რა არის მარხვა? -ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:
რა არის მარხვა? -ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.

მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:
- აი, ეს არის მარხვა - როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს..."
ბეჭდვა
1კ1