ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვს
ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვს
წყაროდან საკუთარი ფეხით, დაუხმარებლად ამოვედი
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მონაზვნური ცხოვრება 1991 წელს განახლდა. მანამდე აქ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხოლო მის შემოგარენში, მოკრძალებულ ქოხებში, რუსი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ამჟამად მათგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ყველამ მიაბარა უფალს ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლით დამაშვრალი სული. 1996 წელს მოღვაწეთა ახალი თაობა მოვიდა მონასტერში და იღუმენია თეოდორას (მახვილაძის) ხელმძღვანელობით წმინდა სავანის აღორძინებას შეუდგა.

მონასტრიდან ქვემოთ, ხეობაში, მოჩქეფს წმინდა ნინოს წყარო, რომელიც, ისტორიული გარდამოცემის თანახმად, წმინდანის ლოცვით აღმოცენებულა.

სასოებითა და რწმენით მოსულებს ეს ანკარა წყარო ოდითგანვე აპკურებდა თავის მაცოცხლებელ, გამამრთელებელ და განმწმენდელ ძალას. 2000 წლამდე ამ ადგილას რკინის გეჯა იდგა, რომელიც შემოდგომაზე - ფოთლებით, ხოლო ზამთარში თოვლით იფარებოდა. მადლიანი ადამიანებისა და მონასტრის მოღვაწეთა თაოსნობით წყაროზე ემბაზი აშენდა და ღირსეული პატივი მიეგო ამ ადგილს. იქვე აიგო წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება. დღემდე ურიცხვი ხალხი მოედინება წყაროსკენ და წმინდა ნინოს შეწევნას სასოებითა და რწმენით მინდობილი, სასწაულებრივ კურნებას იღებს.

20 წლის ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სასწაულმოქმედი წყაროს მაკურნებელი ძალა. აი, რა გვიამბო მან:

დაახლოებით 9 წლის წინ, 11 წლისა, მძიმედ გავხდი ავად. საზღვარგარეთ ვიმკურნალე. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იქიდან დაბრუნებისას ფრენამ ცუდად იმოქმედა და ძალიან დავსუსტდი. ახლობლების დაუხმარებლად სიარული მიჭირდა, თავბრუ მეხვეოდა, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი და ხშირად ვეცემოდი. მაშინ წავედი პირველად ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც გავიცანი საოცრად სათნო ადამიანი - დედა ქსენია (ახლა უკვე მონაზონი ნინო). შემომთავაზა, წმინდა ნინოს წყაროზე წავიდეთო. მაშინ შევიტყვე, რომ ამ წყაროს თავისით ამოეხეთქა. იმ დროისათვის იქ არც ემბაზი იყო გაკეთებული და არც ეკლესია იყო აგებული. ფოთლებში ის მილიც კი არ ჩანდა, საიდანაც წყალი წვეთავდა.

დედაჩემი და დედა ქსენია აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და წყაროზე გაჭირვებით ჩამიყვანეს - ვბარბაცებდი. დედა თეოდორაც ჩვენთან იყო. მომაკვდავს ვგავდი, ფერი არ მედო. დედა ქსენია მეფერებოდა, მამხნევებდა: ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვსო. მე არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. დედა ქსენიამ ლიტრნახევრიანი ბოთლები წყლით აავსო. მახსოვს, ზამთარი იყო, დეკემბერი. ასევე, ჩაცმულს გადამასხეს ორი ბოთლი. წყალი თითქოს საერთოდ არ იყო ცივი. სასწაული კი ის გახლდათ, რომ წყაროდან საკუთარი ფეხით, დაუხმარებლად ამოვედი. რამხელა აღმართი, როგორი ხვეული ბილიკები და ერთხელაც არ დამჭირვებია ვინმესთვის ხელის მოკიდება. თავბრუხვევაც აღარ მიგრძნია. თითქოს ფრთები შემესხა და ჩიტივით ამოვფრინდი.

