"მე რაღად მომმართეთ, თუ შვილისთვის ასეთი ექიმი გყავდათ?!"
"მე რაღად მომმართეთ, თუ შვილისთვის ასეთი ექიმი გყავდათ?!"
რამდენიმე წლის წინ კვიპროსელ ბერძენთა ოჯახი (მათი გვარი ვასილიუა) დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: - მათ ლეიკოზით დაავადებული 12 წლის ანდრიასთვის ზურგის ტვინის გადანერგვისთვის დონორი დასჭირდათ. ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გადაიცა, დონორიც გამოჩნდა და ოჯახმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად იწყო სამზადისი, სადაც ოპერაცია უნდა ჩაატრებულიყო.

თუ რაოდენ ევედრებოდა უფალს ვასილიუს ოჯახი შვილის გადარჩენას, ტელესიუჟეტიდანაც კარგად ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმინდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა წამოეღოთ და საამისოდ კუნძულ ანდროსზე მდებარე წმინდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით გაესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, ოპერაციის მსვლელობისას წმინდა მარინე ყოფილიყო მათი შვილის შემწე.

მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმინდა მარინესადმი დიდი სასოებით ოჯახი ამერიკაში გაემგზავრა.

KARIBCHEშესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს, ცოტა ხნით ადრე კი ქირურგთან ერთი ქალბატონი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმი იყო და ოპერაციაზე დასწრება სურდა. საუბარში ქალბატონმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოავლინა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეჰპარვია, თუმცა აუხსნა, რომ მსგავსი სირთულის ოპერაციებზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელი იყო და მისი სამედიცინო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავს რამეს ადგილი არასოდეს ჰქონია. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა...

ოპერაციაზე შესვლამდე ქალბატონი მდივანთან გაგზავნა, სადაც ამ უკანასკნელს თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა...

უცნობი ექიმი ქალბატონი არა მარტო დაესწრო, ენერგიულადაც ჩაერთო ოპერაციის მსვლელობაში და რამდენჯერმე გარდამტეხი რჩევებიც მისცა ქირურგს.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალბატონს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა... ანდრიას მშობლები მყის დაეკითხნენ, თუ რა შედეგით დასრულდა ყველაფერი, ქირურგმა კი უეცრად ჰკითხა: "თუ ასეთი ექიმი გყავდათ ბავშვისთვის ნაპოვნი, ვეღარ გამიგია, მე რაღატომ მომმართეთო".

არანაკლებ გაოცებულმა მშობლებმა უარყვეს, - არავითარი ექიმი არ გვყოლია და არც ასეთ ექიმს ვიცნობთო, მაგრამ ქირურგმა ურჩია: - ცოტა მოითმინეთ და თქვენი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვაო...

KARIBCHEმოკლედ, ამაოდ ეძებეს უცნობი ქალბატონი, რომელიც გაუჩინარდა, ბოლოს ანდრიას მშობლებმა ისღა ივარაუდეს, ალბათ, რომელიმე ექიმი საბერძნეთიდან თუ კვიპროსიდან თანადგომისათვის ჩამოვიდაო და მდივანთან მისი ვინაობის დასადგენად მივიდნენ, რომ მადლობა გვიან მაინც გადაეხადათ, მაგრამ ყველას გასაოცრად უცნობ ექიმ ქალბატონს ჟურნალში საკუთარი თავი ასე დაეფიქსირებინა: "მარინე ანდროსიდან"...

მაშინღა მიხვდნენ, ვინ შეეწია მათ შვილს, თვალები სიხარულის ცრემლით აევსოთ და გაახსენდათ, რა სიტყვებით დალოცა წმინდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენმა გამგზავრებამდე: "წადით ამერიკაში და დაე, წმინდა მარინე იყოს თქვენი შემწე საოპერაციოშიო..."

იმ დღიდან ოჯახმა აღთქმა დადო, კუნძულ ანდროსზე, წმინდა მარინეს მონასტერში ყოველწლიურად დასწრებოდნენ სასწაულთმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.
ბეჭდვა
1კ1