წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
დავარი ბებიას ძმა ნესტორ ურუშაძე დეკანოზი იყო. თვითონაც მღვდლის შვილს, ბესარიონ ბარამიძეს, დაუკავშირა ცხოვრება.

მე ბებია კარგად არ მახსოვს, მაგრამ ის კი მკაფიოდ აღმებეჭდა გონებაში, ერთხელ (მაშინ ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი) როგორ დამაყენა სიმინდის ყანის პირას (სიმინდის ფოთლების შრიალი ახლაც მესმის და გულს მიხალისებს), პირით აღმოსავლეთისკენ, სამი თითი შემაერთებინა და პირჯვრის გადაწერა მასწავლა. იმასაც მასწავლიდა, როცა ძირს დავარდნილ პურის ნატეხს დაინახავ, აიღე და ჯვარი გადასახეო.

როცა მღვდლების დევნა დაუწყიათ, მამამთილის დასაცავად ხატები და ეკლესიური წიგნები გადაუმალავს, მიწაში დაუფლავს.

მე კი, როცა ოცი წლის წინ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მიუხედავად განვლილი აქტიური კომკავშირული წლებისა, პირჯვრის გადაწერა და ტაძარში დგომა არ გამჭირვებია, თითქოს ეს ჩემთვის დიდი ხნის წინათ ვიღაცას უსწავლებია. მხოლოდ მოგვიანებით ამომიტივტივდა დავარი ბებიას სახე და მომაგონდა მისი სიკეთე...

ნეტავ იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ მისი!
მარინე ბარამიძე, ლანჩხუთი
ბეჭდვა
1კ1