დედაჩემი გაოცებისგან კარგა ხანს ვერ მეკარებოდა. უკვირდა, რომ დაუხმარებლად დავდიოდი. დედა თეოდორა კი ისეთი სიამაყით მომყვებოდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

დედა ქსენიამ წმინდა ნინოს წყალი გამოგვატანა. თბილისში რომ დავბრუნდით, ვსვამდი ამ წყალს და სრულიად გამოვჯანმრთელდი. ერთი რამ არის საკვირველი: რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს ოთახში, წყალი ყოველთვის ანკარა წყაროსავით ცივია.

ერთხელ ტელევიზორში გადაცემა იყო წმინდა ნინოს წყაროზე. შემთხვევით გადავრთე სწორედ იმ დროს, როცა დედა თეოდორა საუბრობდა გოგონაზე, რომელსაც ნინო ერქვა და რომელიც ამ წყალმა გამოაჯანმრთელა. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა.

წყაროზე ჩასვლის დღემდე მორწმუნე არ ვყოფილვარ, ბავშვობაში არასოდეს მივლია ეკლესიაში. ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, იქნებ ნინო რომ მქვია, ამიტომ უფრო მეტად გადმოვიდა ჩემზე მისი სასწაულებრივი ძალა-მეთქი...

ეკლესიაში რომ შევდივარ, პირველად წმინდა ნინოს ხატისკენ მიმიწევს გული, თითქოს რაღაც ძალა მეწევა იქით. ისე არასდროს გამოვდივარ ეკლესიიდან, რომ წმინდა ნინოს ხატს ლოცვა-ვედრების გარეშე ავუარო გვერდი. შეიძლება, ჩემი სიტყვები კადნიერებაა - განსაკუთრებულ სიახლოვესა და სიყვარულს ვგრძნობ ამ წმინდანის მიმართ. ვიცი, რომ იგი ჩემი მფარველია. და არა მარტო ჩემი - მთელი საქართველოსი და ყველა ნინოს მფარველი და მეოხი ღვთის წინაშე. განსაკუთრებით მიყვარს გრიგოლ რობაქიძის ეს ლექსი:

"დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!.."


ბოდბის მონასტერში ყოველ წელს ჩავდივარ სააღდგომოდ. იმ წელს, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ერთი კვირით დავრჩი. წამოსვლა არ მინდოდა... მეორედაც რომ ჩავედი, ვიფიქრე, სამუდამოდ აქ დავრჩები, მონაზონი გავხდები-მეთქი, მაგრამ წამოვედი. ყველაფერი ღვთის ნებაა. მონაზვნობა უფლის განსაკუთრებული მადლია და ალბათ, ყველა ვერ გახდება ამის ღირსი, მაგრამ მაინც ოცნებად მაქვს გადაქცეული. გული სულ იქით მიმიწევს, მაგრამ მიზეზთა გამო ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას. ყველა მონაზონს ვიცნობ და ურთიერთობაც მაქვს მათთან.

ღმერთმა ნუ მოგვაკლოს მადლითა და ნუგეშით დაპურება და კიდევ ბევრი სასწაული აღსრულებულიყოს წმინდა ნინოს წყაროზე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
02.06. 2014
xochamduxari
tqvens xumrobas daufiqrdit rame ar iyos iseti rac rom mere gvtis cinashe camdgarma inanot.
01.06. 2014
გიორგი
იუმორისტო მასხარა ნინო სანამ კომენტარს გააკეთებ შემდეგში კარგად დაფიქრდი ღვთის რისხვა არ დაიტეხო თავს თორემ ცივი წყალი დეკემბერში შეიძლება სანატრელი გაგიხდეს
28.05. 2014
ნინო
ცივი წყალი თუ გადაასხეს დეკემბერში, რაღა დახმარება დაჭირდებოდა სიარულში :დ :დ
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat