შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) წმინდა ანტონ მარტმყოფელის მამათა მონასტერში მომხდარ ხილულ სასწაულზე გვიამბობს:
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) წმინდა ანტონ მარტმყოფელის მამათა მონასტერში მომხდარ ხილულ სასწაულზე გვიამბობს:
-ჩემი მარტყოფის მონასტრის წინამძღვრობის დროს ოთხი ძროხა გვყავდა. იქ ძალიან დიდი თოვლის მოსვლა იცის და ყოველდღე რომ ვდგებოდით თოვლში, ეკლესიის კარებზე თოვლი მიყრილი გვხვდებოდა. საშინელი ქარი იცის და კარებს აბსოლუტურად კეტავდა თოვლი. დილით რომ ავდგებოდით ჯერ თოვლი უნდა გადმოგვეყარა, მერე უნდა ჩაგვეტარებინა მწუხრი, ცისკარი, წირვა... მოკლედ დილით ლოცვაზე რომ მივდიოდით ფიზიკური შრომა გველოდა, იმიტომ, რომ თოვლისგან უნდა გაგვეწმინდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო. მართალი გითხრათ, ძალიან მძიმე პირობები გვქონდა და ოთხი ძროხა გვყავდა. თითო ძროხა ოთხ ლიტრას იწველიდა, ძალიან ჯიშიანი ძროხები იყო. ზამთრისთვის თივას ვაგროვებდით. მონასტერში ერთი იოსები გვაყვდა უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოყვანილი. იოსები ძროხებს მწყემსავდა. დღეს ეს იოსები ბერი ვარაქიელია. იოსები უვლიდა ძროხებს, მიყავდა და მოყავდა საბალახოდ. ერთ დღესაც თურმე იოსებს ჩაეძინა და ოთხივე ძროხა დაეკარგა. ფაქტიურად, ეს ოთხი ძროხა მონასტერს არჩენდა. ზამთრის პირი იყო. ნოემბრის ბოლო. დაიკარგულ ძროხებს რამდენიმე დღე ვეძებდით. მერე იოსებს შეეშინდა, მამაომ რამე არ მითხრასო და გადაიკარგა ძროხებთან ერთად.. ტელევიზიით გამოვაცხადეთ ძებნა, მაგრამ მაინც ვერ მივაგენით იოსების გზა-კვალს. რაღაც არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებები იყო და თურმე ეს იოსები დაუჭერიათ და იქ ამუშავებდნენ. აკეთებინებდნენ საჭმელს. ცუდად კი არ ექცეოდნენ...ალბათ, იოსებსაც უნდოდა, იფიქრა ძროხები დავკარგეო... დედა იმას არ ყავდა და მამა, სად იცხოვრებდა მისთვის სულერთი იყო. ორი კვირა გავიდა და თოვლი მოვიდა. ჩვენი მორჩილები ვინც იყვნენ შევიდნენ იმ ადგილის დასალაგებლად სადაც ძროხები გვყავდა. კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გააღეს და რას ხედავენ, ოთხივე ძროხა შიგნით იყო. არანაირი ნაკვალევი რომ როხა ვინმეს მოეყვანა და ძროხა მოსულიყო, არ ჩანდა. ყოველდღე შედიოდნენ და ალაგებდნენ. ძალიან დიდი საძროხე იყო და ერთ და ორ დღეში ის არ დალაგდებოდა. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოგვიყავნა ძროხები, ეს არის ფაქტი. შიგნით ძროხა რომ ორი კვირა ყოფილიყო, მშიერი მოკვდებოდა. იმ ღამეს განსაკუთრებით ვლოცულობდი ძროხები რომ გამოჩენილიყო. იოსები ერთი წლის მერე გამოჩნდა, დაიშალა ის არაფორმალური დაჯგუფება და მონასტერში მოვიდა. წმინდა ანტონ მარტმყოფელის უამარვი სასწაული მინახავს. ზამთარში ბევრჯერ საჭმელი არ გვქონდა, გაგვიჭირდებოდა თუ არა უცებ მოვიდოდა ვიღაც და საჭმელს მოგვიტანდა. ეს აშკარად სასწაული იყო.
ბეჭდვა
1კ1