ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ".
ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ".
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ და მისცა მათ ძალა ბრძოლის გასაგრძელებლად. ავღანელები გაიქცნენ და აღარც დაბრუნებულან. იმ ადგილას, სადაც ქართველებს წმინდა გიორგი დაუნახავთ, დიდი ქვა ყოფილა, რომელიც რაღაც ძალამ შუაზე გახეთქა. აქ ყოველი წლის ივნისის თვეში სალოცავად ადიოდნენ და ახლაც ადიან ქართველები. ქვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავს. ეს ლოდი უცნაური ფორმისაა, თითქოს მაკრატლით გაჭრესო. ამ ადგილთან მიკარებას სპარსელები ვერ ბედავენ, რადგან მათაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ.
გადმოცემით, თურმე, ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ... გაგვიყვანე შენი შვილები ფერეითიდან შენს მიწაზე, საქართველოჩი... საქართველოჩი...."
ბეჭდვა
1კ1