მეამაყება ეს ადამიანი, ის ჩემთვის დღეს გმირი, პატრიოტი და ერის საამაყო შვილია...
მეამაყება ეს ადამიანი, ის ჩემთვის დღეს გმირი, პატრიოტი და ერის საამაყო შვილია...
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი... მაგრამ ის კარგად მახსოვს, სამების ლავრის მთავარ კარიბჭესთან სასულიერო პირი დავინახე ხილით და სხვა პროდუქტებით დატვირთული მოდიოდა, რომ მივუახლოვდი სწორედ ეს სახე დავინახე... მაშინვე დახმარება შევთავაზე, ღა მანქანამღე მივატანინე ჩანთები... მანქანაში პროდუქტის ჩალაგებისას თქვა მაცივარიც ვიყიდე და ეს ყველაფერი რეზიდენციაში მიმაქვსო, ვამთავრებ და ცოტახანში დაგპატიჟებო და გამიღიმა... დამშვიდობებისას კურთხევა ვთხოვე მან კი გულზე ხელი დამადო და "გაიხარე"-ო მითხრა... სწორედ იმ ზაფხულს დაიწყო ომი, და სურათებში ვნახე ის რეზიდენცია სადაც მეუფეს ახლადშეძენილი მაცივარი და ხილი მიჰქონდა, ომის შედეგად დანგრეული და გაოხრებული... ომის დამთავრების შემდეგ მეუფეს კვლავ შევხვდი და ეს ყოველივე გავახსენე, გამიღიმა და მითხრა "კიდევ ავაშენებ"-ო, და ხელი მაშინდელივით კვლავ გულზე მომარტყა.
დღეს მეუფე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. აქეთ ვერ გადმოდის, რომ გადმოვიდეს უკან ვერ გადავა და ამიტომ იქიდან არ გამოდის.
მეამაყება ეს ადამიანი, ის ჩემთვის დღეს გმირი, პატრიოტი და ერის საამაყო შვილია...
მინდა შორიდან მივესალმო მას, ვუსურვო მხნეობა და ჯანმრთელობა. ქედს ვიხრი მისი სახელის წინაშე... და ჩემს ერს მისნაირების სიმრავლეს ვუსურვებ...
ბეჭდვა
1კ1