წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
რუისის ხარების ტაძარი
ვუძღვნი რუისის ხარების ტაძრის წინამძღვარს მამა ლუკა ხუნდაძეს
მსხმოიარე ხესავით გადახუნძლულა ურბნისისა და რუისის ეპარქია ულამაზესი ეკლესია-მონასტრებით. საოცარი და მიუწვდომელია უფლის განგება. ყოველი დღე უსაზღვრო მოწყალებაა ჩვენთვის, რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს. რამდენი სიკეთე და სილამაზე დათესილა მეუფე იობის წყალობით, უამრავ ადამიანს უპოვია მისი შემწეობით სულიერი ნავსაყუდელი.

ქართველი ერის ძლიერება მართლმადიდებელი სარწმუნოება იყო მუდამ. ქვაში ჩაკირული სული, ფრესკებად ქცეული სახეები, ლოცვით ნათევი ღამეები სულისკვეთებას მატებდა ერს. ხანგრძლივი ომების მიუხედავად იქმნებოდა ახალი კულტურა, მწერლობა, მხატვრობა, რაც ქვაკუთხედი იყო ქართული სულის ძლიერებისა.

პატარა, მაგრამ დიდი მადლის მქონე ხარების ტაძარი რუისელების იმედი და სიამაყეა. სიმწვანეში ჩაკარგულა ბაჯაღლოსავით ღვთის სახლი, რომელიც ადამიანთა გულებს სულიწმინდის მადლით ავსებს. გინდა სულმოუთქმელად აიარო აღმართი, მალე შეხვიდე ტაძარში, სანთლები აანთო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მუხლმოდრეკილი შეევედრო საქართველოს ერთიანობას. სიხარული, სიყვარული ერთად გეუფლება, გორგალივით იკვრება, იკუმშება, იფრქვევა და ცისარტყელას ფერებად ეფინება მრევლს.

ტაძარში შესულს მღვდლის საამური ხმა შემომეგება: "გარდამოიხედე, ღმერთო, ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას შენსა, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან..."

სამღვდელოება ერის თაიგულია და ამ თაიგულს მინდა შევემატო ლამაზ ყვავილად.

რუისის ხარების ტაძრის
მედავითნე რომანოზი
ბეჭდვა
1კ1