ჩოხის წმინდა გიორგის სასწაული.
ჩოხის წმინდა გიორგის სასწაული.
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა,  წელს მას სამოცი წელი შეუსრულდებოდა. ღმერთმა აცხოვნოს გოდერძი, ნათელში დაამკვიდროს მისი უკვდავი და ნაზი სული. გთავაზობთ ამონარიდს გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან: "ანგელოზთაღამეობა":

რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარე და საღამო ხანს მივედი ჩოხში. ახალი ჩოხიდან ძველი ნასოფლარისაკენ ავუყევი აღმართს. მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია გამოჩნდა. ეკლესიის ერთ მხარეს საგვარეულო სასაფლაოა, ცოტა ქვემოთ კი ნახევრად დანგრეული სოფელი ჩოხი, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე. ახლა აქ ისეთი მდუმარებაა გამეფებული, თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება, მარტო წარსული მახსენდება და ხანდახან ფრინველები გადაიფრენენ ხიდან-ხეზე. დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული... ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები მოჩანს, მის ზემოთ კი ხატის დარბაზებია, სადაც აღდგომას, ამაღლებას, მარიამობას, გიორგობას, შობას, ახალ წელს და კიდევ სხვა დღესასაწულებს ვხვდებით ხოლმე ჩოხელები. ხატის მოედანზე შესვლა აკრძალულია უდღეოდღეს, მარტო დღესასწაულის დროს მიგვესვლება იქ კაცებს, ქალები კი დანიშნულ სამანებს იქით ვერ შეაბიჯებენ. რატომღაც მგონია, რომ სამოთხის ბაღის მნიშვნელობა აქვს ამ მოედანს. კაცებს მხოლოდ დღესასწაულის დროს პატიობს ღმერთი სამოთხეში ჩადენილი ადამისა და ევას ცოდვას, ქალებს კი არც მაშინ პატიობს, არ უშვებს საღვთო მოედანზე, რადგან ევამ უბიძგა ადამს აკრძალული ხილის შესაჭმელად. ამ მოედანზე ვიცი ერთი ადგილი, სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან, მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა: თუ იმ ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი, იმ ღამეს სიზმარში ვნახულობდი, რაც შემდეგ დღეს უნდა მომხდარიყო. თავიდან მართობდა ეს აღმოჩენა, მაგრამ მერე ისე დავიტანჯე, ახლოს აღარ ვეკარებოდი იმ ადგილს. საშინელება არის, როცა წინასწარ იცი, რაც მოხდება. ეს ისეთი დამღლელი და დამთრგუნველი გრძნობაა, ცხოვრების ხალისს გაკარგვინებს... ამიტომაც ვერიდებოდი იმ ადგილს და მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გამოვიყენე, როცა წამოვიზარდე. ორივეჯერ "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებაზე ვილოცე იქ. მაინცდამაინც იმ ზამთარს არ მოვიდა თოვლი და გადაღებისთვის აუცილებელი იყო თოვლი. მე წავიღე სანთლები, ხავიწის ქადები და ვილოცე. იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა. ეს ამბავი ჩემი კინოს მონაწილეებმა შემთხვევითობას მიაწერეს და დამცინოდნენ კიდეც. გაზაფხულის პირი იდგა და თოვლი მალე აშრა, ჩვენ კი ფინალის სცენა დაგვრჩა გადასაღები. მთელი გუდამაყარი და ხევსურეთი შემოვიარეთ, რომ სადმე, სოფელთან შემორჩენილი თოვლი გვენახა. ყველგან მწვანე ბალახი ბიბინებდა.

- აბა, ეხლაც სთხოვე ღმერთს და მოგიყვანოს თოვლი, ტყუილებით რო აგვიკელი! - ირონიით მითხრა ოპერატორმა, როცა ხევსურეთის ყველაზე მაღალ სოფელში ავედით და იქაც მწვანე ბალახი დაგვიხვდა.

- კარგი, წავიდეთ! - ვთქვი დარწმუნებულმა და წამოვედით გუდამაყარში.

ახალი ჩოხი დაბლა, არაგვის ჭალაზეა. იქ ცხოვრობდა მაშინ დედაჩემი. გამოვაცხობინე ხავიწის ქადები, ჩამოვახვიეთ სამი სანთელი და შევუყევი აღმართს.

- ნახევარ მეტრზე მეტი არ გვინდა-თქო! - შემომძახოდა სიცილით აივანზე გადმომდგარი ოპერატორი.

- იქნებ ცოტა შაქარიც გამოურიოს! - მომძახა ვიღაცამ.

