სიავესთან ბრძოლაში ხშირად ზარალდები, მაგრამ ჩემსავით უკან არ უნდა დაიხიო
სიავესთან ბრძოლაში ხშირად ზარალდები, მაგრამ ჩემსავით უკან არ უნდა დაიხიო
უფლის მონობას ადამიანი სიკეთის, სიყვარულის, სამართლიანობის გზით მიჰყავს, ხოლო კაცთა მონობას - პირიქით. ნეტავ შეგვეძლოს ყველაფერში დავემონოთ და დავემორჩილოთ უფალს, მაშინ არ იქნებოდა ამდენი ბოროტება. კაცთა მონობა ამაზრზენია - საძაგელია როგორც მონა, ასევე დამმონებელი. მით უფრო საძაგელია ერი, რომელიც უცხო ძალის მონობას ეგუება.

დიმიტრი (63 წლის):
- ამ თემასთან დაკავშირებით გოდერძი ჩოხელის "ლუკას სახარება" მაგონდება. მთელი სოფელი დამონებული ჰყავს სკოლის დირექტორ-ურჩხულს და ამ თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ხალხთაგან ხმას არავინ იღებს, ერთადერთი ლუკაა, რომელიც უფლის სახელს და სიყვარულს ხან უბით დაატარებს (წითელი კვერცხები), ხანაც ჩანთით (ლუკას სახარება). იესოსავით ჯვარზე გააკრავენ პატარა ბიჭს, მაგრამ ამასაც ამაყად იტანს. კაცთა მონობა საოცრად აკნინებს ადამიანს, აბა, გავიხსენოთ, რამდენჯერ მოგვიხუჭავს თვალი უსამართლობისთვის იმის გამო, რომ უფროსმა თუ უმცროსმა ჩვენზე არ აიყაროს გული. ჩემს ახალგაზრდობაში თანამშრომელს გამოვესარჩლე, უმიზეზოდ ჩაგრავდა განყოფილების უფროსი. ამის გამო შემიძულა, ნელ-ნელა გამომითხარა ძირი და მერე სამსახურიდანაც გამომიშვა ოთხი შვილის მამა. ამასობაში "დაჩაგრულმა" მლიქვნელობით იმდენი მოახერხა, რომ ჩემი თანამდებობაც მას ერგო. გული ავიყარე სამართლიანობაზე და დათა თუთაშხიასავით გადავწყვიტე, არავის საქმეში არ ჩავრეულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. სიავესთან ბრძოლაში ხშირად ზარალდები, მაგრამ ჩემსავით უკან არ უნდა დაიხიო. ვატყობდი, ნელ-ნელა შემგუებელი გავხდი, რადგან თანამოაზრეც არავინ მყავდა. ზოგჯერ ამის გამო მარტო რჩები და ბეჩავდები. უფალი კი სიმართლეს და პირუთვნელობას ითხოვს შენგან. აბა, უფალს როგორ შევადარებ თავს, მაგრამ განა იესოც არ შეიძულა მთელმა ერმა? თორმეტი მოწაფეღა შერჩა და მათგან ერთმა უარყო კიდეც.

თათია (36 წლის): - უფლის მონება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ალბათ. მე კი ასე ვფიქრობ: უფლის სიყვარული მოყვასის სიყვარულში ცხადდება. ჩემი და მაია საფრანგეთში წავიდა საქმეზე. სამსახურმა იმდენი თანხა არ მისცა, რამდენიც იქ საცხოვრებლად ეყოფოდა. ბავშვობის მეგობარს დაურეკა, რომელსაც იქ ოჯახი ჰყავს, იქნებ ორი დღით შემიფაროთო. იმან - სტუმრადაც ვერ მიგიღებო. გაოგნებული დარჩა. საფრანგეთში უამრავი ქართველია, მაგრამ იმ ქალაქში ცოტა ცხოვრობს და არც არავის იცნობდა. მერე შევახსენე - იქნებ თამუნას და დათოს შეეხმიანო, მგონი, მაგ ქალაქში ცხოვრობენ-მეთქი. თამუნა და დათო თბილისელი ებრაელები არიან და ჩემს დას სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი საერთო მეგობრის წვეულებაზე. დაურეკა და სასწაული მოხდა - იმ ქალაქში ცხოვრობდნენ. დიდი მოკრძლებით ჰკითხა, - ყველაზე იაფფასიან სასტუმროს დღეში 120 ევრო სჭირდება და ხომ ვერ შემიფარებთო! ერთი კვირა კი არა, ერთი თვე და ერთი წელი იყოს, შენ შემოგევლე, სამშობლოდან უნდა გვესტუმრო, ჩვენი თბილისის სურნელი წამოგყვებოდაო. ჩემს დას ტირილი აუტყდა. ნეტავ, თავიდან ამათთან დამერეკა და ბავშვობის მეგობარი და ნათლულის ოჯახი არ დამეკარგაო. თითქოს ამას თქვენ მიერ დასმულ საკითხთან საერთო არ აქვს, მაგრამ მაინც აქვს, რადგან უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს, მასში უფლის სიყვარული ცხადდება.

