წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ღმერთო, შეწევნასა ჩვენსა მოხედენ, უფალო, შეწევნად ჩვენდა ისწრაფე"
დიდება და მადლობა უფალს!

მშვიდობა და სიხარული თქვენ და საქართველოს!

მოგესალმებით ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი და ყველა ის ადამიანი, ვინც "კარიბჭის" ჩამოყალიბებასა და ადამიანებამდე მიტანაში მონაწილეობს.

მე, ბესარიონ დავითის ძე იოსელიანი, ვსწავლობ გელათის სასულიერო სემინარიაში, ვარ IV კურსზე, ვცხოვრობ ქ. ქუთაისში, მყავს მეუღლე - როზა კენჭაძე, გვყავს ოთხი შვილი - თამარი, მარიამი, ილია და ელენე (თავიდან სამწელიწად-ნახევარი არ გვყავდა შვილი და ამის გამო დავუკავშირდით დედაეკლესიას). ბოლო ორი შვილი - ილია და ელენე ტყუპია და თანაც ღვთის დიდი წყალობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ნათლულები.

სწავლასთან ერთად ლექსებსაც ვწერ ხოლმე.

მიყვარს სამშობლო და მისი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა. მინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მშვიდობა, სიმშვიდე და სიხარული სუფევდეს!

მინდა ყველანი წმინდად, მართლად და სიყვარულით ვცხოვრობდეთ!

მინდა ჩემი გულიდან ლექსით ნათქვამი გაგიზიაროთ.

საქართველო თვით იესოს მიწაა

ეს ქვეყანა თვით იესოს მიწაა,
და ეს მიწა ღვთისმშობელის წილია.
საქართველოს ცაც ხომ ალბათ ის ცაა,
რომელ ცასაც უგალობდა ილია!..

საქართველო წუთისოფლის გულია,
ლამაზია და საოცრად თბილია...
ყველა მტერი ამ ქვეყნისა კრულია
და ვინც გვიმტრობს, ცოდვაა და ფლიდია.

ეს ქვეყანა თვით იესომ აკურთხა,
დედა ღვთისამ წილ იღო და დაგვლოცა...
საქართველოს მოძულეებს რა ვუთხრა:
შეინანეთ... და ხშირად თქვით კვლავ ლოცვა!..

საქართველო მოიშუშებს ჭრილობებს,
და აღსდგება, კურთხევა გვაქვს ამისა...
სიყვარულით კვლავ მოიგებს დიდ ომებს,
იმედი გვაქვს უფლისა და ჯვარისა!

ეს ქვეყანა თვით იესოს მიწაა,
და ეს მიწა ღვთისმშობელის წილია.
საქართველოს ცაც ხომ ალბათ ის ცაა,
უგალობდა არა მხოლოდ ილია...

ჩვენი ერი ღვთის რჩეული ერია,
და ამ ერს ხომ ღვთის კურთხევით გვივლია...
ამ ერში ხომ სულით წმინდა ბევრია,
ქართველობა მადლია და ტკბილია!

ბეჭდვა
1კ1