მოქცევა
მოქცევა
მე ბევრს ვეძებდი,  ჰყვება ერთი მორჩილი, - ჩემი პირველი შეცდომა ხელოვნება იყო. მეგონა, კარგ ნახატს თუ დავხატავდი ან ლექსს დავწერდი, ამით მარადისობას მოვიპოვებდი. ძალიან მალე იმედი გამიცრუვდა. ამას მოჰყვა ფსიქოლოგია, დეილი კარნეგის წიგნები. მაგრამ ვერსად ვპოვე სასურველი. გული გამიქვავდა, გამისასტიკდა, სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მაშინ პირველად ვილოცე, - უფალო, თუ არსებობ, დამეხმარე. თვითონ არაფერი არ შემიძლია-მეთქი. პასუხი არ ჩანდა... მორჩა ყველაფერი... იმ დღეს ქალაქის ქუჩებში დავბორიალობდი... წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძართან ინვალიდის ეტლში ბავშვი იჯდა. პატარა ხელებში დაუფიქრებლად რაღაც ჩავუდე და წასვლა დავაპირე. უეცრად პატარამ ხელზე ხელი მომკიდა. თვალებში ჩავხედე და სული ამომიბრუნდა. რაღაც წამში მთელ ჩემს ცხოვრებას სხვანაირად შევხედე. მივხვდი, რომ ყოფის აზრი მოყვასი, სიყვარული, ადამიანების სამსახურია. ამგვარად, ბავშვის ხელების ერთი კეთილი მოძრაობით უფალმა ჩემი სული სასოწარკვეთის უფსკრულიდან აღმოიტაცა
ბეჭდვა
1კ1