თორნიკე (28 წლის):
- უფლის ნებას ვერავინ ჩასწვდება, რა და რატომ ხდება, ვერც იმას განსაზღვრავს ადამიანი. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ბევრჯერ მიფიქრია, რამდენი მზაკვარი დადის ამ ქვეყანაზე და რამდენი სიკეთით სავსე და სარგებლობის მომტანი (ერისა და ქვეყნისთვის) ადამიანი კვდება-მეთქი. ეს ფიქრები ერთმა შემთხვევამ მომაშორა. ჩვენი ოჯახი საკმაოდ გავლენიანი იყო, არც ფული და სიმდიდრე გვაკლდა, მაგრამ ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ძმამ გამოაცხადა, - ბერად უნდა შევდგეო. დედაჩემი თავზარდაცემული დადიოდა, - რა გაკლია, შვილო, ნუ მომკლავ, ამ ნაბიჯს ნუ გადადგამ, ცოცხლად ნუ დაიმარხავ თავსო. ჩემმა ძმამ უთხრა, - დედა, უფლის სიყვარულს ვერაფერი შეედრება. თვითონაც იცი, ამქვეყნიური ცხოვრება როგორი წარმავალია, მარადიულს კი ვერარა დაჯაბნისო. ახლა მონასტერშია. მართალია, ჯერ მორჩილებაშია, მაგრამ მალე აღკვეცენ. საერთოდ, მოყვასის დახმარება ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ მონობა და მისი ხიბლის ყურება მეტად სამძიმოა. ხშირად ვერიდებით სიმართლის თქმას, - არ ეწყინოსო, თუმცა ისიც გასარკვევია, ჩვენ რომ სიმართლე გვგონია, იქნებ სულაც არ არის სიმართლე. ისე კი, ჩემი აზრით, უმჯობესია, ქრისტიანული მოძღვრება შეისწავლო კარგად და ბევრი იფიქრო, რათა სრულად და სწორად გამოხატო უფლის სიყვარული და არა პირიქით - სხვებიც დააეჭვო.
სიავესთან ბრძოლაში ხშირად ზარალდები, მაგრამ ჩემსავით უკან არ უნდა დაიხიო
უფლის მონობას ადამიანი სიკეთის, სიყვარულის, სამართლიანობის გზით მიჰყავს, ხოლო კაცთა მონობას - პირიქით. ნეტავ შეგვეძლოს ყველაფერში დავემონოთ და დავემორGილოთ უფალს, მაშინ არ იქნებოდა ამდენი ბოროტება. კაცთა მონობა ამაზრზენია - საძაგელია როგორც მონა, ასევე დამმონებელი. მით უფრო საძაგელია ერი, რომელიც უცხო ძალის მონობას ეგუება.

დიმიტრი (63 წლის): - ამ თემასთან დაკავშირებით გოდერძი ჩოხელის "ლუკას სახარება" მაგონდება. მთელი სოფელი დამონებული ჰყავს სკოლის დირექტორ-ურჩხულს და ამ თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ხალხთაგან ხმას არავინ იღებს, ერთადერთი ლუკაა, რომელიც უფლის სახელს და სიყვარულს ხან უბით დაატარებს (წითელი კვერცხები), ხანაც ჩანთით (ლუკას სახარება). იესოსავით ჯვარზე გააკრავენ პატარა ბიჭს, მაგრამ ამასაც ამაყად იტანს. კაცთა მონობა საოცრად აკნინებს ადამიანს, აბა, გავიხსენოთ, რამდენჯერ მოგვიხუჭავს თვალი უსამართლობისთვის იმის გამო, რომ უფროსმა თუ უმცროსმა ჩვენზე არ აიყაროს გული. ჩემს ახალგაზრდობაში თანამშრომელს გამოვესარჩლე, უმიზეზოდ ჩაგრავდა განყოფილების უფროსი. ამის გამო შემიძულა, ნელ-ნელა გამომითხარა ძირი და მერე სამსახურიდანაც გამომიშვა ოთხი შვილის მამა. ამასობაში "დაჩაგრულმა" მლიქვნელობით იმდენი მოახერხა, რომ ჩემი თანამდებობაც მას ერგო. გული ავიყარე სამართლიანობაზე და დათა თუთაშხიასავით გადავწყვიტე, არავის საქმეში არ ჩავრეულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. სიავესთან ბრძოლაში ხშირად ზარალდები, მაგრამ ჩემსავით უკან არ უნდა დაიხიო. ვატყობდი, ნელ-ნელა შემგუებელი გავხდი, რადგან თანამოაზრეც არავინ მყავდა. ზოგჯერ ამის გამო მარტო რჩები და ბეჩავდები. უფალი კი სიმართლეს და პირუთვნელობას ითხოვს შენგან. აბა, უფალს როგორ შევადარებ თავს, მაგრამ განა იესოც არ შეიძულა მთელმა ერმა? თორმეტი მოწაფეღა შერჩა და მათგან ერთმა უარყო კიდეც.

