ასაკოვან მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ...
ასაკოვან მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ...
ყველა ამბავი, რომელიც დღემდე გიამბეთ, თითქოს ძალდაუტანებლად დაიწერა, თითქოს თავისით მკარნახობდნენ , რომელი რომლის შემდეგ უნდა მომეთხრო. ამჯერადაც ასე მოხდა: - საწერ მაგიდას მივუჯექი თუ არა, ეს პატარ-პატარა, მადლიანი ისტორიებიც თავისთავად ამოტივტივდა.

ყოფილხართ ოდესმე სოფელ მარტყოფში? იქ ერთ-ერთი ასურელი მამის, წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის უძველესი მამათა მონასტერია. ეს ამბავიც მარტყოფში მოხდა:

XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, მარტყოფის მონასტერში წმინდა მამები, არქიმანდრიტები: გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე მოღვაწეობდნენ. Mმოხუცებულ მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ. ხალხს იმდენად დიდი კრძალვა ჰქონია მათი, რომ როდესაც სოფლის ქუჩებში გამოჩნდებოდნენ, დედები შვილების ტანსაცმელს გამოიტანდნენ და ფეხთ დაუფენდნენ: - იქნება, მამა ხარლამპეს და მამა გერმანეს ჩრდილი მაინც მოხვდეს და იკურთხოსო... უბრალო ადამიანებს, რომლებსაც ღვთის სახელის ხსენებასაც კი უკრძალავდნენ, ამხელა რწმენა ჰქონდათ...A

* აი, კიდევ რამდენიმე ამბავი: - ერთხელ, თურმე, მამა გაბრიელი თბილისში ერთ მონაზონთან ერთად მიდიოდა. მეტროს რომ მიუახლოვდნენ, რაც ჯიბეში ფული ჰქონდა, ამოიღო და მონაზონს გადასცა. ვაგონში ძალიან ბევრი ხალხი იყო. უცებ მონაზონმა შენიშნა, რომ ვიღაც კაცმა მამა გაბრიელს ჯიბეში ხელი ჩაუყო და ჩუმად უთხრა: - რას შვრები, არ გეშინიაო?! ქურდმა კი მაშინვე თვალები დაუბრიალა...

მოულოდნელად მამა გაბრიელი ქურდს გადაეხვია, აკოცა და დალოცა.Uუნდა გენახა, ქურდს რა დაემართა: - ამხელა კაცი გახარებული და თვალებგაბრწყინებული გაიძახოდა: - მოძღვარმა დამლოცა, მოძღვარმა დამლოცაო...

საბრალოს, მატარებლის ვაგონიდან ჩასვლა აღარ უნდოდა. მამა გაბრიელის საქციელმა მის გულში სიკეთე გააღვიძა.

ასეთი იყო გაბრიელ ბერი, უზომოდ მოსიყვარულე და ყველას შემწყნარებელი.

* საბჭოთა ეპოქაში, ზესტაფონში, წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი დააქციეს... მისი წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ფერაძე გახლდათ... ბოლშევიკები შინ შეუვარდნენ და მოსთხოვეს: - გარეთ გამოდი და ხალხს უთხარი, რომ ღმერთი არ არსებობს და თქვენ ყველას ატყუებთო...

მამა გიორგი მყის დასთანხმებია, - კარგი, გამოვალ სიტყვით, მაგრამ რაც შეიძლება, ბევრი ხალხი შეკრიბეთო...

გახარებულ ბოლშევიკებს მეზობელი სოფლებიდანაც მოუკრებიათ ხალხი... გამოსულა მამა გიორგი და ქრისტეს შესახებ უწყია ქადაგება. ბოლშევიკები გონს რომ მოეგნენ, უხეშად გაუწყვეტინებიათ...

ტაძრის სიახლოვეს მდინარე ყვირილა ჩამოდის... მამა გიორგი ხიშტების კვრით იქ ჩაუყვანიათ, შიგ ჩაუგდიათ და ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებოდნენ, თან მოძღვარს დასცინოდნენ...

ნატაძრალზე ბოლშევიკებს თეატრი აღუმართავთ, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს...

* კახეთის თავზე, აწყურსა და იყალთოს შორის ცად აზიდულმა, თეთრ გიორგიდ წოდებულმა უძველესმა თეთრმა საყდარმა მრავალი დიდი ბერი გაზარდა და თითქოს სამუდამოდ გამოითხოვა ჩვენთვის განსაკუთრებული მადლი ღვთისაგან... ტაძრის სითეთრე მხოლოდ სიმბოლო კი არა, მისი სულიერი შინაარსია, ალბათ, ამიტომ იზიდავს ახლაც ასე ძალიან აქაურობა ადამიანებს...

სავანის ამჟამინდელი წინამძღვარი, მეუფე გრიგოლის აღზრდილი, დეკანოზი ალექსი (ძამუკაშვილი) იგონებდა ერთი მოხუცი კაცის ნაამბობს, რომელმაც ბავშვობაში საკუთარი თვალით იხილა, რა ხვედრი ეწიათ ამ უძველესი და უძლიერესი მამათა სავანის მოხუც ბერებს: "ფარულად ვუთვალთვალე, რა სისასტიკით დაარბიეს კომუნისტებმა მონასტერი, როგორ გამოყარეს იქიდან მამები, ზოგიერთები როგორ ჩაყარეს ტომრებში და ცემით სული როგორ ამოხადეს... მერე ადგნენ და მათი გვამები მდინარეს მისცეს... დაველოდე და თვალს რომ მიეფარნენ, გაჭირვებით ამოვიტანე ტომრებშივე დახოცილები და როგორც ბავშვს მომიხერხდა, ისე დავმარხეო".

ბეჭდვა
1კ1