პატარა ემიგრანტის ცრემლის მომგვრელი ისტორია
პატარა ემიგრანტის ცრემლის მომგვრელი ისტორია
"კარიბჭის" ფეისბუქზე შემოვიდა წერილი, რომელიც გვინდა ყველა მკითხველმა და განსაკუთრებით ქართველმა ემიგრანტებმა წაიკითხონ:

"მოგესალმებით. ძალიან დიდი თავმდაბლობით მინდა ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ, რომელიც ჩემს პატარა გოგოს ნინოს გადახადა. ჩვვნ ოჯახით 2004 წელს საბერძნეთში წამოვედით დროებით საცხოვრებლად , ნინო მაშინ 4 წლის იყო და ძალიან განიცდიდა საქართველოდან წამოსვლას, განსაკუთრებით ბებიასთან და ბაბუასთან განშორებას. 2 წლის მერე დავბრუნდით საქართველოში და ბავშვებმა 2 ძალიან ბედნიერი კვირა გაატარეს სოფელში. როცა ისევ დავბრუნდით საბერძნეთში, ერთ დღეს (დაახლოებით ერთი კვირის დაბრუნებულები ვიყავით), ნინო მოვიდა და მეუბნება: დედა ხელი მტკივა და ვეღარ ვუძლებ, გაწითლებული მაქვსო, დავხედე და ეკალი ჰქონდა ხელის გულზე და დაჩირქებოდა. მე ვუთხარი: უნდა ამოგიღო, დედა, ეკალი, დაჩირქებული გაქვს-მეთქი. იმ წამსვე ხელი გამომგლიჯა, ჩაიხუტა და მითხრა: არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო. რამდენიმე დღე კიდევ გაუძლო ტკივილებს და ეკალი არაფრით არ ამომაღებინა ხელიდან.

ეხლა ნინო 15 წლისაა, ჩვენ ისევ საბერძნეთში ვცხოვრობთ, ნინო ძალიან წარმატებული მოსწავლეა, ეხლაც საქართველოს და თავისი სოფლის სიყვარულით ცხოვრობს. აუცილებლად დავბრუნდებით, როცა სკოლას დაამთავრებს. დღესაც, როცა ამ ამბავს ვახსენებ, ისევ ტირის.

დიდი მადლობა, არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა. ასე ძალიან უყვარს ყველას ჩვენი სამშობლო".
თეა ლომაშვილი

უფალი გფარავდეთ სამშობლოს მონატრებულო ქართველებო! ღმერთმა ინებოს მალე დაბრუნებულიყავით თქვენს საყვარელ საქართველოში!

ბეჭდვა
1კ1