თათია (36 წლის): - უფლის მონება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ალბათ. მე კი ასე ვფიქრობ: უფლის სიყვარული მოყვასის სიყვარულში ცხადდება. ჩემი და მაია საფრანგეთში წავიდა საქმეზე. სამსახურმა იმდენი თანხა არ მისცა, რამდენიც იქ საცხოვრებლად ეყოფოდა. ბავშვობის მეგობარს დაურეკა, რომელსაც იქ ოჯახი ჰყავს, იქნებ ორი დღით შემიფაროთო. იმან - სტუმრადაც ვერ მიგიღებო. გაოგნებული დარჩა. საფრანგეთში უამრავი ქართველია, მაგრამ იმ ქალაქში ცოტა ცხოვრობს და არც არავის იცნობდა. მერე შევახსენე - იქნებ თამუნას და დათოს შეეხმიანო, მგონი, მაგ ქალაქში ცხოვრობენ-მეთქი. თამუნა და დათო თბილისელი ებრაელები არიან და ჩემს დას სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი საერთო მეგობრის წვეულებაზე. დაურეკა და სასწაული მოხდა - იმ ქალაქში ცხოვრობდნენ. დიდი მოკრძლებით ჰკითხა, - ყველაზე იაფფასიან სასტუმროს დღეში 120 ევრო სჭირდება და ხომ ვერ შემიფარებთო! ერთი კვირა კი არა, ერთი თვე და ერთი წელი იყოს, შენ შემოგევლე, სამშობლოდან უნდა გვესტუმრო, ჩვენი თბილისის სურნელი წამოგყვებოდაო. ჩემს დას ტირილი აუტყდა. ნეტავ, თავიდან ამათთან დამერეკა და ბავშვობის მეგობარი და ნათლულის ოჯახი არ დამეკარგაო. თითქოს ამას თქვენ მიერ დასმულ საკითხთან საერთო არ აქვს, მაგრამ მაინც აქვს, რადგან უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს, მასში უფლის სიყვარული ცხადდება.

თორნიკე (28 წლის): - უფლის ნებას ვერავინ ჩასწვდება, რა და რატომ ხდება, ვერც იმას განსაზღვრავს ადამიანი. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ბევრჯერ მიფიქრია, რამდენი მზაკვარი დადის ამ ქვეყანაზე და რამდენი სიკეთით სავსე და სარგებლობის მომტანი (ერისა და ქვეყნისთვის) ადამიანი კვდება-მეთქი. ეს ფიქრები ერთმა შემთხვევამ მომაშორა. ჩვენი ოჯახი საკმაოდ გავლენიანი იყო, არც ფული და სიმდიდრე გვაკლდა, მაგრამ ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ძმამ გამოაცხადა, - ბერად უნდა შევდგეო. დედაჩემი თავზარდაცემული დადიოდა, - რა გაკლია, შვილო, ნუ მომკლავ, ამ ნაბიჯს ნუ გადადგამ, ცოცხლად ნუ დაიმარხავ თავსო. ჩემმა ძმამ უთხრა, - დედა, უფლის სიყვარულს ვერაფერი შეედრება. თვითონაც იცი, ამქვეყნიური ცხოვრება როგორი წარმავალია, მარადიულს კი ვერარა დაჯაბნისო. ახლა მონასტერშია. მართალია, ჯერ მორჩილებაშია, მაგრამ მალე აღკვეცენ. საერთოდ, მოყვასის დახმარება ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ მონობა და მისი ხიბლის ყურება მეტად სამძიმოა. ხშირად ვერიდებით სიმართლის თქმას, - არ ეწყინოსო, თუმცა ისიც გასარკვევია, ჩვენ რომ სიმართლე გვგონია, იქნებ სულაც არ არის სიმართლე. ისე კი, ჩემი აზრით, უმჯობესია, ქრისტიანული მოძღვრება შეისწავლო კარგად და ბევრი იფიქრო, რათა სრულად და სწორად გამოხატო უფლის სიყვარული და არა პირიქით - სხვებიც დააეჭვო.
ბეჭდვა
1კ1