ღირსი მამა გაბრიელი და მისი დედა, მონაზონი ანა
ღირსი მამა გაბრიელი და მისი დედა, მონაზონი ანა
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე. მონაზვნად აღკვეცის კადრები, 1996 წლის 6 მარტი, მაშინ მონაზონი ანა 87 წლის გახლდათ (გარდაიცვალა 2000 წლის 21 აპრილს 92 წლის ასაკში). იქვე მცირე მოგონებაც ამოვიკითე:
"ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია. მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა, განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? რა იქნებოდა, თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო. მამა გაბრიელი მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ სახარება მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა, იმავე ღამეს სახლი დატოვა და უკან კარგა ხანს არ დაბრუნებულა, ვიდრე მშობელმა საქციელი არ შეინანა. მაშინ ის 12 წლისა იყო. გამოხდა ხანი. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ უამრავი ქართველი დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს უბრძანა, არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო. მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას. სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა მამა გაბრიელმა, მაშინ უკვე მღვდელმონაზონმა, და ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, ყველას წესი აუგო.
KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1