- ფქვილიც, ფქვილიც!

- ღომის ღერღილი თუ იქნება უკეთესია!

სანამ გორას მოვეფარებოდი, მანამდე მეძახდნენ და დამცინოდნენ.

ავედი იმ ადგილზე.

ავანთე სანთლები.

ჯვარედინად დავსერე ხავიწის ქადები და დავიწყე ლოცვა. ისეთი რწმენი ვთხოვდი ღმერთს თოვლს, ისე ვევედრებოდი, რომ მისი სიყვარულით და იმედით მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა.

ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამოწვა ნისლი ჩემს გარშემო და მთელს ხეობაში. თოვლის ფიფქი ჯერ სანთლის ალს დაეცა და აშიშინდა, მერე ხელზე დამეცა, მერე შუბლზე, მერე იმხელა ფანტელები წამოუშინა, უცებ გადათეთრდა მიდამო. შეშინებული წამოვდექი, ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი, ფეხის გადადგმას ვეღარ ვბედავდი. ძალა მოვიკრიბე, სანთლები ქვაში გამოთლილ ჯვარს მივაკარი და სახლისაკენ დავეშვი სირბილით.

სახლშიც შეშინებულები დამხვდნენ.

- ვაა, ტო! ვააა, ტო! - მარტო ამ ორ სიტყვას გაიძახოდა ოპერატორი.

გარეთ ხელისგულისტოლა თოვლის ფანტელებს ბარდნიდა ზეცა.

- ვაა, ტოო, ეს რა ქნა?! - როგორც იქნა, დაამატა თავის ორ სიტყვას კიდევ ორი სიტყვა ოპერატორმა.

დაბინდებამდე მუხლამდე მოვიდა თოვლი და კიდევ ხვავრიელად ბარდნიდა.

საღამოთი დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა:

- შვილო, მე ვიცი, რომ მართლა შეგისრულა ღმერთმა თხოვნა, მაგრამ ხო შენი დედა ვარ, მეც შემისრულე ერთი თხოვნა, აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთს.

- რატომ, დედი?!

- იმიტომ რომ ღმერთი დიდია და შენ სურვილზე არ უნდა ატარო. ღმერთს თავისი წესი და რიგი აქვს.

- მე ხომ კეთილი საქმე ვთხოვე?

- შენთვის რაც კეთილია, სხვისთვის რო არ არის კეთილი, შვილო? აბა, რა იყო ეხლა ამ თოვლის მოსვლა; რამდენი ყვავილი ჩაჭკნება შიგ, რამდენ მწერს გაუმწარდება ცხოვრება, რამდენი კიდევ სხვა რამე აირია ამ თოვლის მოსვლით. გთხოვ, შვილო, აღარასოდეს მიხვიდე იმ ადგილზე.

- კარგი, დედი, აღარასოდეს აღარ მივალ, - შევპირდი მაშინ დედაჩემს და ეხლა ვნანობ, რომ სიტყვა მივეცი. აქედან კარგად მოჩანს ის ქვის ჯვარი და ისეთი სურვილი მაქვს იქ მისვლის, ლამისაა წამოვხტე. რამდენი რამე მაქვს ღმერთთან სათხოვარი, მაგრამ დედაჩემის წილი მიწა არ მიშვებს იქ მისასვლელად.
ბეჭდვაელფოსტა
01.04. 2022
მაია
ნათელი და სანთელი გოდერძის ფაქიზ სულს..
06.05. 2017
უშო
დიდება უფალს!!!მადლობა უფალს რომ მართლმადიდებელი ვარ და საქართველოში დავიბადე
25.02. 2015
gtxovt wm. mamebis saubari gamoaqveynot.dzalian sainteresoa...
dzalian mainteresebs, wm. mogvawe sasuliero pirebis-mamebis da berebis azri statiis shinaarsze. didi siamovnebit wavikitxav.
25.02. 2015
dzalian sainteresoa, gtxovt wm. mamebis azri gamoaqveynot.
dzalian mainteresebs wm. mamebis azri, gansakutrebit teqstis qveda nawilis sadac: dedis akrzalvis gamo ar midioda wm. adgilze, sadac qalebs ekrzalebodat miaxloveba;adam da evas qmedevis gatvaliswinebit. didi siamovnebit gaviziarebdi rchevebs:- martali iyo deda, tu ara..."
21.02. 2015
ეთერი
გაოგნებული ვარ ამ ადამიანის სულის სიღ მის,მისი ტკივილის ,ფიქრებისა და განცდების გადმოცემით.უფალს შევთხოვ ნათელში დაამკვიდროს მისი სული
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler