა დმანისის ღვთისმშიბელს შესთხოვა თურმე, რის შედეგადაც უფლისწული მეყსეულად განიკურნა...

მალე სიბაზე მდგომი მეფე თავადაც მძიმედ დასნეულდა... მკურნალებმა ვერაფერი გააწყვეს და სნეული მეფე მარტყოფს მიასვენეს...

დავითმა კეცზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან მხურვალედ ილოცა (თიხის ფირფიტაზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან სასწაულებრივად გადასული ეს ხატი საქართველოში თავად ანტონ მარტყოფელს ჩამოუბრძანებია და საუკუნეთა მანძილზე იგი ჩვენი დიდი სიწმინდე იყო, თუმცა, მოგვიანებით, იგი დაიკარგა), ცრემლთა ფრქვევით გამოითხოვა წყალობა ღვთისაგან და უფალმაც შეივედრა იგი... მონასტერში საკაცით მიყვანილი მეფე თბილისში თავისი ფეხით, სრულებით ჯანმრთელი მიბრძანდა...
ბეჭდვა
1კ1