"გარდაცვალების დღეს შევხვდი ბერ იოსებს..."
"გარდაცვალების დღეს შევხვდი ბერ იოსებს..."

-როცა პირველად შევხვდი ბერ იოსებ ისიხასტს, ამბობდა,-გული მაწუხებს და ვემზადები უფალთან შესახვედრადო,-გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე:

მამა იოსები გვარად პანტელისე გახლდათ. მის წინაპრებს ყველას პანტელეიმონი ერქვათ. საოცარია, რომ ბერი იოსები წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეს გარდაიცვალა. ორმოცი წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მოუწია. მამაოს სენაკში წმინდა კოზმა და დამიანეს ხატები ჰქონდა დაბრძანებული და როცა ვსტუმრებოდით, სულ იმ ხატებით გვლოცავდა ხოლმე. გარდაცვალების დღეს შევხვდი ბერ იოსებს. უკან რომ დავბრუნდი გზაზე შემატყობინეს, მამა იოსების გარდაცვალების ამბავი. გარდაიცვალა ვათოპედის მონასტერში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. როგორც მამა იოსები ამბობდა, ის მუდამ იყო გარდაცვალების მოლოდინში. როცა პირველად შევხვდი ამბობდა-გული მაწუხებს და ვემზადები უფალთან შესახვედრადო. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. მამა იოსები ყოველთვის ემზადებოდა უფალთან შესახვედრად.

***
ერთ-ერთი მღვდელმონაზონი გვიყვებოდა ბერი იოსების ზიარების შესახებ. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარს მამა ეფრემს უთხოვია სტუმრად მყოფი მამაოსთვის ეზიარებინა გერონდა იოსები. როცა მისულა საზიარებლად გაოცებული დარჩენილა. ბერი იოსები ტანს ქვემოთ სულ სველი დახვედრია. მთელი მსახურების განმავლობაში მამა იოსები თურმე ცრემლებად იღვრებოდა. პირდაპირ ამბობდაო მამა იოსები, რომ იგი თავისი თვალით ხედავდა როგორ დაკლეს ჩვილი იესო და როგორ ჩაასხეს ანგელოზებმა სისხლი ბარძიმში. მისი უმანკო ხორცი დაანაწილეს და როგორ დადეს ფეშხუხმზე. მე უნდა ვეზიარო ამხელა სიწმინდესო-უთქვამს ბერ იოსებს. საოცარი ის იყო, - როცა ბერი იოსები გარდაიცვა, თავიდან პირს ვერ უხურავდნენ. როცა იქ სასულიერო პირებს კრძალავენ დაფარნას ადებენ პირზე. მამა იოსები ბერი იყო და უარი თქვა სასულიერო ხარისხზე, მაგრამ ბერძნებში არის ასეთი ტრადიცია, რომ როცა ბერი დიდ სულიერებას აღწევს, მას შეუძლია მონასტრის წინამძღვრობა.

ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი, მისი სულიერი მოძღვრის მამა იოსების ლოცვა-კურთხევის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ ადგამდა. მის გამო გადაწყვიტეს პირზე ჩამოეფარებინათ ჩვარი. როცა მოხსნეს, ნახეს, რომ საოცარი ღიმილი ჰქონდა სახეზე. როგორც ღიმილი მარადიულობიდან. ეს ადამიანები სიცოცხლეშივე იყვნენ წმინდანები. ბერი იოსები ღრმა ასაკში მიიცვალა. დასაფლავებულია ვათოპედის მონასტერში. ცენტრალური ტაძრის საკურთხევლის სამხრეთით. ჩაუქრობლად ანთია მის საფლავზე კანდელი. საფლავი, საძვალე მონასტრის მოპირდაპირე მხარეს არის. რადგან მამა იოსები დიდი მამა იყო, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. გარკვეული დროის შემდეგ მონასტრის წევრები ხსნიან საფლავებს. თავის ქალას იღებენ, სახელს აწერენ და ინახავენ. ძვლებს კიდევ საერთო საძვალეში ჩააბრძანებენ. განსაკუთრებით ღვაწლით მცხოვრებ ადამიანების თავის ქალებს ლიმონისფერი დაკრავს ხოლმე. პირადად მეც მინახავს იქ ჯვარგამოსახული თავისქალები.
ბეჭდვა
1კ1