ალავერდის წმინდა გიორგის სასწაული
ალავერდის წმინდა გიორგის სასწაული
ბათო ყაენმა მეფე დავითი, ულუდ წოდებული, თავისთან იხმო. წასვლის წინ დავითმა სამეფოს განმგებლად დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ერთგული მესტუმრე ჯიქური დატოვა. დაუგვიანდა მეფეს ჩამოსვლა. იქიდან გამოგზავნა თხოვნა და თავისი სამეფოს თითოეული გოჯი მიწა თითო კაცს შეავედრა. კახეთი პანკისელ თორღვას ჩააბარა და ისიც უბრძანა, დედოფლის ნებას დამორჩილებოდა. თორღვამ იფიქრა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და კახეთი დაიჩემა. აღარც დედოფალს ემორჩილებოდა და აღარც ჯიქურს.
შეიწყალა ყაენმა მეფე დავითი და სამშობლოში დიდი პატივით წარმოგზავნა. ჰერეთს რომ მოაღწია, შეეგებნენ ქართლის დიდებულები, ყველა თორღვას გარდა - შეშინებულს პანკისისთვის შეეფარებინა თავი.
დაბრუნდა მეფე თბილისში. მრავალჯერ მოუწოდა თორღვას, მაგრამ ის გამოჩენას ვერ ბედავდა. და აი, ჯიქურმა ასეთი ხერხი მოიგონა: ვინმე ხორნაბუჯელი მიუგზავნა თორღვას. მომენდე და მეფესთან წაგიყვანო, უთხრა ხორნაბუჯელმა. თორღვამ შესთავაზა, ალავერდის წმინდა გიორგის წინაშე შემომფიცეო. მივიდნენ წმინდა ხატთან. თორღვამ თქვა: "რასაც მოაწევ ჩემზე, ის გიყოს წმინდა გიორგიმ, რამეთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, და თუ მიღალატებ, უმკვიდრო ჰყოს წმინდა მთავარმოწამემ შენი სახელიცო". შეჰფიცა ხორნაბუჯელმა, მაგრამ ტაბახმელას რა მოაღწიეს, შეიპყრო ჯიქურმა თორღვა პანკისელი და დედოფლის თანხმობით, ისე, რომ მეფემ არც კი იცოდა, კლდეკარს კლდიდან გადმოაგდო.
ფიცის გატეხისთვის კი სამაგიერო მიეგო ხორნაბუჯელს: მის ძეს, სახელად შალვას, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა, ყველა უეცრად დაეხოცა, ხოლო თვით შალვა თათრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ხორნაბუჯელი კი ჯავრს გადაჰყვა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს. მეფე დავითმა ის სიმართლის გამოუძიებლად დაახრჩობინა მტკვარში და "არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არ ესვა შვილი".
ბეჭდვაელფოსტა
26.11. 2015
lia
ufalma Seundos, arc Torgva ar yofila wmindani...magram wminda giorgis rom Sepirdebi, Sheasrulo unda...madloba ufals yvelafrisaTvis da wminda giorgi iyos Cveni qveynis da yvela qristianis mfarveli
13.08. 2014
ნინო
როგორ გაბედა ქრისტიანმა ასეთი მკრეხელობა..ხატზე დაიფიცა მეფის სახელით და მეფის გარეშე გამოუტანეს სასჯელი..ღმერთო დაილოცოს შენი ძალა
სხვა სიახლეები
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
31.07.2017
-ჩემი მარტყოფის მონასტრის წინამძღვრობის დროს ოთხი ძროხა გვყავდა. იქ ძალიან დიდი თოვლის მოსვლა იცის
18.02.2017

-როცა პირველად შევხვდი ბერ იოსებ ისიხასტს, ამბობდა,-გული მაწუხებს და ვემზადები უფალთან შესახვედრადო,-გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე:
30.09.2016
"კარიბჭის" ერთგულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ჟურნალის რედაქცია ყოველწლიურად ამზადებს წლის მოსახევ კალენდარს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები: