მამა გიორგის (ბასილაძისა) და "კარიბჭის" ურთიერთობის ერთი უცნაური ისტორია
მამა გიორგის (ბასილაძისა) და "კარიბჭის" ურთიერთობის ერთი უცნაური ისტორია
"კარიბჭის" ერთგულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ჟურნალის რედაქცია ყოველწლიურად ამზადებს წლის მოსახევ კალენდარს და კალენდრის ყოველ გვერდზე განთავსდება ხოლმე რომელიმე წმინდანის ხატი, ტაძრის ან მოძღვრის ფოტოსურათი. წმინდანთა ხატებს კალენდრის შესაბამისად ვარჩევთ, ხოლო ფოტოებს - სრულიად შემთხვევით, კანონზომიერების გარეშე. ყოველი ახალი წლის კალენდარი წინა წლის სექტემბერში მზადდება და ოქტომბრიდან უკვე ქსელში გადის გასაყიდად. ასე მოხდა 2012 წლის ოქტომბერშიც, როცა 2013 წლის კალენდარი გავრცელდა და მაშინ არავინ იცოდა, რომ ერთი "შემთხვევითობა" ჩვენთვის გასაოცარ დამთხვევას გვიმზადებდა:

KARIBCHE

2013 წლის 25 აპრილის გვერდზე მამა გიორგის (ბასილაძის) ფოტო იყო დაბეჭდილი და სწორედ 2013 წლის 25 აპრილს შევიტყვეთ მისი გარდაცვალების ამბავი.

რას ვიფიქრებდით რვა თვით ადრე, როცა ეს კალენდარი კეთდებოდა, რომ მამა გიორგი (ბასილაძე) ასე მალე და სწორედ 25 აპრილს გარდაიცვლებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ უფალმა იცოდა!
შეგვეწიოს მამა გიორგის ლოცვა!
ბეჭდვა
1კ1