ასე აჯობა მარადიული მოძღვრებით განათლებულმა ადამიანმა ერის წარმავალი მეცნიერების პროფესორს.
ასე აჯობა მარადიული მოძღვრებით განათლებულმა ადამიანმა ერის წარმავალი მეცნიერების პროფესორს.

კომუნისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოვლილი მღვდელი ვასილი ევდოკიმოვი ჰყვებოდა: "მოსკოვში, ყაზანის სადგურის ახლოს, სამი დიდი მღვდელმთავრის სახელზე აგებული ტაძარი იდგა. რევოლუციის შემდეგ მისი ნგრევა დაიწყეს. ამ დროს სადგურის რესტორანში მართლმადიდებელი ოფიციანტი მუშაობდა. საშინელი შიმშილობა იყო. ოფიციანტს რესტორანში სადილი ეკუთვნოდა, ის კი თავის კერძს გაჭირვებულებს ურიგებდა, თვითონ მიდიოდა კომუნისტთაგან შეგინებულ ტაძარში, აიღებდა იატაკიდან ფეხით გათელილ ჯვარს თუ ხატს, კეთილმოკრძალებით გაწმენდდა და ამოიოხრებდა: „მართლმადიდებლები აშენებენ, სხვები კი ანგრევენო“. რა თქმა უნდა, ის შესაბამის ადგილას მიაბრძანეს.

ოფიციანტის შესახებ კი მე ასე შევიტყვე. იმ პერიოდში ქუხდა პროფესორ ბრაუდოს სახელი. მისი ლექციების დროს გაჭედილი იყო დარბაზი. ერთხელ მის მოსასმენად წავედი. ლექციაზე გვეუბნებოდა, ღვთის რწმენა შიზოფრენიის განსაკუთრებული სახე და რელიგიური სიგიჟეაო. აღტაცებული მსმენელები ტაშს უკრავდნენ. პროფესორის სიტყვების დასადასტურებლად, ავადმყოფობის სადემონსტრაციოდ დარბაზში ჩვენი ოფიციანტი შემოიყვანეს.

შიმშილისაგან გაფითრებულს იმდენად მშვიდი და ზეშთაგონებული სახე ჰქონდა, რომ დარბაზი მაშინვე მიწყნარდა. „ალბათ მოიწყინეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“, - ჰკითხა პროფესორმა. „არა, - უპასუხა ოფიციანტმა, - თან ბიბლია მაქვს და ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა ამ დიდებული წიგნის შესაცნობად“. პროფესორმა მას ბიბლიაზე შეკითხვები დაუსვა. იმედი ჰქონდა, დაანახვებდა საზოგადოებას, თუ რამდენად „ბნელი, ბრმა ფანატიკოსი“ იყო იგი, რადგან ვერ ამჩნევდა წინააღმდეგობას ბიბლიაში. მაგრამ ოფიციანტი ნათლად და ბრძნულად პასუხობდა, ბიბლიიდან ზეპირად კითხულობდა ტექსტებს. ეს ისე შთამბეჭდავი იყო, რომ ახალგაზრდობა მის მხარეზე გადავიდა. გაბრაზებულმა პროფესორმა ამოიძახა, როგორ შეგეძლოთ ამის დამახსოვრება, როცა ალბათ ექვსასი ფურცელიაო და საბოლოოდ ჰკითხა: - ნუთუ ყველაფერი ეს არ მოგბეზრდათ და ძველებურად არაფერზე ჯავრობთო?  „არა, - უპასუხა კაცმა, - ღმერთთან ყოფნა ყველგან კარგიაო“. და ისეთი კეთილშობილური ჟესტით დაემშვიდობა იქ მყოფთ, რომ აუდიტორიას ოხვრა ამოხდა. მსმენელთაგან ბევრი გაჰყვა მას.

ასე აჯობა მარადიული მოძღვრებით განათლებულმა ადამიანმა ერის წარმავალი მეცნიერების პროფესორს.

შეუძლებელია ვიცხოვროთ ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით აქ, დედამიწაზე, ისე, რომ არ მოვემზადოთ სიკვდილისთვის, რომ არ ვფიქრობდეთ მუდმივად სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე“.

 

ბეჭდვა
1კ1